GOGA.TV
აგვისტოს მნიშვნელოვანი მოვლენები: ცვლილებები მოსალოდნელია პირად ურთიერთობებშიც, ფინანსებშიც, კარიერაშიც, გვაქვს საფრთხილო დღეებიც...
  • აგვისტოს მნიშვნელოვანი მოვლენები: ცვლილებები მოსალოდნელია პირად ურთიერთობებშიც, ფინანსებშიც, კარიერაშიც, გვაქვს საფრთხილო დღეებიც...

    ზა­ფხუ­ლის ბოლო თვე სა­ინ­ტე­რე­სო მოვ­ლე­ნე­ბი­თაა აღ­სავ­სე. პლა­ნე­ტე­ბი ერთი ნიშ­ნი­დან მე­ო­რე­ში გა­დაბ­რძან­დე­ბი­ან და ცვლი­ლე­ბებ­საც მოგ­ვი­ტა­ნენ. პირ­ვე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა, რო­მე­ლიც აგ­ვის­ტო­ში გვე­ლო­დე­ბა არის "ლო­მის კა­რიბ­ჭე". ეს არის ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დი, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ერთხელ გვაქვს. ეცა­დეთ, 12 აგ­ვის­ტომ­დე დი­ლით ადრე ად­გეთ, შე­ე­გე­ბოთ მზის ამოს­ვლას, და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი, სა­სურ­ვე­ლია, დი­ლის 7-დან 9 სა­ა­თამ­დე იყოთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე, ისე­ირ­ნოთ და და­ი­მუხ­ტოთ მზის ენერ­გი­ით, თუმ­ცა, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მზის გულ­ზე ყოფ­ნას არ გირ­ჩევთ, კოს­მო­სი­დან დიდი ენერ­გია მო­დის. 23 აგ­ვის­ტომ­დე მზე ლომ­შია. 23-ში კი ქალ­წულ­ში გა­და­ვა ერთი თვით. ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­უ­ხე­და­ვად ადა­მი­ა­ნებ­ში მე­ტად გა­მოვ­ლინ­დე­ბა ლო­მის თვი­სე­ბე­ბი. ლო­მი­სე­ბუ­რი მზე არის მე­ფუ­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი; მო­მარ­თუ­ლი სი­ა­მოვ­ნე­ბის მი­ღე­ბა­ზე, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბა­ზე. მო­გინ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნე­ბივ­რე­ბა ლა­მა­ზი ნივ­თე­ბით, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბით, გემ­რი­ე­ლო­ბე­ბით. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი ბავ­შვე­ბის მი­მართ. ამას­თან, არ გირ­ჩევთ ამ­ბი­ცი­უ­რო­ბას, სხვებ­ზე მბრძა­ნებ­ლო­ბას. ახლა კი მივ­ყვეთ მოვ­ლე­ნებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად:

    აგ­ვის­ტოს პირ­ვე­ლი კვი­რა ცოტა და­ძა­ბუ­ლია და მაქ­სი­მა­ლურ სიფრ­თხი­ლეს მო­ი­თხოვს. 2-ში მარ­სი (აგ­რე­სია, ომი, ენერ­გია) და ურა­ნი (მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა, ელექტრო­ო­ბა) ერ­თი­ან­დე­ბი­ან კუ­რო­ში, ორი­ვეს­თვის უსი­ა­მოვ­ნო ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში და მათ გვერ­დი­თაა აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი, რო­მე­ლიც ერთი მხრივ წინსვლის­კენ გვა­ი­ძუ­ლებს სი­ა­რულს და მე­ო­რე მხრივ გვცდის, გვიქ­მნის დაბ­რკო­ლე­ბებს. ამ პე­რი­ოდ­ში მო­მა­ტე­ბუ­ლია: ტრავ­მუ­ლო­ბა, ავა­რი­უ­ლო­ბა, და­ძა­ბუ­ლო­ბა, კა­ტას­ტრო­ფუ­ლო­ბა. ვართ ფრთხი­ლად მჭრელ ბასრ საგ­ნებ­თან, ელექტრო­ო­ბას­თან. ფრთხი­ლად სა­ჭეს­თან, ნე­ბის­მი­ე­რი ტრან­სპორ­ტის. გარ­შე­მო მყო­ფებ­ში მო­ი­მა­ტებს აგ­რე­სი­უ­ლო­ბა, ჩხუ­ბის­თვის მი­ზე­ზის ძი­ე­ბა სა­ჭი­რო არ გახ­დე­ბა და ამი­ტომ ფრთხი­ლად. 3-ში მზე, რო­მე­ლიც ახლა ლომ­შია (ეგო, ამ­ბი­ცია), და­ძა­ბულ ას­პექტს ქმნის კარ­მულ კვან­ძებ­თან, სა­ტურნ­თან, რო­მე­ლიც ახლა მერ­წყულ­შია (ჩარ­ჩო­ე­ბი, შე­ზღუდ­ვა). გახ­შირ­დე­ბა და­პი­რის­პი­რე­ბა პი­როვ­ნე­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, კო­ლექ­ტივს შო­რის. 5 აგ­ვის­ტოს ამ რთულ კომ­ბი­ნა­ცი­ებს უერ­თდე­ბა მო­რი­ელ­ში მყო­ფი მთვა­რეც (ემო­ცი­ე­ბი, ხალ­ხი) ნუ მი­ი­ღებთ სა­ბე­დის­წე­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ემო­ცი­ებს აყო­ლი­ლი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი და გა­აზ­რე­ბუ­ლი. არ ჩა­ე­რი­ოთ პრო­ვო­კა­ცი­ა­ში, კა­მათ­ში; მი­მარ­თეთ თქვე­ნი ენერ­გია კე­თი­ლი საქ­მის კე­თე­ბის­კენ.

    4 აგ­ვის­ტოს მერ­კუ­რი ქალ­წულ­ში გა­და­ვა, 26 აგ­ვის­ტოს კი უკვე - სას­წორ­ში. 26 აგ­ვის­ტომ­დე მო­ი­მა­ტებს შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, სკეპ­ტი­ციზ­მი. კარ­გი პე­რი­ო­დი გე­ლო­დე­ბათ გო­ნებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლებს. ადა­მი­ა­ნებს მო­უნ­დე­ბათ ყვე­ლაფ­რის გა­და­მოწ­მე­ბა, დე­ტა­ლებ­ზე ჩა­კირ­კი­ტე­ბა. გახ­დე­ბით რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და მე­ტად ბრძე­ნი. ყუ­რა­დღე­ბით მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. მერ­კუ­რი არის შუ­ა­მა­ვა­ლი და სას­წო­რი­სე­უ­ლი მერ­კუ­რი არის მე­ტად ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი, მო­მარ­თუ­ლი პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­ზე, სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რად მოგ­ვა­რე­ბა­ზე. 26 აგ­ვის­ტო­დან შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვა, შე­თან­ხმე­ბა ზო­გი­ერთ სა­კი­თხზე, რაც აქამ­დე რთუ­ლი იყო. ეცა­დეთ, რომ თქვე­ნი და­ნა­პი­რე­ბი შეს­რუ­ლე­ბუ­ლი საქ­მით დას­რულ­დეს. 16 აგ­ვის­ტოს მერ­კუ­რი ურა­ნის მე­გობ­რუ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა და იო­ლად, ორი­გი­ნა­ლუ­რად მო­აგ­ვა­რებთ საქ­მე­ებს, და­გე­ბა­დე­ბათ ახა­ლი, გე­ნი­ა­ლუ­რი იდე­ე­ბი, მო­ი­მა­ტებს ინ­ტე­ლექ­ტის დო­ნის ამაღ­ლე­ბის სურ­ვი­ლი.

    7 აგ­ვის­ტოს მარ­სი სა­ტუ­რის რთუ­ლი ას­პექ­ტი გვე­ლო­დე­ბა. მო­ი­მა­ტებს და­ძა­ბუ­ლო­ბა, კონ­ფლიქ­ტუ­რო­ბა, ბრძო­ლა ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის. მო­ე­რი­დეთ ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას უფ­რო­სებ­თან (ასა­კი­თაც და თა­ნამ­დე­ბო­ბი­თაც). გაფრ­თხილ­დით, მო­ე­რი­დეთ ტრავ­მულ, სტრე­სულ, ავა­რი­ულ სი­ტუ­ა­ცი­ებს. აგ­რეთ­ვე, თუ ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­წუ­ხებთ. ამა­ვე დღეს, ვე­ნე­რა სა­სი­ა­მოვ­ნო ას­პექტს ქმნის ნეპ­ტუნ­თან, მარ­ტო­ხე­ლებს ახა­ლი რო­მა­ნის და­წყე­ბის შან­სი გეძ­ლე­ვათ. ეს არის ფლირ­ტის, რო­მან­ტი­კის დრო. ზო­გი­ერთს გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა გე­ლო­დე­ბათ ან ფა­რუ­ლი რო­მა­ნის და­წყე­ბა. ამას­თან, ილუ­ზი­ებ­ში ნუ გა­ეხ­ვე­ვით და ნუ გა­ა­ი­დე­ა­ლებთ ადა­მი­ა­ნებს. მო­ე­რი­დეთ ბუნ­დო­ვა­ნე­ბას ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. 9 აგ­ვის­ტოს ვე­ნე­რა და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა პლუ­ტონს და ამ დღეს პლუს/მი­ნუს 2 დღე მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ქალ­ბა­ტო­ნე­ბო, არ გირ­ჩევთ კოს­მე­ტი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. ნუ შე­ი­ძენთ ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებს, ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას. არ­სე­ბულ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია გა­მოც­და, ტრანსფორ­მა­ცია. მო­ე­რი­დეთ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას.

    11 აგ­ვის­ტოს ვე­ნე­რა ლომს ეს­ტუმ­რე­ბა; მა­ნამ­დე იქ­ნე­ბა კირჩხიბ­ში და ამის შე­სა­ხებ სტა­ტია დევს სა­იტ­ზე და შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. სა­უ­კე­თე­სო დროა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. ადა­მი­ა­ნებ­ში მო­ი­მა­ტებს რო­მან­ტი­კუ­ლი გან­წყო­ბა. მო­გინ­დე­ბათ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის გა­ნე­ბივ­რე­ბა ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით. სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, ლა­მა­ზი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა. გარ­და ამი­სა, ვე­ნე­რა არის ფული და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ ჰო­ბით, ან ფული მო­გი­ტა­ნოთ წვე­უ­ლე­ბე­ბის, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­წყო­ბამ. 18-ში კი ვე­ნე­რა სა­სი­ა­მოვ­ნო ას­პექტს შექ­მნის იუ­პი­ტერ­თან. ეს არის სიყ­ვა­რუ­ლი, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პე­რი­ო­დი. მი­ი­ღებთ დახ­მა­რე­ბას გუ­ლუხ­ვი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­გან. საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი ძვირ­ფას სა­ჩუ­ქარს მო­გი­ძღვნით. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის­თვის საფრ­თხი­ლო დღეა 27 აგ­ვის­ტო (პლუს/მი­ნუს 2 დღე). ვე­ნე­რა უპი­რის­პირ­დე­ბა ურანს. გე­ლო­დე­ბათ ხან­მოკ­ლე, მაგ­რამ და­უ­ვი­წყა­რი რო­მა­ნი, ფუ­ლის ფლან­გვა სიყ­ვა­რუ­ლის, შე­მოქ­მე­დე­ბის გამო. აი, წყვი­ლე­ბი კი ფრთხი­ლად უნდა იყოთ, რომ სა­სიყ­ვა­რუ­ლო კავ­ში­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად, უც­ნა­უ­რი მი­ზე­ზის გამო არ გა­წყვი­ტოთ. მომ­დევ­ნო დღეს 28-ში ახლა სა­ტურნს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა ვე­ნე­რას და ნუ გა­არ­თუ­ლებთ, გა­ა­ცი­ვებთ რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბას. ზო­გი­ერ­თმა წყვილ­მა შე­იძ­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გან­ქორ­წი­ნე­ბა გა­და­წყვი­ტონ.

    12 აგ­ვის­ტოს, 05:35-ზე ვე­ლო­დე­ბით სავ­სემ­თვა­რე­ო­ბას მერ­წყუ­ლის ნი­შან­ში. ამ დღეს მო­მა­ტე­ბუ­ლია ემო­ცი­უ­რო­ბა, მერ­წყუ­ლი კი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ნი­შა­ნია, რო­მე­ლიც ვერ იტანს შე­ზღუდ­ვებს და ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­მო­ხა­ტავს, ან არ­სე­ბუ­ლი წე­სე­ბის, სის­ტე­მის წი­ნა­აღ­მდეგ გა­ი­ლაშ­ქრებს. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ადა­მი­ა­ნე­ბი ერთ ჯგუ­ფად გა­ერ­თი­ან­დნენ და რე­ვო­ლუ­ცია მო­ინ­დო­მონ. მო­ი­ცი­ლებთ ყვე­ლა­ფერს, რაც გიშ­ლით ხელს გან­ვი­თა­რე­ბა­ში და და­ას­რუ­ლეთ მი­ტო­ვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. სავ­სემ­თვა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნებთ ვრცელ სტა­ტი­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებთ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზით.

    14 აგ­ვის­ტოს კი მზე და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა სა­ტურნს. შე­იძ­ლე­ბა შე­ფერ­ხდეს საქ­მე­ე­ბი, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. სი­ტუ­ა­ცია ერთ წერ­ტილ­ზე გა­ი­ყი­ნოს. უმ­ჯო­ბე­სია, და­ე­ლო­დოთ რთუ­ლი ას­პექ­ტის გა­დას­ვლას (პლუს/მი­ნუს2 დღე) და მერე გაგ­რძე­ლოთ მოქ­მე­დე­ბა.

    20 აგ­ვის­ტო­დან მარ­სი ტყუპ­ში იქ­ნე­ბა. იქ­ნე­ბა ბევ­რი ლა­პა­რა­კი საქ­მის კე­თე­ბის ნაც­ვლად. ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ ადა­მი­ა­ნე­ბი დაგ­პირ­დე­ბი­ან რა­მის გა­კე­თე­ბას, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად არ შე­ას­რუ­ლე­ბენ. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ვე­ნე­რა ლომ­შია და მარ­სი - ტყუპ­ში, შე­იძ­ლე­ბა მო­ვის­მი­ნოთ ხმა­მა­ღა­ლი ლო­ზუნ­გე­ბიც. ზო­გი­ერ­თი კი ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მეს შე­ე­ჭი­დე­ბა. ნუ აჰ­ყვე­ბით ჭო­რებს, ნუ ენ­დო­ბით გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

    23 აგ­ვის­ტოს მზე ქალ­წულს ეს­ტუმ­რე­ბა. ქალ­წუ­ლი არის პე­დან­ტუ­რი, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი, შრო­მის­მოყ­ვა­რე ნი­შა­ნი. ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბას ჩა­ერ­თვე­ბა ანა­ლი­ტი­კუ­რი და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა. მო­გინ­დე­ბათ დე­ტა­ლებ­ში გარ­კვე­ვა, წვრილ­მა­ნებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­და­მოწ­მე­ბა. 23 სექ­ტემ­ბრამ­დე მზე იქ­ნე­ბა ქალ­წულ­ში და ამ პე­რი­ოდ­ში მო­ა­წეს­რი­გეთ თქვე­ნი საქ­მე­ე­ბი, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა.

    24 აგ­ვის­ტოს კუ­რო­ში მყო­ფი ურა­ნი რეტ­როგ­რა­დულ სვლა­ში გა­და­ვა. გა­და­ხე­დეთ თქვენს ფი­ნან­სებს, სა­ბან­კო სექ­ტორ­თან მუ­შა­ო­ბას; გა­ა­ნა­ლი­ზეთ თქვე­ნი შე­მო­სა­ვალ-გა­სა­ვა­ლი. გა­და­ხე­დეთ ჩა­ტა­რე­ბულ სა­ბან­კო-სა­ფი­ნან­სო ოპე­რა­ცი­ებს. შე­იძ­ლე­ბა გა­ის­ტუმ­როთ ვა­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა კარ­დი­ნა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლოთ გა­რე­მო - მო­ი­ცი­ლოთ ადა­მი­ა­ნე­ბი, სი­ტუ­ა­ცია, რაც გან­ვი­თა­რე­ბა­ში გიშ­ლით ხელს.

    27 აგ­ვის­ტოს, 12:16-ზე ვე­ლო­დე­ბით ახალმთვა­რე­ო­ბას ქალ­წუ­ლის ნი­შან­ში. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი საქ­მე­ე­ბი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. და­ი­სა­ხეთ ის მი­ზა­ნი, რაც კონ­კრე­ტულ შე­დეგს მო­გი­ტანთ. უნდა იყოთ მე­ტად დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბუ­ლი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი გქონ­დეთ სა­ბუ­თე­ბი, პი­რა­დი ნივ­თე­ბი. შე­ი­ძი­ნეთ მხო­ლოდ სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი. ქალ­წულს, სა­დაც ახალმთავ­რე­ო­ბაა, ზედ­მე­ტი ფუ­ლის ფლან­გვა არ უყ­ვარს, მას თი­თო­ე­უ­ლი ლარი გათ­ვლი­ლი აქვს. და­ი­სა­ხეთ ახა­ლი მიზ­ნე­ბი. ახალმთვა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნებთ ვრცელ სტა­ტი­ას შე­მოგ­თა­ვა­ზებს ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზით.

    ბედ­ნი­ერ აგ­ვის­ტოს გი­სურ­ვებთ!

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    111 ნახვა
    2-08-2022, 04:45