X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ღუმელში მომზადებული ქათმის მწვადი კარტოფილთან ერთად
  • ღუმელში მომზადებული ქათმის მწვადი კარტოფილთან ერთად

    ეს კერძი საპატიო ადგილს დაიკავებს თქვენს სუფრაზე. კარტოფილს ხორცის წვენი გაუჯდება და საოცრად გემრიელი გამოდის.
    ინგრედიენტები
    ქათმის ფილე - 1,5 კგ
    ხახვი - 4 ცალი
    მარილი და პილპილი - გემოვნებით
    ძმარი 9% - 50 მლ
    კარტოფილი - 7 ცალი

    მომზადების წესი:
    დაჭერით ქათმის ფილე მოზრდილ ნაჭრებად, მოათავსეთ ჯამში. მოაყარეთ პილპილი, მარილი და ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, მოასხით ძმარი.
    აურიეთ და გააჩერეთ ხორცი მარინადში 2 საათი.
    ამასობაში გაფცქვენით კარტოფილი, დაჭერით წრეებად და დაალაგეთ ღუმელის ტაფაზე.
    დამარინადებული ხორცი წამოაცვით ხის შამფურებზე ხახვის მონაცვლეობით. მწვადი მოათავსეთ კარტოფილზე, შედგით გახურებულ ღუმელში და შეწვით 30 წუთის განმავლობაში. როცა მწვადის ზედა მხარე მოიბაწება, ფრთხილად გადმოაბრუნეთ, რათა ხორცი ყველა მხრიდან დაიბრაწოს.
    67 ნახვა
    6-07-2019, 23:51