X
GOGA.TV - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
gzavnili
ქათმის ეს მობრაწულა ძალიან მარტივად მზადდება – გემოთი კი ლაზანიას არ ჩამოუვარდება
  • ქათმის ეს მობრაწულა ძალიან მარტივად მზადდება – გემოთი კი ლაზანიას არ ჩამოუვარდება

    ინგრედიენტები
    ქათმის ფილე - 3 ცალი
    ტკბილი წიწაკა - 1 ცალი
    2 ც პომიდორი
    ტომატპასტა - 2 ს/კ
    ფქვილი - 1 ჩ/კ
    რძე - 120 მლ
    გახეხილი ყველი - 40 გ
    კარაქი - 1 ს/კ
    ხახვი - 1 თავი
    ნიორი - 2 კბილი
    ზეთი
    მარილი და პილპილი
    ხმელი ქონდარი, ორეგანო, ბაზილიკი

    მომზადების წესი:
    ხახვი და ნიორი დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ზეთში. 3 წუთში დაუმატეთ დაჭრილი ტკბილი წიწაკა და ხრაკეთ 5 წუთი. გადაიტანეთ ბოსტნეული ფორმაში.

    იგივე ტაფაში შეწვით მსხვილად დაჭრილი ფილე დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ ტომატპასტა და აურიეთ. გადაიტანეთ ფილე მოხრაკულ ხახვთან და ნიორთან.

    ტაფაში გაადნეთ კარაქი, აურიეთ ფქვილი, დაასხით რძე და ადუღეთ მაქსიმუმ 1 წუთი.
    მოასხით რძისა და ფქვილის მასა ქათმის ფილეს.

    დაჭერით პომიდორი და დაალაგეთ ქათმის ხორცს ზემოდან.

    მოაყარეთ ყველანაირი სანელები, დაახეხეთ ყველი და შედგით ღუმელში 5 წუთით.
    92 ნახვა
    12-07-2019, 00:24