GOGA.TV
ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის "გაფრთხილდით, შეცდომების გამო არ იზარალოთ მატერიალურად"
  • ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის "გაფრთხილდით, შეცდომების გამო არ იზარალოთ მატერიალურად"

    23 ივ­ლი­სის შემ­დეგ მზე თქვენს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა და მო­ი­მა­ტებს ენერ­გი­უ­ლო­ბა, ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა. მო­გინ­დე­ბათ ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბა, ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ითა­ნამ­შრომ­ლებთ ადა­მი­ა­ნებ­თან, ვი­საც კარ­გად აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ფან­ტა­ზია, აქვს ლა­ვი­რე­ბის უნა­რი. ერ­თად ავან­ტი­უ­რულ პრო­ექ­ტებ­საც კი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

    ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
    სა­ნამ მზე თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა, მეტი დრო და­უთ­მეთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბას, გა­ნათ­ლე­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. მო­ე­რი­დეთ კრი­ტი­კულ შე­ნიშ­ვნებს გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მი­მართ. მო­ე­რი­დეთ ინ­ვეს­ტი­ცი­ებს, შეც­დო­მე­ბის გამო არ იზა­რა­ლოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. გა­და­ა­მოწ­მეთ ყვე­ლა დე­ტა­ლი, რათა და­ზღვე­უ­ლი იყოთ შეც­დო­მე­ბის­გან. 17 ივ­ლისს შთა­გო­ნე­ბის ახალ ტალ­ღას იგ­რძნობთ. მაგ­რამ ფრთხი­ლა­დაც უნდა იყოთ, რომ არ ენ­დოთ აფე­რისტ ადა­მი­ა­ნებს. არ გა­არ­თუ­ლოთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ფერ­ხოს თქვე­ნი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. 23 ივ­ლი­სი­დან გა­გი­უმ­ჯო­ბე­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­გე­ცე­მათ და­წი­ნა­უ­რე­ბის შან­სი. შეძ­ლებთ მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბით ნა­ყო­ფი­ე­რი პე­რი­ო­დი გე­ლო­დე­ბათ, თუ სა­მო­სის ან ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნე­რი ხართ, პარ­ფი­უ­მე­რი­ის ან ყვა­ვი­ლე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ, ელი­ტურ ნივ­თებს ყი­დით ან გარ­თობს სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობთ.

    სიყ­ვა­რუ­ლი
    და­ძა­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც კი მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­აგ­ვა­რებთ. არ გირ­ჩევთ არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რის გა­წყვე­ტას, სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­გიხ­დე­ბათ მო­მა­ვალ­ში. მარ­ტო­ხე­ლებს ახა­ლი რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ. თუ და­ქორ­წი­ნე­ბა გაქვთ გა­და­წყვე­ტი­ლი ან მყა­რი კავ­ში­რის შექ­მნა, 18 ივ­ლი­სის შემ­დეგ გა­აქ­ტი­ურ­დით, როცა ვე­ნე­რა კირჩხიბ­ში გა­და­ვა. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ მზრუნ­ვე­ლო­ბა და ყუ­რა­დღე­ბა. იყა­ვით აგ­რეთ­ვე მზრუნ­ვე­ლი შვი­ლე­ბის, გე­რე­ბის, ნათ­ლუ­ლე­ბის მი­მართ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
    მეტი დრო და­უთ­მეთ ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას; იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბას. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან. მო­უფრ­თხილ­დით ფრჩხი­ლებს, კბი­ლებს, ძვლო­ვან სის­ტე­მას. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ ასაკ­ში ხართ.

    13 ივ­ლი­სის შემ­დეგ ტრანსფორ­მა­ცია, ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი მო­გინ­დე­ბათ. უნდა და­ან­გრი­ოთ ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლი, დრო­მოჭ­მუ­ლი. მო­გი­წევთ სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა; კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვა.

    28 ივ­ლი­სის შემ­დეგ სხვებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა მო­გი­წევთ. მე­ტად იზ­რუ­ნეთ ბავ­შვებ­ზე. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. გა­მო­გიჩ­ნდებთ გავ­ლე­ნი­ა­ნი, ფუ­ლი­ა­ნი მფარ­ვე­ლი ან თა­ვად უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ ასე­თის მო­სა­ძებ­ნად.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    73 ნახვა
    18-06-2022, 14:41