X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
რატომ აგვიანებთ სულ? - შესაძლოა მიზეზი თქვენი ზოდიაქოს ნიშანი იყოს
  • რატომ აგვიანებთ სულ? - შესაძლოა მიზეზი თქვენი ზოდიაქოს ნიშანი იყოს

    ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ძალიან დიდი ხნით ადრე იწყებენ მომზადებას, მაგრამ როგორღაც მაინც ყოველთვის გვიან გადიან სახლიდან. მართალია თბილისურმა საცობებმა ბევრ ჩვენგანს თავის გასამართლებელი საბუთი მისცა სამსახურში თუ შეხვედრაზე დაგვიანებისთვის, მაგრამ ზოდიაქოს რამდენიმე ნიშანი არც სხვა მოცემულობაში გამოირჩევა პუნქტუალურობით. გთავაზობთ მიზეზებს, რის გამოც ადამიანები აგვიანებენ და ნიშნებს, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ დროის მართვა.

    ტყუპები
    ამ ნიშნით დაბადებულისთვის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, საათსაც მარტო იმიტომ ატარებს, რომ ლამაზი აქსესუარია ან იცოდეს ოფისს
    როდის ტოვებს. ტყუპებს უჭირთ დროის რაციონულად გადანაწილება. მათ შეუძლიათ 3-4 საათი დაუთმონ საქმეს,
    მაშინ როცა ვალდებულებების გრძელი სია აქვთ. მიაჩნია, რომ თუ სამუშაოს დასრულება არ მოესწრება, ყოველთვის არსებობს
    ხვალნდელი დღე. თუმცა, აქვე დავძენ, რომ არსებობენ შრომისმოყვარე ტყუპები, რომლებიც სხვა ნიშნის ძლიერ გავლენას განიცდიან. ამ ნიშნის ადამიანები ყველგან აგვიანებს იმიტომ, რომ არც ცდილობენ პუნქტუალურობით თავი შეიზღუდონ.

    კირჩხიბი
    ამ ნიშნით დაბადებულებს ტაატი და ზანტი მოძრაობები ახასიათებთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი აჩქარება.
    ურჩევნიათ ნელა და გულისყურით აკეთონ საქმე. როგორც კი კირჩხიბი აჩქარებას
    ცდილობს, ყველაფერი უფუჭდება, ხელიდან უცვივა, ავიწყდება - მოკლედ,
    ქაოსი იქმენა მის გონებაშიცა და გარემომცველ სამყაროშიც. სწორედ ამ თვისების გამო კირჩხიბი თითქმის ყველგან აგვიანებს.

    მშვილდოსანი
    მშვილდოსანი არ აფასებს სხვა ადამიანების დროს. მიაჩნია, რომ თუ ვინმეს მისი ნახვა ან მასთან ერთად მუშაობა სურს, შეუძლია დაიცადოს, სანამ თავად
    სხვა, უფრო მნიშვნელოვან საკითხებს აგვარებს. სასაცილოა, მაგრამ ამ ნიშნით დაბადებულმა შეიძლება იმიტომ დაიგვიანოს, რომ საყვარელ გადაცემას უყურებდა.
    უნდა ითქვას, რომ მშვილდოსანი სასტიკად ვერ იტანს საყვედურებს. როცა ეუბნებით იმას, რაც არ სიამოვნებს, უბრალოდ არ გისმენთ, ამიტომ მისთვის პუნქტუალურობისკენ მოწოდებას აზრი არ აქვს.

    მერწყული
    მერწყულს ძალიან უჭირს დროის მართვა, რადგან დროს თავისებურად - ზედმეტად სუბიექტურად - აღიქვამს.
    მას შეიძლება გულწრფელად სჯეროდეს, რომ შეხვედრაზე დროულად მივა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, აუცილებლად დააგვიანოს,
    საუკეთესო შემთხვევაში 5 - 10 წუთი. მერწყულებს დიდი შრომა სჭირდებათ იმისთვის, რომ რეალურ დროს ალღო აუღონ და სათავისოდ გამოიყენონ.
    ხედავთ, მერწყულებო? სხვებისთვის ჩვეულებრივ საკითხსაც კი არაამქვეყნიურად უყურებთ, რაც ზოგჯერ გაზარალებთ.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    98 ნახვა
    9-06-2019, 00:34