GOGA.TV
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "იყავით მომართული გამარჯვებაზე, წინსვლაზე"
  • აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "იყავით მომართული გამარჯვებაზე, წინსვლაზე"

    პრო­ფე­სი­უ­ლი ზრდის დრო და­გიდ­გათ. სა­სურ­ვე­ლია, გვერ­დით გყავ­დეთ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც პო­ზი­ტი­ვით აგავ­სებთ. და­ეს­წა­რით ისეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებს რაც მოქ­მე­დე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას აგი­მაღ­ლებთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე, გა­მარ­ჯვე­ბა­ზე. ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბას იო­ლად მო­აგ­ვა­რებთ. ნუ ჩა­იქ­ნევთ ხელს, თუ რამე პირ­ველ ჯერ­ზე არ გა­მო­გი­ვათ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შეც­დო­მე­ბი და უკე­თეს შე­დეგს მი­აღ­წევთ. გა­და­ად­გით გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი. მო­გე­ცე­მათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შან­სი.

    ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
    მო­გე­მა­ტე­ბათ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა. მო­გინ­დე­ბათ მე­ტის მიღ­წე­ვა, აქამ­დე მიღ­წე­უ­ლი შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა­ზე, წინსვლა­ზე, მაგ­რამ არ გირ­ჩევთ ბინ­ძუ­რი მე­თო­დე­ბით სი­ა­რულს, თქვე­ნი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის სხვა ნუ გა­წი­რავთ. ამას­თან, ნუ და­ი­ვი­წყებთ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში და­გეხ­მა­რათ. კარ­გად შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მის­თვის კო­ლე­გე­ბის, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის შე­ქე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებთ. შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ საქ­მი­ა­ნო­ბის, ბიზ­ნე­სის შეც­ვლა. გა­მოჩ­ნდე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­ი­სურ­ვე­ბენ ფუ­ლის და­ბან­დე­ბას თქვენ­ში ან თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს მი­ი­ღებთ და უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ ისეთს, რო­მე­ლიც მა­ტე­რი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გი­ტანთ. 26 აგ­ვის­ტო­დან შე­ამ­ცი­რეთ აქ­ტი­უ­რო­ბა, მეტი დრო და­უთ­მეთ სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ში გარ­კვე­ვას. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გან­მარ­ტო­ე­ბით გა­და­წყვი­ტოთ მუ­შა­ო­ბა ან იზო­ლა­ცი­ა­ში.

    სიყ­ვა­რუ­ლი
    თვის პირ­ველ დე­კა­და­ში საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა დათ­ბე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ მოგ­ზა­უ­რო­ბის ან მივ­ლი­ნე­ბის დროს. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნეტ­რო­მა­ნი გა­ა­ბათ. 11 აგ­ვის­ტო­დან მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბა­ზე, ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ასა­კით ან თა­ნამ­დე­ბო­ბით უფ­როს ადა­მი­ან­თან გა­ა­ბათ რო­მა­ნი; ან სამ­სა­ხუ­რებ­რივ­მა ფლირტმა გა­გი­ტა­ცოთ, ან საქ­მი­ან პარტნი­ორს გა­უ­მიჯ­ნურ­დეთ. და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლებ­მა, რა საქ­მი­თაც არ უნდა იყოთ და­კა­ვე­ბუ­ლი, ყუ­რა­დღე­ბა არ მო­აკ­ლოთ მე­უღ­ლეს. გახ­სოვ­დეთ, რომ თქვე­ნი მზრუნ­ვე­ლო­ბა და მხარ­და­ჭე­რა მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

    ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
    ენერ­გი­უ­ლი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ხართ, მო­მარ­თუ­ლი წინსვლა­ზე. მაგ­რამ ნუ და­ი­ვი­წყებთ დას­ვე­ნე­ბას. იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ჩა­ი­ტა­რეთ გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი. გირ­ჩევთ, მეტი დრო გა­ა­ტა­როთ ბუ­ნე­ბა­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მე­გო­ბარ­თან ან პარტნი­ორ­თან ერ­თად და­ი­წყებთ ვარ­ჯიშს. ან ოჯახ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რე­ბით და­სას­ვე­ნებ­ლად.

    12 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ მეტი დრო და­უთ­მეთ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბას, ოჯა­ხის წევ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იზ­რუ­ნებთ ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თი ამ დრო­ის­თვის და­ას­რუ­ლებთ რე­მონტს.

    27 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ გახ­შირ­დე­ბა მე­გობ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი; გა­აქ­ტი­ურ­დე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად ახალ პრო­ექ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    83 ნახვა
    29-07-2022, 04:14