X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ქაშაყი ბოსტნეულითა და სოიოს სოუსით
  • ქაშაყი ბოსტნეულითა და სოიოს სოუსით

    ინგრედიენტები
    ლიმონის წვენი - 2 ს.კ
    ქონდარი - 1 ჩ.კ
    ზეითუნის ზეთი - 4 ს.კ
    სოიოს სოუსი - 3 ს.კ
    პამიდორი, კანგაცლილი - 2-3
    ტკბილი წიწაკა - 2
    ბადრიჯანი - 2 ცალი
    ქაშაყი (ან სხვა სასურველი თევზი) - 2 ცალი
    როზმარინი - 1/2 ჩ.კ
    ხახვი - 2
    მარილი და პილპილი


    მომზადების წესები
    თევზი გავარჩიოთ, მოვაჭრათ თავი, მუცელში შევაზილოთ მარილი და სოიის სოუსი, ჩავუწყოთ შუა-შუა გაჭრილი ხახვი და მოვათავსოთ ზეთწასმულ ფორმაში.

    გარშემო შემოვუწყოთ კანგაცლილი, თხლად დაჭრილი ბადრიჯანი, ნახევარ-ნახევარი ტკბილი წიწაკა და პმაიდორი. პროდუქტებს ზემოდან მოვაყაროთ მარილი, პილპილი, ქონდარი და როზმარინი.

    ზემოდან მოვასხათ სოიის სოუსი, ლიმონის წვენი და ზეთი, გადავაკრათ ფოლგა და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში.

    დაახლოებით 30 წუთში მოვხსნათ ფოლგა და თუ ბადრიჯანი მზადაა, გამოვიღოთ ღუმლიდან.
    72 ნახვა
    2-06-2019, 00:26