GOGA.TV
1-7 აგვისტოს სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
  • 1-7 აგვისტოს სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

    პირველი აგვისტო, მთვარე ქალწულშია. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.

    კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება; ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
    ცუდია მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება, მუცლის ვარჯიშების შესრულება.


    2 აგვისტო, მთვარე 08:04-ზე ესტუმრება სასწორს. სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი გაგიჩნდებათ.

    ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
    ესტუმრეთ კოსმეტოლოგს. გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები. მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

    4 აგვისტო, მთვარე 15:42-ზე გადავა მორიელში. გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას.

    კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები. კარგია კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება, მეზოთერაპიის სეანსი.
    არ ჩაერიოთ ენდოკრინული სისტემის მუშაობაში. აგრეთვე, საშარდე ბუშტის სისტემაში. არ ესტუმროთ გინეკოლოგს.


    6 აგვისტო, მთვარე 20:34-დან იქნება მშვილდოსანში. კანისთვის გამოიყენეთ ორგანულ ცხიმებზე დამზადებული კრემები (ზეითუნი, ყურძნის კურკა და ა.შ.). მოსაფრთხილებელია ღვიძლი, უარი თქვით ალკოჰოლზე. ჩაცმულობაში მეტად გამოიყენეთ ლურჯი, ძოწისფერი.

    ესტუმრეთ სპა-სალონს. კარგია პილინგი, კანზე წარმონაქმნების მოშორება, აგრეთვე, ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.
    მოერიდეთ თეძოებთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცედურას, განსაკუთრებით - ლიპოსაქციას.

    წყარო: marao.ge
    97 ნახვა
    1-08-2022, 14:12