X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის განაჩენი, დღეს გახდება ცნობილი
  • მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის განაჩენი, დღეს გახდება ცნობილი

    მკვლელობა ხორავას ქუჩაზე - სააპელაციო სასამართლო, მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებული ორი არასრულწლოვნის განაჩენს, დღეს გამოაცხადებს.

    ბრალდების მხარე, რომელიც მოსარჩელეა ითხოვს, დადასტურეს ორივე მსჯავრდებულის დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეობა.

    საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისა და დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის 10 და 9 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გამამტყუნებელი განაჩენი პირველმა ინსტანციამ ერთ წლის წინ გამოაცხადა. ორი მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოკლეს.

    „ბრალდების მხარის მოთხოვნაა, რომ ორივე ბრალდებული ცნობილ იქნეს დავით სარალიძის მკვლელობაში. დაცვის მხარე რა თქმა უნდა ვერ ეთანხმება და არ შეიძლება დაეთანხმო იქედან გამომდინარე, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ბრალდების მხარეს, რომ გ,ბ, მაგალითად იმყოფებოდა ფარდულში და მონაწილეობა მიიღო დავით სარალიძისათვის ჭრილობების მიყენებაში. რა თქმა უნდა დაცვის მხარე, ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ ერთხელ და საბოლოოდ ამ საქმეზე დადგენილ იქნეს სიმართლე,“-განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.
    141 ნახვა
    3-06-2019, 01:01