X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ავიაკატასტროფა ნიუ-იორკში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა
  • ავიაკატასტროფა ნიუ-იორკში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა

    ავიაკატასტროფა ნიუ-იორკში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ვერტმფრენი მანჰეტენის ერთ-ერთი ცათამბჯენის სახურავზე დაჯდომას ცდილობდა, რის შედეგადაც ჩამოვარდა.

    ადგილზე დაიღუპა პილოტი, შენობის სახურავზე კი ხანძარი გაჩნდა. ადგილზე სახანძრო და სასწრაფო დახმარების 100-მდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

    სამაშველო სამსახურებმა 59 სართულიანი შენობის ევაკუაცია მოახდინეს. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა და ცუდი ხილვადობა გახდა. გამოძიებამ ტერაქტის ვერსია უკვე გამორიცხა.
    56 ნახვა
    11-06-2019, 00:30