GOGA.TV
20-26 ივნისის სილამაზის კალენდარი
  • 20-26 ივნისის სილამაზის კალენდარი

    საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გველოდება: 21 ივნისს მზე კირჩხიბის ზოდიაქოში გადავა. ამავე დღეს, 13:13 საათზე, მზებუდობას ველოდებით. ეს არის დღე, როცა მზე გადადის კირჩხიბის ზოდიაქოს პირველ გრადუსში. საინტერესო, ენერგიული დღეა, მოულოდნელობებით აღსავსე. აკონტროლეთ ემოციები. განსაკუთრებულ დაკვირვებას ითხოვს შემდეგი თემები: მატერიალური, უძრავი ქონების, საოჯახო და სასიყვარულო. 23 ივნისს ვენერა ტყუპის ზოდიაქოში გადაინაცვლებს. მოიმატებს რომანტიკული ნაცნობობა, შეხვედრები, ფლირტი. საუკეთესო დრო დაუდგებათ ინტელექტუალ, მწერალ ადამიანებს.

    20 ივნისი, მთვარე თევზებშია. მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია.

    კარგია - ორთქლის
    აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები.
    ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

    21 ივნისი, მთვარე 06:40-ზე ესტუმრება ვერძს. მოიმატებს მოძრაობის, აქტიურობის, რამის კეთების სურვილი. ამასთანავე, სიფრთხილე გვმართებს და განსაკუთრებით, მჭრელ საგნებთან, აალებად ნივთიერებებთან. მოერიდეთ ტრავმებს. კარგია სპორტი, ცურვა, ნებისმიერი აქტიურობა. გაუფრთხილდით თავს.

    კარგია - თმის ნიღბის, თავის მასაჟის გაკეთება, სახისა და კანის სასარგებლო ბალახეულის ყინულით გაწმენდა.
    ცუდია - არ გაცივდეთ, არ გაიციოთ თავი, ცხვირ-პირი. მოერიდეთ სახეზე ოპერაციას, სილამაზის ნემსების გაკეთებას, ყურების გახვრეტასა და კბილების გეგმურ მკურნალობას.

    23 ივნისი, მთვარე 16:02-დან კუროში იქნება. კარგი დღეა კოსმეტოლოგთან ჩასაწერად. თავისა და სახის კანის კვებისთვის. თმის შეღებვა. გემრიელობის ჭამით გაგიუმჯობესდებათ განწყობა. სასარგებლოა - თევზი და ზღვის პროდუქტები.

    კარგია - მკვებავი ნიღბების გაკეთება, წარბების კორექცია, პილინგი, სკრაბი, პარაფინის პროცედურები.
    ცუდია - მოერიდეთ ნებისმიერ მანიპულაციას ტუჩებზე, ყელის გაცივებას ან გადატვირთვას (თუნდაც ხმამაღალი ლაპარაკით). პროცედურებით არ ჩაერიოთ კისრისა და ყელის ზონებში. არ მიიღოთ ცივი სასმელები და საკვები.

    26 ივნისი, მთვარე 03:13-ზე გადავა ტყუპში. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს.

    კარგია - სუნთქვითი ვარჯიში, მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.
    ცუდია - მანიკიური, ფრჩხილების დაგრძელება, ნებისმიერი მანიპულაცია ხელებთან.

    წყარო: marao.ge
    51 ნახვა
    20-06-2022, 13:56