X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
მანდარინის არომატული და ფაფუკი კექსი
  • მანდარინის არომატული და ფაფუკი კექსი

    ინგრედიენტები
    კვერცხი - 5 ცალი
    ფქვილი - 250 გ
    შაქარი - 200 გ
    არაჟანი - 4 ს/კ
    ვანილი
    გამაფხვიერებელი
    დაბლენდერებული მანდარინი - 1 ჭიქა (დაახლოებით 4 ცალი)


    მომზადების წესები
    კვერცხი გავაცალკევოთ ცილისა და გულისგან. ცილას დავაყაროთ მწიკვი მარილი და ავთქვიფოთ ბეზეს მიღებამდე. გულების
    და შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი, დავუმატოთ არაჟანი, და დავაცრათ მშრალი ინგრედიენტები. ბოლოს დავუმატოთ
    დაჭრილი და ბლენდერში დაქუცმაცებული მანდარინი. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 30 წთ.
    75 ნახვა
    28-06-2019, 00:02