GOGA.TV
რას მოგიტანთ ახალმთვარეობა ლომში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • რას მოგიტანთ ახალმთვარეობა ლომში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    28 ივ­ლისს, 21:54-ზე ახალმთვა­რე­ო­ბას ვე­ლო­დე­ბით ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში, მე-6 გრა­დუს­ში. ახალმთვა­რე­ო­ბის მოვ­ლე­ნებ­ზე სტა­ტია უკვე დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. ახლა კი გთა­ვა­ზობთ ახალმთვა­რე­ო­ბის პროგ­ნოზს. გა­ე­ცა­ნით მას თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის მი­ხედ­ვით, რათა კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებს მი­აქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა და უკე­თე­სად წარ­მარ­თოთ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი, ცხოვ­რე­ბა. ახალმთვა­რე­ო­ბის პროგ­ნო­ზი აქ­ტი­უ­რია მომ­დევ­ნო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, აგ­ვის­ტოს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბამ­დე.

    ვერ­ძი
    შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გე­ლო­დე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ჰობი გა­მო­გიჩ­ნდეთ, რაც წარ­მა­ტე­ბას პო­პუ­ლა­რო­ბას მო­გი­ტანთ. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თე­ბა. შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ სა­ფე­ხურ­ზე გა­დახ­ვი­დეთ. ან ერ­თად და­ი­წყოთ ახა­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს გე­ლო­დე­ბათ სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა, ფლირ­ტი. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფილ­თან გა­ნა­ახ­ლოთ ურ­თი­ერ­თო­ბა. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო, რო­მელ­საც სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­ა­ტა­რებთ. მო­გინ­დე­ბათ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე დას­წრე­ბა, მხი­ა­რუ­ლე­ბა. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ შვი­ლებ­თან ერ­თად. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა გა­ი­გოთ, რომ შვი­ლი გე­ყო­ლე­ბათ.

    კურო
    მეტი დრო­ის გა­ტა­რე­ბა მო­გინ­დე­ბათ ოჯა­ხის წევ­რე­ბის გვერ­დით. იზ­რუ­ნებთ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. მო­გინ­დე­ბათ უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შეს­ყიდ­ვა, სახ­ლის აშე­ნე­ბა ან გა­რე­მონ­ტე­ბა. ბი­ნა­ში ინ­ტე­რი­ერს გა­ნახ­ლე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ოჯახ­ში ახა­ლი წევ­რი შე­მო­გე­მა­ტოთ. ზოგი კი შე­იც­ვლით მი­სა­მართს.

    ტყუ­პი
    მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა. გა­იც­ნობთ და და­უ­მე­გობ­რდე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს. აგ­რეთ­ვე, სი­ახ­ლე­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ მათ­თან, ვის­თა­ნაც ყო­ველ­დღი­უ­რი კონ­ტაქ­ტი გაქვთ. გახ­შირ­დე­ბა შეხ­ვედ­რე­ბი და-ძმებ­თან. შე­იძ­ლე­ბა მე­ზობ­ლებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თოთ ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მო­ი­მა­ტებს მივ­ლი­ნე­ბა, პიკ­ნი­კე­ბი. გა­ა­ფორ­მებთ ახალ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს, დო­კუ­მენ­ტებს. გა­და­წყვეტთ ახ­ლის შეს­წავ­ლას. ან შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ი­ძი­ნოთ.

    კირჩხი­ბი
    სი­ახ­ლე­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ ფი­ნან­სურ თე­მებ­ში. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შან­სი მო­გე­ცე­მათ. შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო გა­მო­გიჩ­ნდეთ. აკონ­ტრო­ლეთ შე­მო­სა­ვა­ლი და გა­სა­ვა­ლი. გა­ა­ფორ­მებთ თქვენ­თვის სარ­გებ­ლის მომ­ტან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. ზო­გი­ერთს შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ ახალ, მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბად თა­ნამ­დე­ბო­ბას.

    ლომი
    გი­ლო­ცავთ, ახალმთვა­რე­ო­ბა თქვენს ნი­შა­ნია! ეს არის სა­უ­კე­თე­სო დრო გა­ნახ­ლე­ბის, ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­წყე­ბის­თვის. იგ­რძნობთ ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბას და არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ რთუ­ლი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა მო­ინ­დო­მოთ ვარ­ცხნი­ლო­ბის, იმი­ჯის შეც­ვლა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იზ­რუ­ნებთ ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, აი­მაღ­ლებთ იმუ­ნი­ტეტს. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ მო­თხოვ­ნე­ბი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. გა­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი მიზ­ნე­ბი და მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც მო­გე­ცე­მათ. შეძ­ლებთ თქვე­ნი ნი­ჭის, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უკეთ გა­მოვ­ლე­ნას.

    ქალ­წუ­ლი
    მი­ი­ღებთ სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­ბუ­თებს, რა­საც სათ­ქვე­ნოდ გა­მო­ი­ყე­ნებთ. ზო­გი­ერ­თი გა­ი­გებთ ამ­ბებს თქვენს ახ­ლობ­ლებ­ზე. ამო­ა­ჩენთ იმ მი­ზე­ზებს, რაც გან­ვი­თა­რე­ბა­ში გიშ­ლით ხელს. მო­გინ­დე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბით ან და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბა კონ­კრე­ტულ პრო­ექ­ტზე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მეტ დროს და­უთ­მოთ დას­ვე­ნე­ბას, წმინ­და ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბას, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. აგ­რეთ­ვე, კარ­გი იქ­ნე­ბა ქველ­მოქ­მე­დე­ბაც, ნივ­თე­ბით ან პრო­დუქ­ტე­ბით ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბა გა­და­წყვი­ტოთ ან უცხო ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რებ­თან გექ­ნე­ბათ ხში­რი კონ­ტაქ­ტი.

    სას­წო­რი
    გა­ნახ­ლე­ბა და სი­ახ­ლე­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ იმ ადა­მი­ა­ნებ­თან ვის­თა­ნაც სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი, მე­გობ­რო­ბა გა­კავ­ში­რებთ. შე­იძ­ლე­ბა მე­გობ­რებ­თან ერ­თად ახა­ლი მი­ზა­ნი და­ი­სა­ხოთ ან უკვე არ­სე­ბუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბა და­ი­წყოთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სურ­ვი­ლე­ბი აის­რუ­ლოთ მე­გობ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით. გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს. მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი პო­პუ­ლა­რო­ბა ინ­ტერ­ნე­ტქ­სე­ლებ­ში. შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი ჯგუ­ფის, კო­ლექ­ტი­ვის წევ­რი გახ­დეთ. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მი­ან და პი­რად პარტნი­ო­რებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან.

    მო­რი­ე­ლი
    გა­ნახ­ლე­ბა და სი­ახ­ლე­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ პრო­ფე­სი­ულ სფე­რო­ში. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ საქ­მი­ა­ნო­ბის შეც­ვლა, გე­ლო­დე­ბათ და­წი­ნა­უ­რე­ბა ან შე­გეც­ვა­ლოთ სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, კო­ლექ­ტი­ვი. თუ მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, მი­ი­ღებთ ახალ სამ­სა­ხურს. სა­უ­კე­თე­სი შან­სე­ბი მო­გე­ცე­მათ სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ასა­მაღ­ლებ­ლად. მი­აქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ძვი­რად ღი­რე­ბულ მომ­სა­ხუ­რე­ბას, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ას.

    მშვილ­დო­სა­ნი
    უცხო­ეთ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის, სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შან­სი მო­გე­ცე­მათ. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას უცხო­ე­ლებ­თან - ახ­ლობ­ლებ­თა­ნაც და ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თა­ნაც. მათ­თან ერ­თად შე­იძ­ლე­ბა ახალ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თოთ. სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს შე­იძ­ლე­ბა ან ახა­ლი მე­გობ­რე­ბი გა­ი­ჩი­ნოთ, ან - ახა­ლი სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რი. მო­გე­ცე­მათ უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შან­სი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ი­წყებთ ვარ­ჯიშს, დი­ე­ტას.

    თხის რქა
    გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ფულს მი­ი­ღებთ ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­გან, საქ­მი­ა­ნი ან სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რის­გან. შე­იძ­ლე­ბა აგი­ნა­ზღა­ურ­დეთ და­ზღვე­ვა. ან აი­ღებთ კრე­დიტს, ან უკვე არ­სე­ბულს და­ფა­რავთ. ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ ახ­ლობ­ლე­ბის­გან ან თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რად და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი გახ­დე­ბით. თქვენს სა­სი­კე­თოდ მოგ­ვარ­დე­ბა სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის ან რე­მონ­ტის სა­კი­თხე­ბი.

    მერ­წყუ­ლი
    სი­ახ­ლე­ე­ბი გე­ლო­დე­ბათ საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო სფე­რო­ში. გა­ი­ჩენთ ახალ საქ­მი­ან პარტნი­ორს. გა­ა­ფორ­მებთ სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას. ან შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბულ პარტნი­ორ­თან ერ­თად და­ი­წყოთ ახალ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს გე­ლო­დე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა და უკვე და­წყვი­ლე­ბუ­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად და­ი­წყებთ ახალ საქ­მი­ა­ნო­ბას. შეყ­ვა­რე­ბუ­ლებ­მა შე­იძ­ლე­ბა თა­ნა­ცხოვ­რე­ბა ან ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტოთ.

    თევ­ზე­ბი
    ცვლი­ლე­ბე­ბი გე­ლო­დე­ბათ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. გა­ნახ­ლე­ბე­ბი - სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ებ­ში. შე­იძ­ლე­ბა შე­გეც­ვა­ლოთ სა­მუ­შაო გარ­ფი­კი, კო­ლექ­ტი­ვის შე­მად­გენ­ლო­ბა. თუ მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, მი­ი­ღებთ ახალ სამ­სა­ხურს. ან შე­იძ­ლე­ბა არ­სე­ბულ სამ­სა­ხურ­ში მო­გე­მა­ტოთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იზ­რუ­ნებთ ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე, გა­უმ­ჯო­ბე­სებთ სა­ცხოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს. ჯან­მრთე­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლი­სა და კვე­ბის რე­ჟი­მი, და­ი­წყეთ ვარ­ჯი­ში, დი­ე­ტა. უარი თქვით მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე. გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სა­ვა­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო და შეძ­ლებთ სა­სურ­ვე­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნას.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    93 ნახვა
    28-07-2022, 05:11