GOGA.TV
აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის "დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, გააფორმეთ ხელშეკრულებები"
  • აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მერწყულებისთვის "დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, გააფორმეთ ხელშეკრულებები"

    აგ­ვის­ტო­ში პა­სუ­ხე­ბი გა­ე­ცე­მა თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან კი­თხვებს. ეცა­დეთ, მი­ი­ღოთ რე­ა­ლუ­რო­ბა ისე­თი, რო­გორ­ცაა და არ შე­იქ­მნათ ილუ­ზი­ე­ბი. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი, გა­დად­გით გა­აზ­რე­ბუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და იბ­რძო­ლეთ სა­სურ­ვე­ლის მი­საღ­წე­ვად. შან­სი გაქვთ, რომ და­წი­ნა­ურ­დეთ, გა­ა­ფარ­თო­ოთ თქვე­ნი ბიზ­ნე­სი. და­ნიშ­ნეთ საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, გა­ა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი (ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ქორ­წი­ნო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც კი გა­ა­ფორ­მოთ); აწარ­მო­ეთ სა­რეკ­ლა­მო აქ­ცი­ე­ბი. სა­სურ­ვე­ლია, გვერ­დით ერ­თგუ­ლი პარტნი­ო­რი გყავ­დეთ, ვინც და­გი­ცავთ გა­უთ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის­გან და სა­ჭი­რო რჩე­ვა­საც მოგ­ცეთ. ნუ გგო­ნი­ათ, რომ ყვე­ლა სირ­თუ­ლეს და­მო­უ­კი­დებ­ლად უნდა გა­უმკლავ­დე­ბით.

    ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
    გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, მო­გინ­დე­ბათ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­როს გა­ჩე­ნა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ახალ პრო­ფე­სი­ა­ში მო­სინ­ჯოთ თქვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ჰობი გა­ი­ხა­დოთ შე­მო­სავ­ლის წყა­როდ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფული ლა­ტა­რი­ა­ში მო­ი­გოთ ამ მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღოთ. საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დროს იყა­ვით დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, სა­კუ­თა­რი სი­მარ­თლე და­ამ­ტკი­ცეთ მშვი­დად, ზედ­მე­ტი ემო­ცი­ე­ბის გა­რე­შე. თუ ბიზ­ნე­სის და­წყე­ბას აპი­რებთ, პატ­ნი­ორ­თან თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბე­ბი და კა­პი­ტა­ლი უნდა გქონ­დეთ. ნუ აი­ღებთ ზედ­მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­კუ­თარ თავ­ზე, საქ­მე­ე­ბი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი პარტნი­ორ­საც გა­და­უ­ნა­წი­ლეთ. 27 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ მო­გე­ცე­მათ სწავ­ლის, უმაღ­ლეს­ში ჩა­ბა­რე­ბის შან­სი. ამ პე­რი­ო­დი­დან გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან. მო­გე­ცე­მათ სა­ზღვარ­გა­რეთ გამ­გზავ­რე­ბის - გა­სარ­თო­ბად ან ბიზ­ნე­სის­თვის - შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

    სიყ­ვა­რუ­ლი
    საქ­მე­ე­ბი­სა და დატ­ვირ­თუ­ლო­ბის გამო ნუ გა­ი­ფუ­ჭებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. სამ­სა­ხუ­რის საქ­მე­ე­ბი იქვე და­ას­რუ­ლეთ, შინ ნუ იმუ­შა­ვებთ. ეცა­დეთ, გა­მო­ნა­ხოთ მეტი დრო რო­მან­ტი­კის­თვის. შვე­ბუ­ლე­ბა ან უქ­მე­ე­ბი მა­ინც გა­ა­ტა­რეთ ერ­თად და სა­ინ­ტე­რე­სოდ. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ მივ­ლი­ნე­ბის, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რის დროს, შე­იძ­ლე­ბა სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნი გა­ა­ბათ. 11 აგ­ვის­ტო­დან მო­გე­მა­ტე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა, მე­ტად მზრუნ­ვე­ლი გახ­დე­ბით მე­უღ­ლის მი­მართ. გა­ა­ნე­ბივ­რეთ სი­ურპრი­ზე­ბით, სა­ჩუქ­რე­ბით. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ და გირ­ჩევთ, ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ერთი შე­ხედ­ვით არ მო­გე­წო­ნე­ბათ, მე­ო­რე შან­სი მის­ცეთ.

    ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
    თვის პირ­ველ დე­კა­და­ში მო­ე­რი­დეთ ტრავ­მებს, გაფრ­თხილ­დით ელექტრო­ო­ბას­თან. და­ი­წყეთ ვარ­ჯი­ში, ჩა­ე­წე­რეთ აუზ­ზე. აგ­რეთ­ვე, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ძი­ლის რე­ჟი­მი. უქ­მე­ებ­ზე მი­ე­ცით თავს უფ­ლე­ბა, გა­ი­სე­ირ­ნოთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, შუ­ა­დღეს წა­მოწ­ვეთ. გა­მო­ნა­ხეთ დრო ნა­თე­სა­ვე­ბის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად. მათ შე­იძ­ლე­ბა თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირ­დეთ. თუ მი­წის ნაკ­ვე­თი გაქვთ, იზ­რუ­ნეთ მის კე­თილ­მო­წყო­ბა­ზე. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი ფან­ტა­ზია. და­ი­ცა­ვით თავი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის­გან. თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ, გა­ე­სინ­ჯეთ ექიმს.

    12 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ და­ას­რუ­ლეთ საქ­მე­ე­ბი, ან მი­ი­ღებთ შე­დეგს მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით. აგ­რეთ­ვე და­ფიქ­რდით, რა გიშ­ლით ხელს გან­ვი­თა­რე­ბა­ში, წინსვლა­ში, რის­გან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ.

    27 აგ­ვის­ტოს შემ­დეგ მი­ი­ღებთ სა­სურ­ველ თან­ხას ან გა­ა­ფორ­მებთ კრე­დიტს. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე საქ­მი­ან და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რებ­თან.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    88 ნახვა
    30-07-2022, 14:28