X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ალუბლის და ხაჭოს უგემრიელესი შტრუდელი მზა ფენოვანი ცომით
  • ალუბლის და ხაჭოს უგემრიელესი შტრუდელი მზა ფენოვანი ცომით

    ინგრედიენტები
    ალუბალი - 200 გ
    შაქრის პუდრა - 100 გ
    ხაჭო - 400 გ
    ნაღები 35 % - 80 გ
    კვერცხი - 1 ცალი, მოზრდილი + 1 კვერცხის გული
    ფენოვანი ცომი - 500 გ
    ტკბილი საფანელი - 3 ს/კ
    ნაყინი - სერვირებისთვის

    მომზადების წესები
    ალუბალს გამოაცალეთ კურკა, მოაყარეთ შაქრის პუდრის ნახევარი, აურიეთ და გააჩერეთ.
    ხაჭოს დაუმატეთ ნაღები, კვერცხი, შაქრის პუდრა და ათქვიფეთ ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
    გააბრტყელეთ ცომი სწორკუთხედ 45x35 -ზე ფირფიტად. ერთ, განიერ კიდეზე, 1/3-დ ფართობზე მოაყარეთ საფანელი, გაანაწილეთ ზედ ხაჭოს მასა, გაწურეთ შაქრიანი ალუბალი (წვენი შეინახეთ სერვირებისთვის) და მოაყარეთ ხაჭოს მასაზე.
    ფრთხილად გადაახვიეთ ფირფიტა რულეტად, გადაიტანეთ პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე გახსნილი კიდით ქვემოთ. გააჩერეთ 15-20 წუთი. შემდეგ გადაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.
    გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე. შედგით გამოსაცხობი ფირფიტა ქვედა ღუმელის ქვედა თაროზე და აცხვეთ 35 წუთის განმავლობაში.
    სუფრასთან მიტანამდე გააჩერეთ შტრუდელი 15-20 წუთი. სუფრასთან მიიტანეთ თბილ-თბილი ნაყინთან და ალუბლის წვენთან ერთად.

    გემრიელად მიირთვით!
    52 ნახვა
    2-06-2019, 23:55