GOGA.TV
TOP სამი სუპერცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
  • TOP სამი სუპერცოლი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

    კონ­კრე­ტუ­ლად რო­გორ გა­არ­თმევს თავს ესა თუ ის ინ­დი­ვი­დი მე­უღ­ლის მო­ვა­ლე­ო­ბას დიდ­წი­ლად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი მის პი­რად ას­ტრო­ლო­გი­ურ რუ­კა­ზე. თუმ­ცა ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ არ­სე­ბობს საკ­მა­ოდ ზუს­ტი სტა­ტის­ტი­კა, რო­მე­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ქა­ლებს შო­რის ვხვდე­ბით იდე­ა­ლურ ან იდე­ა­ლურ­თან მი­ახ­ლო­ე­ბულ პო­ტენ­ცი­ურ მე­უღ­ლე­ებს.

    კურო – ქალი კურო გა­სა­ო­ცა­რი სუ­ლის სიძ­ლი­ე­რი­თა და ხა­სი­ა­თის სიმ­ტკი­ცით გა­მო­ირ­ჩე­ვა. თქვენ შე­იძ­ლე­ბა გე­გო­ნოთ, რომ ამ მშვიდ, აუ­ღელ­ვე­ბელ და ცო­ტა­თი ინერ­ტულ მან­დი­ლო­სანს არა­ნა­ი­რად არ გა­აჩ­ნია პრინ­ცი­პუ­ლი ხა­სი­ა­თი და ცხოვ­რე­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. მაგ­რამ მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან ცდე­ბით. კურო მშვი­დი არ­სე­ბაა, თავს არა­სო­დეს აბეზ­რებს არა­ვის ხმა­მა­ღა­ლი ლო­ზუნ­გე­ბით, ამი­ტომ ცო­ლის როლ­შიც იმა­ვე პო­ლი­ტი­კას მი­მარ­თავს. ოჯახს ყო­ველ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გან­სჯი­სა და აწონ-და­წო­ნის შემ­დეგ ქმნის. სა­მა­გი­ე­როდ, ვი­საც აირ­ჩევს, მას ბო­ლომ­დე უერ­თგუ­ლებს. შე­უძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი გან­საც­დე­ლის დროს და­უდ­გეს ქმარს გვერ­დით რო­გორც თა­ნას­წო­რი და გა­ამ­ხნე­ვოს იგი სუ­ლი­ე­რად. ასე­თი ქალი მა­მა­კა­ცის­თვის ჭეშ­მა­რი­ტი გან­ძია, იმი­ტომ რომ მას გა­აჩ­ნია მყა­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­საც მარ­ტი­ვად არა­სო­დეს შეც­ვლის. შე­სა­ბა­მი­სად, ოჯა­ხი­სა და ქმრის მი­მართ მისი ერ­თგუ­ლე­ბა ჭეშ­მა­რი­ტად იმ­სა­ხუ­რებს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას.

    კირჩხი­ბი – მისი უნი­კა­ლუ­რო­ბა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის სრუ­ლად მი­ძღვნა შე­უძ­ლია ოჯა­ხის­თვის. ქალი კირჩხი­ბი გა­სა­ო­ცა­რი თავ­გან­წირ­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვა, თუკი საქ­მე ოჯახ­სა და ოჯა­ხის ინ­ტე­რე­სებს შე­ე­ხე­ბა. მას შე­უძ­ლია მე­უღ­ლეს ძა­ლი­ან ბევ­რი შეც­დო­მა აპა­ტი­ოს, გა­უ­გოს და კი­დევ ერთი შან­სი მის­ცეს მე­ა­სი­ა­თას­ჯერ. მარ­თა­ლია, ცოტა ბუ­ტია და ფხუ­კი­ა­ნია დრო­დად­რო, მაგ­რამ ამის კომ­პენ­სი­რე­ბას მო­სიყ­ვა­რუ­ლე ხა­სი­ა­თი­თა და გა­სა­ო­ცა­რი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ოს­ტა­ტო­ბით ახერ­ხებს. იგი უზო­მოდ მზრუნ­ვე­ლია რო­გორც დედა. შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შვებ­სა და ოჯახ­ზე წინ არა­სო­დეს და­ა­ყე­ნებს კა­რი­ე­რას და პრო­ფე­სი­ულ მიღ­წე­ვებს.

    სას­წო­რი – მისი გა­რეგ­ნუ­ლი იმი­ჯი ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად მცდარ "მე­სიჯს" აგ­ზავ­ნის სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ერთი შე­ხედ­ვით სა­თუ­თი, პრან­ჭია და თავ­ქა­რი­ა­ნი მო­ჩანს, მაგ­რამ სწო­რედ ამ "ქა­ლურ სი­სუს­ტე­შია" მისი სიძ­ლი­ე­რე. სას­წო­რი ქალი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, წინ­და­ხე­დუ­ლი და ძა­ლი­ან გამ­ჭრი­ა­ხია. მას შე­უძ­ლია გა­ჩუმ­დეს სა­ჭი­რო მო­მენ­ტში და და­უთ­მოს მა­მა­კაცს, რათა ამ უკა­ნას­კნელს თავი სი­ტუ­ა­ცი­ის ბა­ტონ-პატ­რო­ნად აგ­რძნო­ბი­ნოს. თუმ­ცა, არც ის შან­სი გა­მო­ე­პა­რე­ბა, როცა შე­საძ­ლე­ბე­ლია მე­უღ­ლეს სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბით მოქ­ცე­ვის­კენ უბიძ­გოს. მაგ­რამ რაც არ უნდა გა­ა­კე­თოს, იგი არა­სო­დეს გა­ა­კე­თებს ამას ზე­წო­ლის ან ტვი­ნის ბურ­ღვის მეშ­ვე­ო­ბით. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კა­ცე­ბი აღ­მერ­თე­ბენ სას­წორ ცო­ლებს, მათი თან­და­ყო­ლი­ლი სიბ­რძნი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რო­ბის გამო. გარ­და ამი­სა, ეს ის ქა­ლია, რო­მელ­საც გა­აჩ­ნია გა­სა­ო­ცა­რი სი­ჯი­უ­ტე, როცა საქ­მე კონ­კრე­ტუ­ლი მო­საზ­რე­ბის დაც­ვას ეხე­ბა. გა­რეგ­ნუ­ლი სირ­ბი­ლის მი­უ­ხე­და­ვად სას­წორ ქალს შეს­წევს ძალა, ყო­ველ­თვის დარ­ჩეს სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ა­ზე მით უმე­ტეს, თუკი გარ­შე­მო მყო­ფე­ბი გა­აფ­თრე­ბით ცდი­ლო­ბენ მას მო­საზ­რე­ბა შე­აც­ვლე­ვი­ნონ.

    წყარო: ambebi.ge/astrology/
    71 ნახვა
    4-08-2022, 14:08