GOGA.TV
4-10 ივლისის სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 4-10 ივლისის სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    მზარდი მთვარის კვირაა. დაიწყეთ ახალი საქმეები, სწავლა. 9 ივლისამდე ცოტა რთული დღეებია, იმატებს დაძაბულობა და აგრესია გარშემო მყოფებში. იყავით ფრთხილად. 5 ივლისიდან შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. კარგი იქნება, თუ აღადგენთ ოჯახურ ტრადიციებს. მეტად იზრუნებთ ოჯახზე, შეასრულებთ საოჯახო ვალდებულებებს.

    4 ივლისი, მთვარე ქალწულშია. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება, ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
    ცუდია მუცლის პლასტიკა, მუცლის
    ღრუში ქირურგიული ჩარევა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, მუცლის ვარჯიშების შესრულება.

    6 ივლისი, მთვარე 02:24-დან სასწორში იქნება. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
    ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები. მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

    8 ივლისი, მთვარე 09:11-ზე მორიელს ესტუმრება. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.
    კარგია კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი. არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.

    10 ივლისი, 12:29-ზე მზე მშვილდოსანში გადავა. კანისთვის გამოიყენეთ ორგანულ ცხიმებზე დამზადებული კრემები (ზეითუნი, ყურძნის კურკა და ა.შ.). მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.
    ესტუმრეთ სპა-სალონს. მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას.

    წყარო: marao.ge
    68 ნახვა
    4-07-2022, 13:59