GOGA.TV
როგორი გარეგნობის მამაკაცი მოსწონს ქალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • როგორი გარეგნობის მამაკაცი მოსწონს ქალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    ადა­მი­ა­ნე­ბი ძი­რი­თა­დად იმას აკე­თე­ბენ, რომ სწო­რე­დაც გე­მოვ­ნე­ბა­ზე და­ვა­ში ატა­რე­ბენ დრო­ის დიდ ნა­წილს... თუმ­ცა, აქვე ისიც უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ პა­ტი­ვი ვცეთ სხვი­სი არ­ჩე­ვა­ნის და აზ­რის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ეს ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნის ანუ მერ­წყუ­ლის ეპო­ქის უმ­თავ­რე­სი ქვა­კუ­თხე­დია. ქა­ლე­ბი იმის მი­ხედ­ვით თუ კონ­კრე­ტუ­ლად რო­მელ ზო­დი­ა­ქოს ნი­შანს გა­ნე­კუთ­ვნე­ბი­ან, სხვა­დას­ხვა იმი­ჯის და ვი­ზუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მქო­ნე მამ­რე­ბის მი­მართ იჩე­ნენ სიმ­პა­თი­ას. ზოგს თუ კუნთმა­გა­რი მაჩო მოს­წონს, სხვას დახ­ვე­წი­ლი "ლამ­ბერ­სექ­სუ­ა­ლი" მო­უ­ვი­დეს შე­საძ­ლოა თვალ­ში - ყვე­ლა­ფე­რი კი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის და მისი მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტის ოი­ნე­ბია. ამი­ტომ მა­მა­კა­ცე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლია იმის ცოდ­ნა, კონ­კრე­ტუ­ლად რო­გო­რი ვი­ზუ­ა­ლის მქო­ნე მა­მა­კა­ცე­ბით იხიბ­ლე­ბა თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ქალი.

    ვერძს - უხე­ში ნაკ­ვთე­ბის მქო­ნე, გა­მოკ­ვე­თი­ლად მა­მა­კა­ცუ­რი ტი­პა­ჟე­ბი მოს­წონს. სა­სურ­ვე­ლია, მა­მა­კაცს სა­ხე­ზე ნა­ი­ა­რე­ვი, ჩხუ­ბის დროს გა­ტე­ხი­ლი ცხვი­რი ან სექ­სუ­ა­ლუ­რი ტა­ტუ­ი­რე­ბა გა­აჩ­ნდეს გა­მო­სა­ჩენ ად­გი­ლას.

    კუ­როს - ძლი­ე­რი, ბრგე აღ­ნა­გო­ბის მამ­რე­ბი იზი­დავს. მას ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მუდ­მი­ვად იცავს ჰი­გი­ე­ნურ ნორ­მებს და დახ­ვე­წილ სუ­ნა­მოს იყე­ნებს. კურო სუ­ნით იხიბ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად.

    ტყუპს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბა დახ­ვე­წი­ლი, მოქ­ნი­ლი და ენა­მოს­წრე­ბუ­ლი მამ­რი, რო­მელ­საც მომ­ხიბ­ვლე­ლი ღი­მი­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ჯა­დო­ე­ბის ნი­ჭიც გა­აჩ­ნია. ქალი ტყუ­პი უნდა ამა­ყობ­დეს თა­ვი­სი მა­მა­კა­ცით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

    კირჩხიბს მოს­წონს მზრუნ­ვე­ლი, მე­ო­ჯა­ხე მო­სიყ­ვა­რუ­ლე და ემო­ცი­უ­რი მა­მა­კა­ცე­ბი. ვი­ზუ­ა­ლუ­რად სა­სურ­ვე­ლია ასე­თი მა­მა­კა­ცი იყოს ტანსრუ­ლი, ოღონდ არას­მუ­ქა­ნი აღ­ნა­გო­ბის. გურ­მა­ნი და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის ექ­სპრე­ტი.

    ლომს ვი­ზუ­ა­ლუ­რად "ბრწყინ­ვა­ლე" და უნაკ­ლო მამ­რე­ბი მოს­წონს. შე­საძ­ლოა ქალი ლომი თა­ვის­ზე უმ­ცრო­სი და უნაკ­ლო აღ­ნა­გო­ბის მქო­ნე მა­მა­კა­ცი­თაც მო­ი­ხიბ­ლოს. მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რამ­დე­ნად დახ­ვე­წი­ლად იც­ვამს და სა­უბ­რობს პარტნი­ო­რი, რო­გორ უჭი­რავს თავი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და რა სა­ხის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი "ბა­გა­ჟი" გა­აჩ­ნია.

    ქალ­წულს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, ჰი­გი­ე­ნუ­რი და დახ­ვე­წი­ლი მა­მა­კა­ცე­ბი იზი­დავს. ასე­თი ქალი ნაკ­ლე­ბად იხიბ­ლე­ბა კუნთმა­გა­რი, ბრუ­ტა­ლუ­რად სექ­სუ­ა­ლუ­რი მამ­რე­ბით, რო­მელ­თაც და­უ­დე­ვა­რი ჩაც­მის სტი­ლი და მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა გა­აჩ­ნი­ათ. იგი ვერ იტანს ასე­ვე გა­უ­პარ­სავ, წვერ­მოშ­ვე­ბულ მა­მა­კა­ცებს.

    სას­წო­რი ლა­მა­ზი, სა­ხის ჰარ­მო­ნი­უ­ლი ნაკ­ვთე­ბის მქო­ნე, დახ­ვე­წი­ლი და ჯენტლმე­ნუ­რი კა­ცე­ბით იხიბ­ლე­ბა. მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ მა­მა­კა­ცი იყოს გა­ლან­ტუ­რი და თა­ვა­ზი­ა­ნი. მუდ­მი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს მო­წეს­რი­გე­ბუ­ლად, გე­მოვ­ნე­ბით იმო­სე­ბო­დეს და იშ­ვი­ა­თად უწევ­დეს ტონს ქალ­თან.

    მო­რი­ელს უხე­ში, "ხუ­ლიგ­ნუ­რი" იმი­ჯის მქო­ნე, მკვეთ­რად სექ­სუ­ა­ლუ­რი იმი­ჯის, ძლი­ე­რი, კუნთმა­გა­რი მამ­რე­ბი იზი­დავს. მო­რი­ე­ლი იხიბ­ლე­ბა მამ­რის არამ­ხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი, არა­მედ სუ­ლი­ე­რი სიძ­ლი­ე­რი­თაც, თუმ­ცა ვი­ზუ­ა­ლუ­რად "მა­გა­რი ბი­ჭის" იმი­ჯიც ერ­თობ და­მა­ტყვე­ვე­ბე­ლია მის­თვის.

    მშვილ­დო­სანს მხი­ა­რუ­ლი, ოპ­ტი­მის­ტი და ბავ­შვუ­რად ხა­ლი­სი­ა­ნი მა­მა­კა­ცე­ბი იზი­დავს. მის­თვის ყვე­ლა­ზე მე­ტად მი­სა­ღე­ბია სპორ­ტსმე­ნე­ბი, ან მა­მა­კა­ცე­ბი, ვი­საც სპორ­ტუ­ლი ჩაც­მის­კენ აქვთ მიდ­რე­კი­ლე­ბა. მშვილ­დო­სა­ნი აფა­სებს უბ­რა­ლო­ე­ბას და უშუ­ა­ლო­ბას, ამი­ტომ მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის მა­მა­კა­ცი ზედ­მე­ტად ნა­კი­თხი, არის­ტოკ­რა­ტუ­ლი ან და­მაბრმა­ვებ­ლად სექ­სუ­ა­ლუ­რი იყოს.

    თხის რქას სო­ლი­დუ­რი, ასა­კოვ­ნი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სტა­ტუ­სის მქო­ნე მა­მა­კა­ცე­ბი იზი­დავს. ამი­ტომ ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქალ­თან შან­სე­ბი მეტი გაქვთ, თუკი თქვენს თმა­ში ჭა­ღა­რა შე­მო­ი­პა­რა და ვი­ზუ­ა­ლუ­რად უკვე საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით.

    მერ­წყუ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მისი მა­მა­კა­ცი "ექ­სკლუ­ზი­უ­რად" გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს, რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად, ისე ინ­ტე­ლექ­ტის მხრი­ვაც. ამი­ტომ ქალ მერ­წყულს შე­საძ­ლოა მო­ე­წო­ნოს პან­კი ან ჰიპი, სწავ­ლუ­ლი, რო­მე­ლიც სათ­ვა­ლეს ატა­რებს მუ­დამ ან უბ­რა­ლოდ თავ­ქა­რი­ა­ნი ქუ­ჩის ბიჭი. გა­აჩ­ნია თა­ვად მა­მა­კა­ცის ორი­გი­ნა­ლუ­რო­ბის დო­ნეს და კრე­ა­ტი­ვის უნარს.

    თევ­ზე­ბი ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცე­ბით იხიბ­ლე­ბა, რო­გორც ვი­ზუ­ა­ლუ­რად ისე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად. ამი­ტომ თევ­ზი ქა­ლის­თვის სა­სურ­ვე­ლი მა­მა­კა­ცი რა­ღა­ცით უნდა წა­ა­გავ­დეს მო­ჯა­დო­ე­ბულ ურჩხულს ანი­მა­ცი­უ­რი ფილ­მი­დან "ურჩხუ­ლი და მზე­თუ­ნა­ხა­ვი", სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ, გა­რეგ­ნუ­ლი უხე­შო­ბის მიღ­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მა­ლავ­დეს სირ­ბი­ლეს და რო­მან­ტი­კულ ნა­ტუ­რას.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    167 ნახვა
    23-06-2022, 14:34