GOGA.TV
ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "ანგარებით შექმნილი ოჯახი მალევე დაგენგრევათ"
  • ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის "ანგარებით შექმნილი ოჯახი მალევე დაგენგრევათ"

    წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევთ, თუ გა­მო­ავ­ლენთ იმპრო­ვი­ზა­ცი­ის უნარს, ხან­და­ხან გა­და­უხ­ვევთ წე­სე­ბი­დან და სა­კუ­თარ თავს ცოტა მეტ თა­ვი­სუფ­ლე­ბას მი­ა­ნი­ჭებთ. იყა­ვით მე­ტად ამ­ბი­ცი­უ­რი, მო­მარ­თუ­ლი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე.

    ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
    მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შეძ­ლებთ და ცოტა გა­რის­კვაც მო­გი­წევთ. სა­უ­კე­თე­სო ივ­ლი­სი გე­ლო­დე­ბათ ბიზ­ნეს­მენ ნიშ­ნებს, მე­ნე­ჯე­რებ­სა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს. კარ­გი დროა უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის, ავ­ტო­მო­ბი­ლის ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნი­კის შე­სა­ძე­ნად. ამ პე­რი­ოდ­ში შე­ძე­ნი­ლი ნივ­თე­ბი დიდ­ხანს გემ­სა­ხუ­რე­ბათ. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა პარტნი­ო­რებ­თან, ნაც­ნო­ბებ­თან; ის­წავ­ლეთ კომ­პრო­მის­ზე წას­ვლა. რაც უფრო კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი იქ­ნე­ბით, მით გა­გი­ად­ვილ­დე­ბათ წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში. ამას­თან, დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად ჩა­მო­ი­ცი­ლეთ ყვე­ლა ის ადა­მი­ა­ნი, ვინც გიშ­ლით ხელს წინსვლა­ში. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რის მი­ტო­ვე­ბა და სა­კუ­თა­რი თა­ვის ახალ სფე­რო­ში მო­სინ­ჯვა გა­და­წყვი­ტოთ.

    სიყ­ვა­რუ­ლი
    შეც­ვა­ლეთ ტაქ­ტი­კა, და­ამ­სხვრი­ეთ ძვე­ლი იდე­ა­ლე­ბი, გა­ნა­ახ­ლეთ ურ­თი­ერ­თო­ბა. ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებს. რო­მან­ტი­კუ­ლი კავ­ში­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად ერ­თად და­ის­ვე­ნეთ, იმოგ­ზა­უ­რეთ, იმ­ხი­ა­რუ­ლეთ. თუ და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებთ, კავ­ში­რი მხო­ლოდ სიყ­ვა­რულ­ზე უნდა იყოს დამ­ყა­რე­ბუ­ლი, ან­გა­რე­ბით შექ­მნი­ლი ოჯა­ხი მა­ლე­ვე და­გენგრე­ვათ. აგ­რეთ­ვე არ გირ­ჩევთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო სამ­კუ­თხე­დის შექ­მნას. 13-19 ივ­ლი­სის პე­რი­ო­დი სა­უ­კე­თე­სოა ნაც­ნო­ბო­ბი­სა და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­სა­წყე­ბად. აგ­რეთ­ვე სა­უ­კე­თე­სო დროა ქორ­წი­ნე­ბის­თვის, და­წყვი­ლე­ბი­სა და თა­ნა­ცხოვ­რე­ბის და­სა­წყე­ბად.

    ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
    უფრო ძლი­ე­რი გახ­დე­ბით ფი­ზი­კუ­რა­დაც და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რა­დაც. მან­დი­ლოს­ნებ­მა შე­იძ­ლე­ბა შვი­ლის გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტოთ. კარ­გი იქ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა. ჩა­ე­წე­რეთ აუზ­ზე, კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ წყლის პრო­ცე­დუ­რე­ბი, ზღვა­ზე დას­ვე­ნე­ბა.

    13 ივ­ლი­სის შემ­დეგ გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის რე­ჟი­მი. მო­გინ­დე­ბათ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებ­ში გარ­კვე­ვა, გან­მარ­ტო­ე­ბა. უნდა დაძ­ლი­ოთ ში­შე­ბი და სა­კუ­თარ თავს მე­ტად კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო შე­უქ­მნათ. გა­თა­ვი­სუფ­ლდით ნე­გა­ტი­ვის­გან; მო­ი­ცი­ლეთ უსარ­გებ­ლო ნივ­თე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბიც... კონ­კრე­ტუ­ლად 13-ში არ და­ნიშ­ნოთ პა­ე­მა­ნი, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა არ და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე.

    28 ივ­ლი­სის შემ­დეგ მოხ­დე­ბა ძვე­ლის ახ­ლით ჩა­ნაც­ვლე­ბა. ის, რაც მყარ სა­ფუძ­ველ­ზე არ დგას, და­ინ­გრე­ვა. ეს შე­ე­ხე­ბა საქ­მე­საც, ურ­თი­ერ­თო­ბებ­საც. მო­სა­ლოდ­ნე­ლია მკვეთ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი და ეცა­დეთ, ფეხი აუ­წყოთ სი­ახ­ლე­ებს. ნუ გექ­ნე­ბათ მწვა­ვე რე­აქ­ცია კრი­ტი­კა­ზე. უმ­ჯო­ბე­სია, და­ფიქ­რდეთ და გა­მო­ას­წო­როთ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    79 ნახვა
    21-06-2022, 01:36