X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ევროპული საქართველოს წევრ ნინო იმედაშვილის მეუღლეს სასტიკად გაუსწორდნენ
  • ევროპული საქართველოს წევრ ნინო იმედაშვილის მეუღლეს სასტიკად გაუსწორდნენ

    თავდასხმა პოლიტიკურ ნიადაგზე - "ევროპული საქართველოს" წევრ ნინო იმედაშვილის მეუღლეს უცნობი პირები სასტიკად გაუსწორდნენ.

    დაპირისპირება თბილისში, სასტუმრო "რედისონის" აუზის გასახდელში მოხდა. მანამდე მამაკაცები ერთმანეთში ხმამაღლა საუბრობდნენ თუ როგორ იმყოფებოდნენ პრეზიდენტთან და პრემიერთან ერთად ფოკაში. ლაშა ბრეგვაძემ ამ თემაზე კრიტიკული აზრი დააფიქსირა, რასაც აგრესია მოჰყვა. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. საჭირო გახდა ქირურგის ჩარევა.

    მოგვიანებით მან პოლიციას ჩვენება მისცა. გამოიკითხნენ თავდამსხმელებიც. დაზარალებული ამბობს, რომ თავდამსხმელებმა დანა გამოიყენეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი იარაღად სავარაუდოდ გასაღებს მოიხსენიებს.

    გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რასაც დაზარალებული არ ეთანხმება.

    "ტანსაცმელს, რომ ვიღებდი, უკნიდან მომიახლოვდა თენგიზ ჯაბუა, რომელმაც მომმართა, რომ ბიჭო შენ რეებს ლაპარაკობო. ამის თქმა იყო და ამოიღო დანა და მომიქნია. მე რომ მივხვდი, რომ რაღაცას იღებდა, როგორც კი მოძრაობა დაიწყო გავხტი უკან და ამაცილა დანა. ამის შემდეგ ჩემი მეგობარი მივარდა და დაუჭირა ხელები. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი პიროვნება იყო თენგიზ ჯაბუასთან ერთად, რომელსაც მე არ ვიცნობ და პირდაპირ დანა მომიქნია და ჩამარტყა თავის არეში,"-აცხადებს ლაშა ბრეგვაძე.
    126 ნახვა
    3-06-2019, 00:17