აბეზარი ქალების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

აბეზარი ქალების TOP სამეული ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

"ნიჭი" გა­აჩ­ნია მა­მა­კაცს ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხე­თად უქ­ცი­ოს და თავი ისე მო­ა­ბეზ­როს, რომ ამ უკა­ნას­კნელს ხან­გრძლი­ვი დრო­ის მან­ძილ­ზე სურ­ვი­ლიც კი გა­უქ­რეს სა­პი­რის­პი­რო სქეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბის.

მა­მა­კა­ცე­ბი, რაც არ უნდა არა­და­მა­ჯე­რებ­ლად ჟღერ­დეს საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი და მო­წყვლა­დი ბუ­ნე­ბის არ­სე­ბე­ბი არი­ან. მეც­ნი­ე­რუ­ლად დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, რომ ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებს არ შე­უძ­ლი­ათ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა, ამი­ტომ ქა­ლის მხრი­დავ გა­მუდ­მე­ბუ­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბი, მო­თხოვ­ნე­ბი და მი­თი­თე­ბე­ბი მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას ნევ­რო­ზულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აგ­დებს. შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი, სინ­დი­სის ქენ­ჯნის გა­რე­შე იცი­ლე­ბენ თა­ვი­დან "აბე­ზარს", რა­საც ქა­ლე­ბი თა­ვის მხრივ მა­მა­კა­ცურ "უგუ­ლო­ბას" და სი­სას­ტი­კეს უწო­დე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. მოკ­ლედ, ყვე­ლა მე­დალს ორი მხა­რე აქვს ამი­ტომ ძალ­ზე ხში­რად, ქა­ლებ­საც შეს­წევთ ძალა ე.წ. "ფსი­ქო­ლო­გი­ურ ტე­რორ­ში" ამ­ყო­ფონ სა­კუ­თარ პარტნი­ო­რი ან მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი. თუმ­ცა, ქა­ლიც არის და ქა­ლიც, ას­ტრო­ლო­გე­ბი თვლი­ან, რომ არ­სე­ბო­ბენ კონ­კრე­ტუ­ლი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი, რო­მელ­თა ხა­სი­ათ­შიც მეტ-ნაკ­ლე­ბად, ბავ­შვო­ბი­დან­ვე ჩა­დე­ბუ­ლია აუ­ტა­ნე­ლი მე­გე­რას თვი­სე­ბე­ბი. თუმ­ცა, ეს იმას როდი ნიშ­ნას, რომ ქვე­მოთ მოყ­ვა­ნილ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის და­ბა­დე­ბუ­ლი ყვე­ლა ქალი ერ­თნა­ი­რი "ტვი­ნის ბურ­ღი" და აბე­ზა­რია... ეს მხო­ლოდ ზო­გა­დი სტა­ტის­ტი­კაა მე­გობ­რე­ბო, მაგ­რამ თუ მა­ინც გეც­ნოთ რო­მე­ლი­მე თვი­სე­ბა ან სა­კუ­თა­რი თავი, ნუ გა­ნა­წყენ­დე­ბით - შე­ე­ცა­დეთ სი­ტუ­ა­ცი­ას მა­მა­კა­ცე­ბის თვა­ლი­თაც შე­ხე­დოთ და მიხ­ვდე­ბით, რა­ტომ გარ­ბი­ან ისი­ნი თქვენ­გან.

წესი პირ­ვე­ლი - ვერც ერთი მა­მა­კა­ცი ვერ იტანს ქალს, რო­მე­ლიც მას ისე ებღა­უ­ჭე­ბა, რო­გორც წყალ­წა­ღე­ბუ­ლი ხავსს...

ასე­თი ქა­ლია კირჩხი­ბი.

დიახ, მხო­ლოდ კირჩხიბს და სხვას არა­ვის ძა­ლუძს სა­სურ­ველ მა­მა­კაცს სა­ცე­ცე­ბი ისე ჩა­ავ­ლოს, რომ ამ უკა­ნას­კნელ­მა არა­თუ თა­ვი­სუფ­ლად მოქ­მე­დე­ბა, სუნ­თქვაც კი ვერ შეძ­ლოს მისი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე. კირჩხი­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მა­ნი­პუ­ლა­ტო­რია, შე­უძ­ლია წარ­მა­ტე­ბით დად­გას სცე­ნე­ბი - იტი­როს, თავი მსხვერ­პლად მო­აჩ­ვე­ნოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას ან სუ­ლაც მძი­მე ავად­მყო­ფის როლი მო­ირ­გოს, რო­მელ­საც "სას­ტი­კი და უგუ­ლო ქმა­რი" სა­ში­ნელ დღე­ში აგ­დებს. თა­ნაც არ და­გა­ვი­წყდეთ, იგი ხან ისე იჭ­რე­ბა როლ­ში, რომ სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი­აა მარ­თლაც და­ე­მარ­თოს რა­ი­მე ტი­პის ავად­მყო­ფო­ბა. ამას­თან ერ­თად, არ გე­გო­ნოთ ოდეს­მე, რა­ი­მე­ში გა­მო­ტე­ხოთ ან აღი­ა­როს რამე. კიბო უზო­მოდ ძლი­ე­რი თავ­დაც­ვის ინ­სტინ­ქტით გა­მო­ირ­ჩე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კაცს ისღა დარ­ჩე­ნია ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე გო­ნივ­რუ­ლი დის­ტან­ცი­ის და­კა­ვე­ბით და­იც­ვას თავი.

წესი მე­ო­რე - მა­მა­კა­ცე­ბი ვერ იტა­ნენ გა­ზუ­ლუ­ქე­ბულ, პრე­ტენ­ზი­ულ და ეგო­ისტ ქა­ლებს.

ასე­თი ქა­ლია ლომი

თუკი იგი ბავ­შვო­ბი­დან ფუ­ფუ­ნე­ბა­ში გა­ზარ­დეს ან მთლად უა­რე­სი, ოჯახ­ში ერ­თა­დერ­თი ბავ­შვი იყო, მა­მა­კა­ცე­ბო, მაგ­რად და­დე­ქით - ქალი ლომი, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა თქვე­ნი სა­ხით ახა­ლი სა­თა­მა­შოს პოვ­ნას, რო­მე­ლიც მის ნე­ბის­მი­ერ კაპ­რიზს უნდა ას­რუ­ლებ­დეს უსი­ტყვოდ და მად­ლი­ე­რე­ბით. ასე­თი ქა­ლე­ბი, ში­ნა­გა­ნად თავს ყვე­ლა­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლად და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გრძნო­ბენ. თვით­შე­ფა­სე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი იმ­დე­ნად მა­ღა­ლი აქვთ, რომ ნე­ბის­მი­ერს შე­შურ­დე­ბა მისი. შე­სა­ბა­მი­სად, მა­მა­კა­ცის მხრი­დან ნათ­ქვა­მი "არა" ქალ ლომს ის­ტე­რი­კა­ში აგ­დებს. იგი სა­შინ­ლად ეგო­ის­ტი, მომ­თხოვ­ნი და პრე­ტენ­ზი­უ­ლია, ამას­თან ერ­თად არ გე­გო­ნოთ, რომ რო­მე­ლი­მე მე­ტო­ქეს ჰო­რი­ზონტზე გა­ა­ჭა­ჭა­ნებს. ლომს ძა­ლი­ან ძლი­ე­რად აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის მო­მენ­ტი, შე­სა­ბა­მი­სად, საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცის გზი­დან სხვა ქა­ლის ჩა­მო­შო­რე­ბა მის­თვის პრობ­ლე­მას არა­სო­დეს წარ­მო­ად­გეს.

წესი მე­სა­მე - მა­მა­კა­ცე­ბის დიდი ნა­წი­ლი ვერ იტანს მეწვრილ­მა­ნე, მეშ­ჩა­ნუ­რი სუ­ლის მქო­ნე და მხო­ლოდ ფულ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ქალს.

ასე­თი ქა­ლია ქალ­წუ­ლი

ნე­ბის­მი­ე­რი ქალი, რო­მე­ლიც ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით ევ­ლი­ნე­ბა ქვე­ყა­ნას, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ირ­ჩე­ვა ფხი­ზე­ლი გო­ნე­ბით, გამ­ჭრი­ა­ხო­ბი­თა და წინ­და­ხე­დუ­ლო­ბით; გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა საქ­მე ფი­ნან­სებს შე­ე­ხე­ბა. ქალ­წუ­ლი ქა­ლის ცუდი ვა­რი­ან­ტი კი, შე­იძ­ლე­ბა აუ­ტან­ლად ძუნ­წი, ეკო­ნო­მი­უ­რი და ხელ­მომ­ჭირ­ნეც იყოს. მას შე­უძ­ლოა პარტნი­ო­რის ყვე­ლა ნა­ბი­ჯი გა­ა­კონ­ტრო­ლოს და თი­თო­ე­უ­ლი კა­პი­კის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­სტრუქ­ცია მის­ცეს და­უ­ღა­ლა­ვად. ხში­რად ასე­თი ქალი, მეშ­ჩა­ნუ­რი მიზ­ნით უკავ­ში­რებს ცხოვ­რე­ბას მა­მა­კა­ცებს. ამას­თან ერ­თად, ქალ­წუ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ვი­ზუ­ა­ლუ­რი მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რაც საკ­მა­ოდ კარ­გი მი­ზე­ზია მათ­თვის სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბის "სარ­ფი­ა­ნად გა­სა­ყი­დად".

წყარო: ambebi.ge/astrology/
75 ნახვა
5-08-2022, 14:04