GOGA.TV
ხართ თუ არა "ჭეშმარიტი დიასახლისი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
  • ხართ თუ არა "ჭეშმარიტი დიასახლისი" ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

    და ეზი­ზღე­ბათ. თუმ­ცა, არის მო­ე­რე კა­ტე­გო­რი­აც, ვის­თვი­საც ში­ნა­უ­რე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო მო­ვა­ლე­ო­ბა და პრი­ო­რი­ტე­ტიც კია. ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ამ­გვარ მიდ­რე­კი­ლე­ბებს ხში­რად ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს ქალ­ში. თუმ­ცა, თუკი მან­დი­ლო­სანს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა არ ეხა­ტე­ბა გულ­ზე, ეს იმას როდი ნიშ­ნავს, რომ მას რა­ი­მე სა­ხის და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა არ გა­აჩ­ნია ხა­სი­ათ­ში.

    ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან ვერ­ძი, ლომი და მშვილ­დო­სა­ნი ქა­ლე­ბი მე­გობ­რო­ბენ . ეს იმი­ტომ, რომ ამ ქა­ლე­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი საკ­მა­რის­ზე მე­ტია. შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ზა­რე­უ­ლო არ არის საკ­მა­რი­სი ფარ­თო­ბი მათი მო­წო­დე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად. თუმ­ცა, მონ­დო­მე­ბი­სა და სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში ნე­ბის­მი­ე­რი მათ­გა­ნი ახერ­ხებს რე­კორ­დულ დრო­ში შე­სი­წავ­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი კერ­ძის კე­თე­ბა. მთა­ვა­რი ამ ქა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ინ­ტე­რე­სი და მონ­დო­მე­ბაა.

    ჰა­ე­რის სტი­ქი­ის ქალ­ბა­ტო­ნებს ტყუპს, მერ­წყუ­ლებ­სა და სას­წო­რებს მოქ­ნი­ლი ხე­ლე­ბი და ულე­ვი ფან­ტა­ზი­ის უნა­რი აქვთ. მათ შო­რის ბევ­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მზა­რე­უ­ლი გვხვდე­ბა. თუმ­ცა, ისი­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოს გან­წყო­ბის მი­ხედ­ვით "სტუმ­რო­ბენ". ამი­ტომ შე­საძ­ლოა იყოს დღე­ე­ბი, როცა ოჯა­ხის წევ­რებს ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტით ან ჩაი/ყა­ვის ასორ­ტი­მენ­ტით მო­უხ­დეთ დღე­ე­ბის "გა­და­გო­რე­ბა".

    იდე­ა­ლუ­რი მზა­რე­უ­ლე­ბი და მე­ო­ჯა­ხე­ე­ბი არი­ან მი­წის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქა­ლე­ბი – კუ­რო­ე­ბი, თხის რქე­ბი და ქალ­წუ­ლე­ბი
    . მათ არამ­ხო­ლოდ კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­აჩ­ნი­ათ კუ­ლი­ნა­რი­ის სფე­რო­ში, არა­მედ უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და კარ­გი დი­ა­სახ­ლი­სის ნი­შან­თვი­სე­ბე­ბიც უწყობთ ხელს იმა­ში, რომ ოჯა­ხის წევ­რე­ბი, დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კის შემ­თხვე­ვა­შიც კი ყო­ველ­თვის ნოყი­ე­რი სა­დი­ლით გა­ა­ნე­ბივ­რონ.

    და­ბო­ლოს, ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბის მო­თხოვ­ნი­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან წყლის სტი­ქი­ით და­ბა­დე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი – კირჩხი­ბე­ბი, თევ­ზე­ბი და მო­რი­ე­ლე­ბი . მათ­თვის სა­კუ­თა­რი სახ­ლი – ცი­ხე­სი­მაგ­რე და ყვე­ლა­ზე მშვი­დი "ნავთსა­ყუ­დე­ლია". ამი­ტომ დი­ა­სახ­ლი­სის ტვირთს ისი­ნი რო­გორც წესი, ერთ-ერთ, უმ­თავ­რეს პრი­ო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნე­ვენ ცხოვ­რე­ბა­ში. უყ­ვართ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი და სი­ა­მოვ­ნებთ ში­ნა­უ­რე­ბის და­პუ­რე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    86 ნახვა
    3-07-2022, 14:19