GOGA.TV
ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს 100 წლამდე ცხოვრებას უწინასწარმეტყველებენ
  • ვარსკვლავები ზოდიაქოს ამ ნიშნების წარმომადგენლებს 100 წლამდე ცხოვრებას უწინასწარმეტყველებენ

    ხანგრძლივი ცხოვრებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას, აქტივობას, ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას და კიდევ უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამ მოვლენაზე ზოდიაქოსაც შეუძლია გავლენის მოხდენა. ასტროლოგები ასახელებენ ზოდიაქოს იმ ნიშნებს, რომლებსაც ვარსკვლავები ხშირად ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებას უწინასწარმეტყველებენ:

    მორიელი
    მორიელი ზოდიაქოს ერთ-ერთი იმ ნიშანთაგანია, რომელიც უბრალოდ, გატაცებულია სილამაზით და დიდ ყურადღებას უთმობს საკუთარ სხეულსა და სახეს. ამისთვის არც ფინანსებს იშურებს და არც დროს. მორიელები სახის კანზე ერიდებიან საშიში ექსპერიმენტების ჩატარებას და ხრისხიან პროდუქციას ირჩევენ. ხშირად ეწინააღმდეგებიან კიდეც მოდის ტენდენციებს და სამოსს დამოუკიდებლად, საკუთარი სურვილის მიხედვით არჩევენ. ეს განსაკუთრებული ზრუნვა და სიფრთხილე, ჯანმრთელობის მუდმივად გადამოწმების ჩვევა მორიელს აძლევს შანსს, რომ 100 წლამდე იცხოვროს.

    ტყუპი
    ტყუპმა ძალიან კარგად იცის, როგორ გამოიყურებოდეს გამორჩეულად და ქარიზმატულად ისე, რომ სხვა ადამიანების ყურადღება მიიპყროს. ისინი ამას საოცარი კომუნიკაბელურობითაც ახერხებენ. გარდა ამისა, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან ძლიერი ნებისყოფა აქვთ და შეუძლიათ, მკაცრად დაიცვან კვების რეჟიმი, დისციპლინა, დრო დაუთმონ ვარჯიშს. ეს ყოველივე კი მათ ცხოვრებაზე პირდაპირ აისახება და საკმაოდ დიდხანს ცოცხლობენ.

    კურო
    ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად იმაზე ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ვიდრე სინამდვილეში არიან. ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ისინი მზად არიან, საკმაოდ დიდი თანხა დახარჯონ თავის მოვლაში და შეიძინონ ის პროდუქტები, რომლებიც მათი ორგანიზმის გაჯანსაღებას სჭირდება. ასევე, ყოველთვის მიდიან ექიმთან გეგმიური ვიზიტით და ყველა დაავადების წინასწარ პრევენცია შეუძლიათ. სწორედ ამიტომ, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები დიდხანს ცოცხლობენ.

    სასწორი
    სასწორებს საკუთარი თავი განსაკუთრებულად უყვართ და ჯანმრთელობას მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ. ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად ექსპერიმენტებს არ მიესალმებიან და მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, პირობითად, ქერა თმა მოსწონდეთ, თუ ჩათვლიან, რომ ამით თმას დაიზიანებენ, უარს იტყვიან განზრახვაზე. საკუთარი ჯანმრთელობისთვის ფულის დახარჯვა არ ენანებათ. სწორედ ამ თვისებებისა და სიფრთხილის გამო ისინი ხშირად 100 წლამდე ცოცხლობენ.

    თევზები
    სასწორის მსგავსად, თევზები ცდილობენ, მშვიდი, აუღელვებელი ცხოვრებით იცხოვრონ და ზედმეტი ყურადღება არ დაუთმონ მათ, ვინც არ იმსახურებს. მათი კიდევ ერთი საოცარი უნარი არის ის, რომ შეუძლიათ, იპოვონ ისეთი საქმე, რომელიც მოვალეობასთან კი არ იქნება დაკავშირებული, არამედ სიამოვნებასთან, ცხოვრების ხალისსა და თავგადასავლებთან. ასევე, ყურადღებას აქცევენ ჯანმრთელობის გარკვეულ ნიშნებს და ექიმთან ვიზიტსაც არ აგვიანებენ. სწორედ ამ თვისებების გამო, ისინი უფრო დიდხანს ცოცხლობენ.

    წყარო: beaumonde.ge
    175 ნახვა
    15-06-2022, 00:48