X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
უბედური შემთხვევა ბაკურიანში მშენებარე ობიექტზე
  • უბედური შემთხვევა ბაკურიანში მშენებარე ობიექტზე

    ბაკურიანში მშენებარე ობიექტზე მუშაობისას მამაკაცი გარდაიცვალა. „რუსთავი 2-ისთვის“ როგორც ცნობილი ხდება, ცემენტმზიდი მუშაობის დროს მაღალი ძაბვის ელექტროსადენებს შეეხო, რის შედეგადაც მძღოლი გარდაიცვალა. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    მომხდარი „რუსთავი 2-ს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხობს.
    119 ნახვა
    10-07-2019, 19:53