X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
კიბორჩხალის ჩხირების სალათა-რაფაელო
  • კიბორჩხალის ჩხირების სალათა-რაფაელო

    ინგრედიენტები
    ყველი - 100 გ
    კიბორჩხალის ჩხირები - 200 გ
    მოხარშული კვერცხი - 2 ცალი
    ნიორი - დანაყილი, 1 კბილი
    მაიონეზი - გემოვნებით

    მომზადების წესები
    კიბორჩხალის ჩხირები სახეხზე გახეხეთ, ცოტა საფანელად გადაინახეთ, ყველი და მოხარშული კვერცხიც გახეხეთ, მომზადებულ ინგრედიენტებს დაუმატეთ 2-3 ს/კ მაიონეზი და ნიორი. მიღებული მასისგან ხელით ბურთულები გააკეთეთ და საფანელად გადანახულ კიბორჩხალის ჩხირების ნაფხვენში ამოავლეთ. დააწყვეთ თეფშზე და მორთეთ მწვანილით. დაიმახსოვრეთ, გემოს - ხარისხი განსაზღვრავს!
    52 ნახვა
    5-06-2019, 00:03