GOGA.TV
ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის "გამონახეთ დრო რომანტიკული შეხვედრებისთვის"
  • ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის "გამონახეთ დრო რომანტიკული შეხვედრებისთვის"

    კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი უნდა გა­დად­გათ. სპონ­ტა­ნუ­რო­ბა და ჰა­ერ­ში ფრე­ნა კარ­გს არა­ფერს მო­გი­ტანთ. გათ­ვა­ლეთ თი­თო­ე­უ­ლი დე­ტა­ლი, რათა თავი და­ი­ზღვი­ოთ შეც­დო­მე­ბის­გან.

    ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
    მო­გინ­დე­ბათ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა, და­წი­ნა­უ­რე­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა. იყა­ვით ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი. გო­ნივ­რუ­ლად მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი და ზა­რე­ბი გე­ლო­დე­ბათ. გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი და საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. ივ­ლის­ში გა­გი­მარ­თლებთ, თუ ხართ ჟურ­ნა­ლის­ტი, ბლო­გე­რი, ფსი­ქო­ლო­გი, მე­წარ­მე, კონ­სულ­ტან­ტი, თარ­ჯი­მა­ნი. ივ­ლი­სის და­სა­წყის­ში მო­ი­მა­ტებს კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბა. კარგ შე­დეგს მო­გი­ტანთ კო­ლექ­ტივ­ში მუ­შა­ო­ბა. მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო თან­ხას, გა­ა­ფორ­მებთ სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. გირ­ჩევთ, შე­მო­სა­ვა­ლი გო­ნივ­რუ­ლად გა­და­ა­ნა­წი­ლოთ. ნუ მი­ი­ღებთ სპონ­ტა­ნურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს, გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მივ­ლი­ნე­ბა გე­ლო­დე­ბათ. თვის ბო­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ. შე­იძ­ლე­ბა მი­უბ­რუნ­დეთ ძველ საქ­მე­ებს, პარტნი­ო­რებს და გაფრ­თხილ­დით, რომ არ და­უშ­ვათ იგი­ვე შეც­დო­მე­ბი.

    სიყ­ვა­რუ­ლი
    საქ­მე­ე­ბი­სა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო შე­იძ­ლე­ბა გა­გი­ცივ­დეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. გირ­ჩევთ, ერ­თად ჩა­ერ­თოთ რამე საქ­მე­ში, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. რა საქ­მი­თაც არ უნდა იყოთ და­კა­ვე­ბუ­ლი, გა­მო­ნა­ხეთ დრო რო­მან­ტი­კუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის­თვის. გან­სა­კუთ­რე­ბით თუ მე­წყვი­ლე ად­რეც გა­და­ნა­შა­უ­ლებ­დათ მო­უც­ლე­ლო­ბა­ში. 19 ივ­ლი­სი­დან მარ­ტო­ხე­ლა სას­წო­რებს რო­მან­ტი­უ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის შან­სი გეძ­ლე­ვათ. გა­აქ­ტი­ურ­დით და ნუ მო­გე­რი­დე­ბათ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა. ეცა­დეთ, ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ოთ ადა­მი­ა­ნის გა­რეგ­ნო­ბას, იმიჯს და მეტი - მის ში­ნა­გან სამ­ყა­როს. თუ ადა­მი­ა­ნი პე­რი­ო­დუ­ლად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი საქ­ცი­ე­ლით გა­ო­ცებთ, მო­ე­რი­დეთ მას­თან და­ახ­ლო­ე­ბას. უფრო მე­ტიც, შე­გიძ­ლი­ათ წერ­ტი­ლი და­უს­ვათ მას­თან კავ­შირს. მის გა­მოს­წო­რე­ბას ვერ შეძ­ლებთ, დრო­სა და ენერ­გი­ას კი და­ხარ­ჯავთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
    მე­ტად მო­უფრ­თხილ­დით ნერ­ვულ სის­ტე­მას. გა­მო­ნა­ხეთ თქვენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო რე­ლაქ­სა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბა. და­ძა­ბუ­ლო­ბამ შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს თქვენს კუ­ჭზე, გა­გიმ­ძაფ­რდეთ გას­ტრი­ტი. მო­ე­რი­დეთ მძაფრ სა­ნე­ლებ­ლებს, პრო­დუქ­ტებს, რომ­ლე­ბიც მჟა­ვი­ა­ნო­ბას იწ­ვე­ვენ. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ სა­ნა­პი­რო­ზე, კარგ იქ­ნე­ბა წყლის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

    13 ივ­ლი­სის შემ­დეგ მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გახ­დე­ბით. შე­იძ­ლე­ბა მო­ი­მა­ტოს სი­ცი­ვემ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში ან თა­ვად გა­ყი­ნოთ ზო­გი­ერთ ადა­მი­ან­თან კავ­ში­რი. ამ დღეს ნუ და­გეგ­მავთ პა­ე­მანს, ნა­თე­სა­ვებ­თან შეხ­ვედ­რას. ამას­თან ნუ გახ­დე­ბით აფე­რის­ტე­ბის მსხვერ­პლი. გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მან­ტი­კულ სფე­რო­ში.

    28 ივ­ლი­სის შემ­დეგ მო­გინ­დე­ბათ ფუ­ლის ხარ­ჯვა ლა­მაზ ნივ­თებ­ზე, გარ­თო­ბა­ზე. გახ­დე­ბით მიმ­ზიდ­ვე­ლი სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სქე­სის­თვის. ფლირ­ტი და­საშ­ვე­ბია, მაგ­რამ ილუ­ზი­ებს ნუ შე­იქ­მნით. და­ი­წყეთ ახა­ლი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    52 ნახვა
    22-06-2022, 14:22