X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ფორტუნას ჰოროსკოპი: რას მოიპოვებთ 2019 წელს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • ფორტუნას ჰოროსკოპი: რას მოიპოვებთ 2019 წელს, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    ყოველი მომდევნო წელი საშუალებას გაძლევთ რაღაც ახალი მოიპოვოთ ან შეიძინოთ. გაინტერესებთ რა შეემატება 2019 წელს თქვენს ცხოვრებას?

    ვერძს წარმატება პროფესიულ სფეროში ელოდება. ახალი პროექტები მას დიდ აღიარებას მოუტანს.

    Astrologia
    კუროს 2018 წელი მომაბეზრებელი ვალდებულებებისგან ან სამსახურისგან საბოლოოდ გათავისუფლების შანსებს მისცემს.
    Astrologia
    ხოლო ტყუპს ეს წელი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ნაცნობების შეძენით დააჯილდოებს.

    კირჩხიბისთვის მიმდინარე წელი შესაძლოა ახალი შემოსავლის წყაროს გაჩენის შანსად იქცეს, რომელიც მომავალში სტაბილურ და მზარდ საქმიანობად იქცევა.
    Astrologia
    ლომი უკვე არსებულ წამოწყებებს გაამყარებს და რეალურად შეძლებს მიღწეული შედეგებით იამაყოს.
    Astrologia
    ქალწული თანოაზრეებს შემოიკრებს გარშემო და შეძლებს დიდი ხნის ოცნებებს შეასხას ფრთები.
    Astrologia
    სასწორი საყოველთაო პოპულარობასა და წარმატებას მოიპოვებს იმ სფეროში, რომელსაც დიდი ხანია ერთგულად ემსახურება.

    მორიელს დიდი ხნის წინ "დაკონსერვებული" პროექტების ხელახლა გაცოცხლების და რეალიზების შანსი მიეცემა.

    მშვილდოსანი კი ამ მართლაც რთულ წელს ნამდვილ მეგობრებს აღმოაჩენს და ურთიერთობებს გადააფასებს.
    Astrologia
    თხის რქამ შესაძლებელია საკუთარი შესაძლებლობები სრულიად ახალ სფეროში მოსინჯოს. თანაც წარმატებულად.
    Astrologia
    მერწყული კი ყველა იმ საქმეს მოაგვარებს ელვის სისწრაფით, რომელიც წინა წელს რატომღაც ტაატით და შეფერხებებით მიდიოდა.
    Astrologia
    ხოლო თევზები ამ წელს საბოლოოდ შეძლებენ თავი დააღწიონ წარსულის ილუზიებს და ცხოვრება სუფთა ფურცლით დაიწყონ, როგორც პროფესიული, ისე პირადი ურთიერთობების კუთხით.
    Astrologia


    წყარო: astrologi.ambebi.ge
    154 ნახვა
    6-06-2019, 00:25