GOGA.TV
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის "ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს, ჩახლართულ სქემებს"
  • აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი კუროებისთვის "ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს, ჩახლართულ სქემებს"

    ძი­რი­თა­დი დრო სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას უნდა და­უთ­მოთ. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ მშობ­ლე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის გვერ­დით. თუ შორს ხართ, მო­გინ­დე­ბათ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. აგ­რეთ­ვე, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა, სახ­ლის აშე­ნე­ბა, არ­სე­ბუ­ლის გა­რე­მონ­ტე­ბა. იზ­რუ­ნებთ ბი­ნა­ში ჰარ­მო­ნი­ის შექ­მნა­ზე, და­ა­მე­გობ­რეთ ნა­თე­სა­ვე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან. ხში­რად მო­ა­წყვეთ ოჯა­ხუ­რი სა­ღა­მო­ე­ბი. სხვებ­ზე ზრუნ­ვი­სას ნუ და­ი­ვი­წყებთ სა­კუ­თარ თავს.

    ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
    უამ­რა­ვი ახა­ლი იდეა და­გე­ბა­დე­ბათ. ზო­გი­ერ­თის გა­ხორ­ცი­ე­ლე­ბა საქ­მე­ე­ბის, ბიზ­ნე­სის უკეთ წარ­მარ­თვა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ. უბ­რა­ლოდ, ნუ ეც­დე­ბით, ყვე­ლაფ­რის ერ­თდრო­უ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ზო­გი­ერ­თი უკე­თე­სი დრო­ის­თვის გა­და­დეთ. ფრთხი­ლად იყა­ვით, როცა ფი­ნან­სებ­თან გაქვთ შე­ხე­ბა, სა­რის­კო ქმე­დე­ბე­ბის დროს მაქ­სი­მა­ლუ­რად დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოთ. ნუ ენ­დო­ბით სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნებს, ჩახ­ლარ­თულ სქე­მებს. ახალ­გაც­ნო­ბი­ლებ­თა­ნაც სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ, ნუ გა­ამ­ხელთ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს. 26 აგ­ვის­ტო­დან მე­ტად და­იტ­ვირ­თე­ბით საქ­მე­ე­ბით, იზ­რუ­ნეთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. და­ი­წყეთ და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. გახ­შირ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია კო­ლე­გებ­თან, საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან.

    სიყ­ვა­რუ­ლი
    გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას მეტი დიპ­ლო­მა­ტია უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოთ. იყა­ვით მე­გობ­რუ­ლი, ღი­მი­ლი­ა­ნი. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კულ ნაც­ნო­ბო­ბის შან­სი გაქვთ. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ და­ინ­ტე­რე­სე­ბის სურ­ვი­ლი თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნის მი­მართ. 11 აგ­ვის­ტო­დან მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გვერ­დით. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი მე­უღ­ლის, მშობ­ლე­ბის მი­მართ. ხში­რად მო­ა­წყვეთ ოჯა­ხუ­რი წვე­უ­ლე­ბა. გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი, შე­ი­ძი­ნეთ ახა­ლი და ლა­მა­ზი ნივ­თე­ბი. თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გყავთ, გა­ა­ცა­ნით ოჯა­ხის წევ­რებს, და­ნიშ­ნეთ ნიშ­ნო­ბა.

    ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
    ახ­ლობ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოთ; გა­ა­სინ­ჯეთ ასაკ­ში მყო­ფი მშობ­ლე­ბი მკურ­ნალ ექიმს. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ თა­ვა­დაც ჩა­ი­ტა­რებთ სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვას. გან­სა­კუთ­რე­ბით, თუ მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ი­ცავთ დი­ე­ტას და და­იკ­ლებთ ზედ­მეტ კი­ლოგ­რა­მებს. მარ­სი ახლა თქვენს ნი­შან­შია და ენერ­გი­ით აგავ­სებთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ დი­ლა­ო­ბით ივარ­ჯი­შებთ, ირ­ბენთ. თუ მი­წის ნაკ­ვე­თი გაქვთ, და­ი­წყეთ მისი მო­პირ­კე­თე­ბა, მო­ლა­მა­ზე­ბა.

    12 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ კო­ლე­გე­ბის­გან და­ფა­სე­ბა და შე­ქე­ბა გე­ლო­დე­ბათ. წარ­მა­ტე­ბით და­ას­რუ­ლებთ პრო­ექტს, რო­მელ­ზეც მუ­შა­ობ­დით. მი­ი­ღებთ სარ­ფი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რის მი­ტო­ვე­ბა გა­და­წყვი­ტოთ.

    27 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ მხი­ა­რუ­ლე­ბი­სა და წვე­უ­ლე­ბე­ბის დრო დგე­ბა. მეტი დრო და­უთ­მეთ ჰო­ბის, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად დროს ტა­რე­ბას. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    105 ნახვა
    28-07-2022, 05:12