X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
მარწყვის ცუკატები - რეცეპტი კონდიტერისგან
  • მარწყვის ცუკატები - რეცეპტი კონდიტერისგან

    ცუკატების მომზადება ფაქტობრივად ყველანაირი ხილისა და კენკრისგანაა შესაძლებელი, ჩვენ გთავაზობთ მარწყვის ცუკატების რეცეპტს.
    ინგრედიენტები
    მარწყვი - 1 კგ
    წყალი - 1 ლ
    შაქარი - 800 გ

    მომზადების წესები
    ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ შაქარი და მიიყვანეთ ადუღებამდე. ურიეთ, რომ შაქარი ბოლომდე გაიხსნას.
    მდუღარე სიროფში ჩაუშვით მარწყვი და ხარშეთ 10 წთ. მარწყვი საწურზე გადაიტანეთ და დააცადეთ, რომ დაიწუროს.
    საცხობ სინზე დააფინეთ ფოლგა, დაყარეთ ზედ მარწყვები და შედგით ღუმელში, 35-45 გრადუსზე. გააჩერეთ, ვიდრე კარგად არ გამოშრება (დაახლოებით 2 სთ)
    მზა ცუკატები გასტერილებულ ქილებში გადაიტანეთ დათავსახური მჭიდროდ დააფარეთ.

    გემრიელად მიირთვით!
    136 ნახვა
    24-05-2019, 23:44