GOGA.TV
რა უნდა ვიცოდეთ ორი უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ რომელიც ოქტომბერში მოდის
  • რა უნდა ვიცოდეთ ორი უმნიშვნელოვანესი ასტროლოგიური მოვლენის შესახებ რომელიც ოქტომბერში მოდის

    დატ­ვირ­თუ­ლი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რო­გორც გარ­კვე­უ­ლი ნე­გა­ტი­უ­რი, ისე პო­ზი­ტი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის კუ­თხით. თუმ­ცა, ის თუ რო­გო­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა მი­ე­ცე­მა ამა თუ იმ კონ­კრე­ტუ­ლი ინ­დი­ვი­დის ცხოვ­რე­ბის მსვლე­ლო­ბას მხო­ლოდ და მხო­ლოდ მი­სი­ვე გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის სის­წო­რე­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

    დიახ, წინ ორი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა გვე­ლის რომ­ლი­თაც ოქ­ტომ­ბე­რი გვა­ჯილ­დო­ებს – ეს არის მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა ვერ­ძის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში 8 ოქ­ტომ­ბერს და მზის ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა 24 ოქ­ტომ­ბერს მო­რი­ელ­ში. მთვა­რე ქა­ლუ­რი ენერ­გე­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლი მნა­თო­ბია. შე­სა­ბა­მი­სად, მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა უფრო მე­ტად ქალ­ბა­ტო­ნებ­ზე იმოქ­მე­დებს ვიდ­რე მა­მა­კა­ცებ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი კუ­თხით. ხოლო მზის დაბ­ნე­ლე­ბი­სას წინ უკვე ძლი­ე­რი სქე­სის­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა წა­მო­იჭ­რე­ბა. ამას­თან ერ­თად უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა ყო­ველ­თვის იძ­ლე­ვა შანსს რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი მოვ­ლე­ნა, ურ­თი­ერ­თო­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა მი­ვიყ­ვა­ნოთ სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლამ­დე და შევ­კრათ რკა­ლი. მოვ­ნიშ­ნოთ ბოლო სა­ზღვა­რი. მით უმე­ტეს, რომ მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა ააქ­ტი­უ­რებს წერ­ტი­ლებს ვერ­ძი-სას­წო­რი რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში ეს პე­რი­ო­დი უკვე არ­სე­ბუ­ლი პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გარ­კვე­ვა-დას­რუ­ლე­ბა-ფორ­მი­რე­ბის სა­კითხს შე­ე­ხე­ბა. კარ­გი პე­რი­ო­დია სა­ი­მი­სოდ, რომ აქამ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი ან სუ­ლაც მტან­ჯველ და დამ­ღლელ კავ­ში­რებ­ში სა­ბო­ლო­ოდ დავ­სვათ წერ­ტი­ლი და ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ქალ­ბა­ტო­ნებს ეხე­ბათ.

    თუმ­ცა, აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნო ისიც, რომ არამც და არამც არ ღირს ურ­თი­ერ­თო­ბის დას­რუ­ლე­ბა ჩხუ­ბით, სცე­ნე­ბი­თა და კონ­ფლიქ­ტე­ბით (რის სურ­ვილ­საც დიდი ალ­ბა­თო­ბით აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა აგ­რე­სი­ულ ვერ­ძის ზო­დი­ა­ქო­ში). ამ შემ­თხვე­ვა­ში ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვუხ­მოთ კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ა­ში ვერ­ძის ოპო­ზი­ცი­ურ ნი­შანს – სას­წორს და­ვე­სეს­ხოთ. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში დიპ­ლო­მა­ტია და ტაქ­ტი გა­მო­ვავ­ლი­ნოთ, პრობ­ლე­მას პარტნი­ო­რის თვალ­სა­წი­ე­რი­და­ნაც შევ­ხე­დოთ და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კონ­სე­სუ­სის, მო­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თკომ­პრო­მი­სის ხარ­ჯზე მი­ვი­ღოთ!

    ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა მზის დაბ­ნე­ლე­ბა­სა და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს, თუკი მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ო­დი რა­ი­მე სა­ხის პრობ­ლე­მა­ტუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ბო­ლოო დას­რუ­ლე­ბას უწყობს ხელს, მზის დაბ­ნე­ლე­ბი­სას პი­რი­ქით – შან­სი გვეძ­ლე­ვა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ვუ­ყა­როთ ახალ, პერ­სპექ­ტი­ულ წა­მო­წყე­ბებს. გან­სა­კუთ­რე­ბით მომ­გე­ბი­ა­ნი კი ამ მხრივ მსხვილ­ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ფი­ნან­სუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­გეგ­მვა (გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, მხო­ლოდ და­გეგვმა და არა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა!) იქ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა კურო-მო­რი­ე­ლის წერ­ტი­ლებს ააქ­ტი­უ­რებს. რის ხარ­ჯზეც აქ­ტი­ურ­დე­ბა ფი­ნან­სე­ბის, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­სა და სხვა­დას­ხვა ტი­პის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის გა­და­წყვე­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ამი­ტომ მო­ცე­მუ­ლი პე­რი­ო­დი შე­საძ­ლე­ბე­ლია საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა-და­გეგ­მვას და­უთ­მონ მა­მა­კა­ცებ­მა, ხოლო იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ თქვენ ცხოვ­რე­ბა­ში ფუ­ლად სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა, მათი გა­დაჭ­რა არამც და არამც არ უნდა სცა­დოთ ე.წ. "მო­რი­ე­ლუ­რი ტაქ­ტი­კით" – ძა­ლის­მი­ე­რი ან ავან­ტუ­რის­ტუ­ლი გზით. სა­კითხს კუ­რო­სა­ვით მშვი­დად, სა­მარ­თლი­ა­ნად და პა­ტი­ოს­ნად მი­უ­დე­ქით სა­ი­მი­სოდ, რომ სა­მო­მავ­ლოდ და­ნა­კარ­გე­ბი და გარ­თუ­ლე­ბე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად აი­ცი­ლოთ თა­ვი­დან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    96 ნახვა
    19-06-2022, 15:06