GOGA.TV
ბუზღუნა-წუწუნა ზოდიაქოს ნიშნები TOP სამეული
  • ბუზღუნა-წუწუნა ზოდიაქოს ნიშნები TOP სამეული

    თუ მისი შტრი­ხე­ბი, და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვეა ამა თუ იმ ინ­დი­ვიდ­ში ჩა­დე­ბუ­ლი? თქმა არ უნდა, ცხოვ­რე­ბა დაღს ას­ვამს ბევ­რი ჩვენ­გა­ნის ფსი­ქი­კას., თუმ­ცა, წუ­წუ­ნის ჩვე­ვა თუ ის ადა­მი­ანს ჩა­ნა­სახ­ში­ვე არ ახა­სი­ა­თებს, არა­სო­დეს გახ­დე­ბა ორ­გა­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მის­თვის. ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ ხში­რად ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნიც გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, თუ რამ­დე­ნად წუ­წუ­ნა, ბუ­ზღუ­ნა და პრე­ტენ­ზი­უ­ლია ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი. გი­ნა­ხავთ ალ­ბათ ხალ­ხი, რო­მე­ლიც არა­სო­დეს, არაფ­რით კმა­ყო­ფი­ლი არაა, ყო­ველ­თვის ჩი­ვის ცხოვ­რე­ბის უკუღ­მარ­თო­ბა­ზე და გა­მუდ­მე­ბით არ ელე­ვა მი­ზე­ზი სა­ჩივ­ლე­ლად. ამ ყვე­ლაფ­რის უკან ზოგ­ჯერ კარ­გად შე­ნიღ­ბუ­ლი ენერ­გო­ვამ­პი­რიზ­მიც იმა­ლე­ბა - წუ­წუ­ნის შემ­დეგ ინ­დი­ვი­დი იღებს გარ­შე­მო მყო­ფე­ბის მხრი­დან თა­ნაგ­რძნო­ბას და დამ­შვი­დე­ბას, თუმ­ცა ეს უკვე სხვა სტა­ტი­ის თე­მაა. ამ­ჯე­რად კი მინ­და სამი ყვე­ლა­ზე ბუ­ზღუ­ნა-წუ­წუ­ნა-პრე­ტენ­ზი­უ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნი­შა­ნი წარ­მო­გიდ­გი­ნოთ და თუ თავი ამ ოქ­როს სა­მე­ულ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ წუ­წუნს კი ნუ მოჰ­ყვე­ბით, რომ "ეს ას­ტრო­ლო­გე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც თქვენ ნი­შანს არ სწყა­ლო­ბენ" - იქ­ნებ სა­კუ­თარ თავს გვერ­დი­დან და­აკ­ვირ­დეთ და ნე­გა­ტი­უ­რი თვი­სე­ბე­ბის აღ­მო­ფხვრა­ზე იზ­რუ­ნოთ. წუ­წუ­ნით საქ­მეს არა­სო­დეს ეშ­ვე­ლე­ბა, სა­მა­გი­ე­როდ, პრობ­ლე­მას თუ ღი­მი­ლით შე­ე­გე­ბე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა მისი მარ­ტი­ვი მე­თო­დე­ბით გა­დაჭ­რის ხერ­ხი.

    მაშ ასე, ოქ­როს სა­მე­უ­ლის წევ­რე­ბი არი­ან:

    კირჩხი­ბი - ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი და ცნო­ბი­ლი წუ­წუ­ნაა, ხში­რად გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­თვის თა­ვის შე­ცო­დე­ბის გა­რე­შე უბ­რა­ლოდ არ შე­უძ­ლია. თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად არა­სო­დე­საა ისე ცუ­დად, რო­გორც ხა­ტავს ხოლ­მე სი­ტუ­ა­ცი­ას. ფაქ­ტე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის დრა­მა­ტი­ზი­რე­ბის დი­დოს­ტა­ტია, კი­დევ კარ­გი მისი ეს უხა­სი­ა­თო­ბა მთვა­რის ფა­ზებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ შე­იც­ვლე­ბა მთვა­რის ფაზა და შე­იც­ვლე­ბა კირჩხი­ბის ხა­სი­ა­თიც. შე­სა­ბა­მი­სად, დღეს თუ ხმით მოთ­ქვამს სა­კუ­თა­რი უბე­დო­ბის გამო, ხვალ გუ­ლი­ა­ნად მო­კის­კი­სეს შე­იძ­ლე­ბა გა­და­ა­წყდეთ სად­მე.

    ქალ­წუ­ლი - ამა­ოდ როდი ეძა­ხი­ან ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს ხუმ­რო­ბით "ტვი­ნის პინ­ცე­ტებს", ქალ­წულს გა­სა­ო­ცა­რი უნა­რი აქვს ნე­ბის­მი­ე­რი გა­მო­იყ­ვა­ნოს წყო­ბი­დან თა­ვი­სი შე­ნიშ­ვნე­ბი­თა და პრე­ტენ­ზი­ე­ბით. მას შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­და­აქ­ცი­ოს "ბუზი სპი­ლოდ". ამას­თან ერ­თად, არა­სო­დეს და­იღ­ლე­ბა ერთი და იმა­ვე თე­მის გარ­შე­მო მრა­ვალ­სა­ა­თი­ა­ნი სა­უბ­რე­ბი­თა და დი­რექ­ტი­ვე­ბით. ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა გე­გო­ნოთ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი რო­ბო­ტი­ვით დაპ­როგ­რა­მე­ბუ­ლია და ფეხს არ გა­დად­გამს წი­ნას­წა­რი და­გეგ­მვის გა­რე­შე. მას უბ­რა­ლოდ უჭირს მო­დუ­ნე­ბა და ცხოვ­რე­ბით დატ­კბო­ბა, არ უყ­ვარს სი­ურპრი­ზე­ბი. ამით კი დიდ ზი­ანს აყე­ნებს, რო­გორც სა­კუ­თარ ისე სხვის ნერ­ვულ სის­ტე­მას და ჯან­მრთე­ლო­ბას.

    თხის რქა - ცნო­ბი­ლი ბუ­ზღუ­ნა და სი­ჯი­უ­ტის ეტა­ლო­ნია. გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ტა­ნე­ლი ამ მხრივ მა­მა­კა­ცი თხის რქე­ბი არი­ან. ნე­ბის­მი­ე­რი ქალი, რო­მელ­საც ცხოვ­რე­ბა­ში ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის ცო­ლო­ბა ერგო წი­ლად და­მი­დას­ტუ­რებს, რომ რო­გორც ქმა­რი სახ­ლში თხის რქა და­ახ­ლო­ე­ბით ად­რი­ა­ნო ჩე­ლენ­ტა­ნოს გმირს წა­ა­გავს ფილ­მი­დან "ჭირ­ვე­უ­ლის მორ­ჯუ­ლე­ბა", იგი არა­სო­დეს იღი­მე­ბა და მუდ­მი­ვად აქვს მი­ზე­ზი პირ­ქუ­ში შე­ნიშ­ვნე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, ხში­რად მას ირი­ბი მი­ნიშ­ნე­ბე­ბით სა­უ­ბა­რი უყ­ვარს, ამ­ბობს ზო­გა­დად და უნდა გა­ი­გოს ად­რე­სატ­მა კონ­კრე­ტუ­ლად. მისი გუ­ლის მო­გე­ბა ძალ­ზე რთუ­ლია, უფრო რთუ­ლია მისი გა­ღი­მე­ბა.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    103 ნახვა
    29-07-2022, 04:23