GOGA.TV
უვარგისი ქმრების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • უვარგისი ქმრების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    შე­სა­ბა­მი­სად, სა­ნამ რო­მე­ლი­მე ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნელს "უვარ­გი­სის" იარ­ლიყს მი­ა­წე­ბებთ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბო, კარ­გად და­ფიქ­რდით იქ­ნებ მე­უღ­ლის, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე თქვენც ახ­დენთ ნე­გა­ტი­ურ ფსი­ქო­ლო­გი­ურ გავ­ლე­ნას და ამ უკა­ნას­კნე­ლის უსაქ­მუ­რო­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად თქვე­ნი ბრა­ლიც კია? ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ მა­მა­კა­ცე­ბი ისე­ვე რო­გორც ქა­ლე­ბი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით, აქ­ტი­ურ და შე­და­რე­ბით უფრო პა­სი­ურ, რბილ, ლა­ბი­ლურ ინ­დი­ვი­დე­ბად იყო­ფი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ის თუ რამ­დე­ნად აქვს შან­სი თქვენ მა­მა­კაცს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და შემ­დგა­რი პი­როვ­ნე­ბა იყოს ცხოვ­რე­ბა­ში დიდ­წი­ლად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მისი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის უმ­თავ­რეს მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე... თუმ­ცა, მა­ინც არ­სე­ბო­ბენ გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი.

    წარ­მო­გიდ­გენთ უსაქ­მუ­რო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლი და ინერ­ტუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის ტოპ-სა­მე­ულს:

    სას­წო­რი – მისი პრობ­ლე­მა მერ­ყე­ვი ხა­სი­ა­თია. იგი მუდ­მი­ვად ელის ცხოვ­რე­ბა­ში იმას, რომ ერთ დღე­საც ზეცა გა­იხ­სნე­ბა და წარ­მა­ტე­ბა მას თა­ვად "გა­მო­ი­ცეკ­ვებს" ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­ურ ფერ­ხულ­ში ჩა­სარ­თა­ვად. თუკი გვერ­დით ძლი­ე­რი ქალი ჰყავს ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რად (და ეს რო­გორც წესი უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში ასეც არის, იმი­ტომ რომ მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და მჭერ­მე­ტყვე­ლე­ბა ქა­ლებს მარ­ტი­ვად ახ­ვევს თავ­ბრუს) მა­მა­კა­ცი სას­წო­რი ბო­ჰე­მურ უსაქ­მუ­რო­ბა­ში გა­ა­ტა­რებს ცხოვ­რე­ბის სა­უ­კე­თე­სო წლებს და ყო­ველ­თვის ექ­ნე­ბა მი­ზე­ზი იმის ასახ­სნე­ლად თუ რა­ტომ იქ­ცე­ვა ასე. სას­წო­რე­ბი პო­ლე­მი­კი­სა და კა­მა­თის დი­დოს­ტა­ტე­ბი არი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, თუ მას­თან კა­მათს და­ა­პი­რებთ ამ თე­მა­ზე იგი აუ­ცი­ლებ­ლად მო­ა­ხერ­ხებს და­გიმ­ტკი­ცოთ სა­პი­რის­პი­რო და თავს უსაქ­მუ­რად არც არა­სო­დეს აღი­ა­რებს. მას რომ ჰკი­თხოთ – უბ­რა­ლოდ შე­სა­ფე­რის დრო­სა და პერ­სპექ­ტი­ულ წი­ნა­და­დე­ბებს ელო­დე­ბა, რო­მე­ლიც არა და არ ჩანს... და რაც არ უნდა სამ­წუ­ხა­რო იყოს არც არა­სო­დეს გა­მოჩ­ნდე­ბა, სა­ნამ იგი ზის და ელის.

    მშვილ­დო­სა­ნი – ე.წ. "ცუდი ბი­ჭე­ბის" კა­ტე­გო­რი­ის უსაქ­მუ­რია. მისი "საქ­მე" ყვე­ლა­ზე ხში­რად არის უბ­ნის ბირ­ჟა, ძმა­კა­ცე­ბის ხმა­უ­რი­ა­ნი თავ­ყრი­ლო­ბა, თა­მა­ში, ალ­კოჰო­ლი და ა.შ. რო­გორც წესი სახ­ლში, დი­ვან­ზე წა­მო­წო­ლილს რო­გორც ჭეშ­მა­რიტ უსაქ­მურს მხო­ლოდ მა­შინ ნა­ხავთ თუკი ნა­ბა­ხუ­სევ­ზეა წინა ღა­მის ლო­თო­ბის შემ­დეგ; ისე კი გა­მუდ­მე­ბით "ეჩ­ქა­რე­ბა" და ყო­ველ­თვის ვი­ღა­ცის და­სახ­მა­რებ­ლად და საშ­ვე­ლად გარ­ბის... ძმა­კა­ცე­ბის სული და გუ­ლია, მათ­თვის არა­ფე­რი ენა­ნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, სა­კუთრ ოჯახ­ში ტი­რა­ნივთ ან უფრო უკე­თე­სი, გა­დამფრე­ნი ფრინ­ვე­ლი­ვით იქ­ცე­ვა. პე­რი­ო­დუ­ლად ათევს ღა­მეს და დი­ლით ისევ "გა­და­უ­დე­ბელ საქ­მე­ებ­ზე" გარ­ბის, რო­მე­ლიც არა და არ თავ­დე­ბა.

    თევ­ზე­ბი – ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან, ყვე­ლა­ზე რთუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის უსაქ­მუ­რია, რო­მე­ლიც გა­მოს­წო­რე­ბას თით­ქმის არა­სო­დეს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ამ კაცს სას­მე­ლი ურ­ჩევ­ნია ნე­ბის­მი­ერ ქალ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ამი­ტომ ხში­რად აკე­თებს ხოლ­მე არ­ჩე­ვანს ოჯახ­სა და ვის­კის ბოთლს შო­რის ამ უკა­ნას­კნე­ლის სა­სარ­გებ­ლოდ. ვინ­მემ რომ ჰკი­თხოს, სმა და უსაქ­მუ­რო­ბა სუ­ლაც არ ეხა­ლი­სე­ბა, უბ­რა­ლოდ ამ ცხოვ­რე­ბას ვე­რაფ­რით უწყობს ფეხს და რა აკე­თოს სხვა, და­ლე­ვის გარ­და? ასე იქარ­ვებს გუ­ლის დარ­დებს და ელის უფრო უკე­თეს მო­მა­ვალს ან უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში კე­თილ მე­ცე­ნა­ტებს, რომ­ლე­ბიც მის ნი­ჭ­სა და ტა­ლანტს ჯე­როვ­ნად და­ა­ფა­სე­ბენ და ხელს შე­უ­წყო­ბენ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    100 ნახვა
    6-07-2022, 02:22