GOGA.TV
4-10 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 4-10 ივლისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    ვერძი
    გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. საუკეთესო დროა გაბუტულ ნათესავებთან შესარიგებლად. დატვირთული დღის ბოლოს საღამოები შინ, საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარეთ. პარასკევი საუკეთესო დღეა რომანტიკული პაემნისთვის.

    კურო
    გახშირდება ქალაქგარეთ გასვლის, პიკნიკების მოწყობის სურვილი. აგრეთვე - დედმამიშვილებთან შეხვედრის, ერთად რამის კეთების. უქმეებზე საყვარელ ადამიანს რომანტიკული სიურპრიზები მოუწყვეთ.

    ტყუპი
    აქტიური და საქმიანი ხართ. მოგინდებათ იმიჯის, სტილის შეცვლა, საკუთარი თავის ორიგინალურად გამოვლენა. ჩაეწერეთ აუზზე, ფიტნესზე. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. იყავით მეტად მზრუნველი საყვარელი ადამიანის მიმართ. დაუმტკიცეთ გრძნობები საქმით,
    დახმარებით.

    კირჩხიბი
    მეტად მოგინდებათ საკუთარი ნიჭის, შესაძლებლობების გამოვლენა. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის, ენერგიის აღსადგენად. ხუთშაბათს მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ.

    ლომი
    დასვენება და განმარტოება ყველაზე მეტად გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ პერიოდულად ისეირნებთ სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. ვერსად გაექცევით ვალდებულებებს ოჯახის მიმართ. გამონახეთ დრო მხიარულ წვეულებებზე დასასწრებად. უქმეები განმარტოებით, მშვიდ ადგილას გაატარეთ.

    ქალწული
    ახალი პროექტების, საქმეების კვირა გელოდებათ. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ფინანსური საკითხები. მოერიდეთ უცხოებთან საკუთარ მიზნებზე საუბარს. უქმეებზე დაგეგმეთ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთან ერთდ მხიარულება, ქალაქგარეთ დასვენება.

    სასწორი
    საყვარელი ადამიანის მიმართ პრეტენზიები მშვიდად გამოთქვით, მოერიდეთ რადიკალურ მეთოდებს. ზედმეტი ენერგია საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საუკეთესო კვირაა წარმატებების მისაღწევად, დაწინაურებისთვის. უქმეები მშობლებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

    მორიელი
    ახალი საქმეები მეტ დაკვირვებას და ენერგიას მოითხოვს თქვენგან. დაიწყეთ სირთულეების გამოსწორება. იყავით დაკვირვებული წვრილმანებისადმი. არ გირჩევთ უსიამოვნებების კონფლიქტით მოგვარებას. უქმეები დაუთმეთ თვალსაწიერის გაფართოებას, უცხო ენების, კულტურის შესწავლას.

    მშვილდოსანი
    თამამი და გააზრებული ნაბიჯების გადადგმის კვირაა. იყავით მზად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისთვის. საქმიანი მოლაპარაკებების დროს გაითვალისწინეთ მოსაუბრის განწყობა. ეცადეთ, ჰარმონია შეიტანოთ ურთიერთობაში. უქმეებზე საყვარელ ადამიანთან ერთად სპორტის აქტიურ სახეობებში ჩაერთეთ.

    თხის რქა
    ყველაფერი მნიშვნელოვანი და საინტერესო ახლა ხდება. იყავით დაკვირვებული მოვლენებისადმი. ვალდებულებები დაკვირვებით მოაგვარეთ. საინტერესო და გამოსადეგ ადამიანებს გაიცნობთ. დაკვირვებით გააფორმეთ ახალი ხელშეკრულებები. მარტოხელები გააქტიურდით, რომ დაუახლოვდეთ თქვენთვის საინტერესო პიროვნებას.

    მერწყული
    მოერიდეთ უსიამოვნებებს გარშემო მყოფებთან. იყავით მომართული საქმეების გაუმჯობესებაზე, კარგ შედეგზე. საყვარელ ადამიანს მშვიდად აუხსენით, რა გაღიზიანებთ ურთიერთობაში და ერთად გამონახეთ გამოსავალი. უქმეები პასიურად გაატარეთ. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი, მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.

    თევზები
    იყავით მზად ახალი პროექტების დასაწყებას. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. საყვარელი ადამიანი ხშირად გაანებივრეთ რომანტიკული წვრილმანებით: კომპლიმენტი, საჩუქარი, ყურადღება. უქმეები დაუთმეთ ბავშვებს, ბუნებაში დასვენებას და შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.

    წყარო: marao.ge
    100 ნახვა
    4-07-2022, 13:57