X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
8-14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით
  • 8-14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

    ვერძი სიყვარული - ნუ აჩქარდებით, დატკბით საყვარელ ადამიანთან გატარებული ყოველი წუთით. გაამდიდრეთ ურთიერთობა რომანტიკით, მზრუნველობით. ფინანსები და კარიერა - კვირის მეორე ნახევარში გაგიადვილდებათ კარიერასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. მოერიდეთ ზედმეტ რისკს. ჯანმრთელობა - რაც უფრო კარგ განწყობაზე იქნებით, მით გაგიუმჯობესდებათ ჯანმრთელობა. აქტიური ცხოვრება და სპორტი ფორმის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
    კურო
    სიყვარული - შეცვალეთ ინტერიერი საძინებელში, უფრო ჰარმონიული გახადეთ იგი. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ გემრიელობებით.
    ფინანსები და კარიერა - შეიძლება უცხოელი კლიენტები გამოგიჩნდნენ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა პარტნიორებთან. ყურადღებით მოაგვარეთ იურიდიული საკითხები.
    ჯანმრთელობა - კვირაში ერთხელ მაინც მოიწყვეთ განტვირთვის დღე. გაუფრთხილდით ყელს, კისერს.

    ტყუპი
    სიყვარული - სიტყვა ძლიერი იარაღია. ნებისმიერ ადამიანს დაიპყრობთ საჭირო სიტყვით. ვნების ალს სწრაფად გაააღვივებთ პარტნიორში. თუმცა, მთავარი მისი შენარჩუნება და გაძლიერებაა.
    ფინანსები და კარიერა - ენერგიის მომატებას იგრძნობთ და რთულ ვალდებულებებს მარტივად გაართმევთ თავს.
    ჯანმრთელობა - გამოჯანმრთელებას თავად უნდა შეუწყოთ ხელი.

    კირჩხიბი
    სიყვარული - მცირე უსიამოვნებების გამო საკუთარ თვს ნუ დაიმარხავთ. პირიქით, გააქტიურდით. იცოდეთ საკუთარი თავის ფასი.
    ფინანსები და კარიერა - ორშაბათსვე ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია. ლოიალურად მოექცეცით კლიენტებს.
    ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით ღვიძლს. ნერვების დასამშვიდებლად მეტად იკონტაქტეთ შინაურ ცხოველებთან.

    ლომი
    სიყვარული - გჭირდებათ პარტნიორი, რომელიც მუდამ მზადაა თქვენი სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად.
    ფინანსები და კარიერა - საქმეების გასაუმჯობესებლად გავლენიანი ადამიანების დახმარება დაგჭირდებათ. სამსახურში კომფორტული პირობები შეიქმენით.
    ჯანმრთელობა - დაბინძურებულმა გარემომ და მტვერმა შეიძლება სასუნთქი ორგანოები დაგიზიანოთ. ოთახი ხშირად გაანიავეთ.

    ქალწული
    სიყვარული - შეიცავლეთ გარემო, დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ და ეცადეთ, გაამრავალფეროვნოთ თქვენი სექსუალური ცხოვრება.
    ფინანსები და კარიერა - ახალი პროფესიების, ათვისების სურვილი გაქვთ.
    ჯანმრთელობა - ერთადერთი, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ფარისებრი ჯირკვალია.

    სასწორი
    სიყვარული - იყავით მეტად თამამი, თუ მოგწონთ ის ადამიანი, ვის გვერდითაც ახლა ხართ. დასვენების დღეები საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
    ფინანსები და კარიერა - კვირის დასაწყისი წარმატებულია და არ იზარმაცოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მარტივად აიღებთ კრედიტს.
    ჯანმრთელობა - 20-წუთიანი ყოველდღიური ვარჯიში ყველა უსიამოვნებას მოგაცილებთ. თუმცა, ნურც დასვენებას დაივიწყებთ.

    მორიელი
    სიყვარული - პირადი ურთიერთობის დალაგება თუ გსურთ, რჩევები გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ. იზრუნეთ სიყვარულის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე.
    ფინანსები და კარიერა - გააუმჯობესეთ ურთიერთობა კლიენტებთან, საქმიან პარტნიორებთან. კვირის მეორე ნახევარში დაიწყეთ ხელშეკრულებების გაფორმება, საბუთების მოწესრიგება.
    ჯანმრთელობა - ნუ გამოიყენებთ პარფიუმერიულ და კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც კანს გიღიზიანებენ.

    მშვილდოსანი
    სიყვარული - დაარეგულირეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით, თუ ბოლო დროს დაძაბულობა შეიმჩნეოდა.
    ფინანსები და კარიერა - ხანდახან უსიამოვნო საქმეებიც უნდა შეასრულოთ. კარგ შედეგებს მოგიტანთ მოლაპარაკებები. შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ.
    ჯანმრთელობა - მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. მოეშვით თვითმკურნალობას და მიაკითხეთ ექიმს.

    თხის რქა
    სიყვარული - სწორად გაიგეთ საყვარელი ადამიანის მოთხოვნები. ურთიერთობაში ცოტა რომანტიკა და ეროტიკა აუცილებელიცაა.
    ფინანსები და კარიერა - სარისკო ქმედებები დიდ ყურადღებას მოითხოვს. გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღეთ ფინანსებთან დაკავშირებით.
    ჯანმრთელობა - კბილები, პირის ღრუ და ლორწოვანი გარსი საჭიროებს მეტ
    მოვლას. მოქნილობისთვის უნდა ივარჯიშოთ.

    მერწყული
    სიყვარული - თუ საყვარელი ადამიანი გაეჭვიანებთ, დაფიქრდით, იქნებ თქვენგან არ იღებს საჭირო მზრუნველობას, სიყვარულს?..
    ფინანსები და კარიერა - საკადრო ცვლილებების კვირაა. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურში სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
    ჯანმრთელობა - განწყობა და ჯანმრთელობა შეგიძლიათ ფიზიკური აქტიურობით (იოგა, ცეკვა) გაიუმჯობესოთ.

    თევზები
    სიყვარული - საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად ნურც პირად ცხოვრებას დაივიწყებთ. ფრიგიდულ და მუდამ უკმაყოფილო ადამიანს პარტნიორი დიდი ხნით ვერ გაუძლებს.
    ფინანსები და კარიერა - მნიშვნელოვანი პროექტები კოლეგებთან ერთად განახორციელეთ. ყველასთვის გასაგებად გამოთქვით თქვენი მოსაზრებები. ნუ ჩაერთვებით ინტრიგებში.
    ჯანმრთელობა - გაუფრთხილდით ნერვებს და ძვლოვან სისტემას. ტრავმულობის ალბათობა მატულობს.
    წყარო: astrologi.ambebi.ge
    153 ნახვა
    8-07-2019, 00:33