GOGA.TV
„მომატებულია ემოციურობა, იყავით დაკვირვებული” - 13-19 ივნისის სილამაზის კალენდარი
  • „მომატებულია ემოციურობა, იყავით დაკვირვებული” - 13-19 ივნისის სილამაზის კალენდარი

    ხვალ, 14 ივნისს, 15:51 საათზე, მშვილდოსნის 24-ე გრადუსში ველოდებით სავსემთვარეობას. სავსემთვარეობაზე მზე და მთვარე ერთმანეთს უპირისპირდება. მზე იქნება ტყუპში, მთვარე - მშვილდოსანში. რთული დღეა, მომატებულია ემოციურობა და იყავით დაკვირვებული, ფრთხილი. არ გაეხვიოთ აფერისტულ სქემებში, არ გახდეთ ტყუილის მსხვერპლი. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს, მედიკამენტებიც კი ფრთხილად მიიღეთ. 15-დან დაიწყეთ დაწყებული საქმეების, პროექტების დასრულება. აგრეთვე კარგი პერიოდია დიეტის დასაწყებად.

    13 ივნისი, მთვარე მშვილდოსანშია. კანისთვის გამოიყენეთ ორგანულ ცხიმებზე დამზადებული კრემები. მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი,
    ძოწისფერი.
    მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    15 ივნისი, მთვარე 02:14-დან თხის რქაშია. მოიმატებს მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.

    კარგია პედიკიური, პილინგი; ცუდია კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

    17 ივნისი, მთვარე 01:45-ზე მერწყულს ესტუმრება, სადაც დარჩება კვირის ბოლომდე. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ; სამოსში ორიგინალურობის გამოკვეთა. ჩაცმულობაში უპირატესობა მიანიჭეთ ელექტრიკ ფერებს, ფერთა უჩვეულო შეხამებას. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.

    კარგია - რეიკი, სუჯოკ თერაპია, ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.
    ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

    წყარო: marao.ge
    88 ნახვა
    14-06-2022, 00:58