თვითგადარჩენის ინსტინქტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თვითგადარჩენის ინსტინქტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სა­ო­ცა­რი ტრანსფორ­მა­ცია გა­ნი­ცა­და. მარ­თა­ლია, რო­ბინ­ზონ კრუ­ზო გა­მო­გო­ნი­ლი პერ­სო­ნა­ჟი გახ­ლავთ, მაგ­რამ ნე­ბის­მი­ერ ლი­ტე­რა­ტუ­რულ გმირს გა­აჩ­ნია რე­ა­ლურ პი­როვ­ნე­ბას­თან სა­ხა­სი­ა­თო შე­სა­ბა­მი­სო­ბა. რო­გორ ფიქ­რობთ, ვინ შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით ბა­ტო­ნი რო­ბინ­ზო­ნი? მე ვფიქ­რობ რომ კირჩხი­ბი... დიახ, დიახ ერთი შე­ხედ­ვით უმ­წეო და მო­წუ­წუ­ნე, თუმ­ცა რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ა­ნაც გამ­ძლე და სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ნი­შა­ნი. თუმ­ცა, მო­დით, თან­მიმ­დევ­რო­ბას მივ­ყვეთ და გა­ვი­გოთ, რამ­დე­ნად გა­აჩ­ნი­ათ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს თვით­გა­დარ­ჩე­ნის ნიჭი და ვინ, რო­გორ ამ­ჟღავ­ნებს მას კონ­კრე­ტულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

რო­გორც ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, ყვე­ლა­ზე დიდი სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით და გამ­ძლე­ო­ბით ცე­ცხლის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. ლო­მებს, ვერ­ძებს და მშვილ­დოს­ნებს მმარ­თვე­ლი სტი­ქი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პირ­ველ რიგ­ში ოპ­ტი­მიზ­მის უდი­დე­სი დონე შვე­ლით ერთი შე­ხედ­ვით გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბას მშვი­დო­ბი­ა­ნად რომ და­აღ­წი­ონ თავი.

ვერძს ძლი­ე­რი აქვს თავ­დაც­ვის ინ­სტიქ­ტი. მას ასე­ვე გა­აჩ­ნია სწრა­ფი რე­ა­გი­რე­ბის უნა­რი და მოქ­ნი­ლო­ბა.

ლომი წინ­და­ხე­დუ­ლი და მა­მა­ცია . სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, არამ­ხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად, სხვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზეც ზრუ­ნავს.

მშვილ­დო­სა­ნი "ქუდ­ბე­დი­ა­ნია", ამი­ტომ ხში­რად უმარ­თლებს და სა­ხი­ფა­თო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში უმ­ნიშ­ვნე­ლოდ ზა­რალ­დე­ბა. ამას­თან ერ­თად, არა­სო­დეს კარ­გავს იუ­მო­რის გრძნო­ბას და ძალა შეს­წევს, დას­ცი­ნოს სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებ­საც კი.

არა­ნაკ­ლე­ბი მოქ­ნი­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ჰა­ე­რის სტი­ქი­ის ნიშ­ნე­ბი . თუმ­ცა ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ძალ­ზე ხში­რად ამ ადა­მი­ა­ნებს რის­კის სიყ­ვა­რუ­ლის გამო თა­ვად უწევთ თავი გა­მო­უ­ვალ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ჩა­იგ­დონ.

ტყუ­პი ყო­ველ­თვის ახერ­ხებს სა­თა­და­რი­გო სვლის მო­ფიქ­რე­ბას . ამას­თან ერ­თად, გო­ნე­ბაც ისე­ვე უჭ­რის, რო­გორც ბას­რი ენა. ეს კი ხში­რად შვე­ლის ტყუპს კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში.

მერ­წყუ­ლი ძი­რი­თა­დად სა­კუ­თარ ინ­ტუ­ი­ცი­ას უნდა და­ეყ­რდნოს
გან­საც­დე­ლის ჟამს. რო­გორც წესი, ამ ადა­მი­ა­ნებს აქვთ წი­ნას­წარ­ხედ­ვის კარ­გი ნიჭი, ეს კი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს ბევრ მერ­წყულს თა­ვი­დან აი­ცი­ლოს მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრობ­ლე­მე­ბი.

სას­წო­რი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად გა­მო­ირ­ჩე­ვა ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით და თვით­გა­დარ­ჩე­ნის ნი­ჭით. ამ ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­თვის ვი­ღა­ცის იმე­დი აქვთ. ამი­ტომ ას­ტრო­ლო­გე­ბი ურ­ჩე­ვენ სას­წორს სა­კუ­თარ თავ­ში ოპო­ზი­ცი­უ­რი ვერ­ძის თვი­სე­ბე­ბი გა­აძ­ლი­ე­რონ, რო­გორც იტყვი­ან, "კოკა ყო­ველ­თვის არ მო­ი­ტანს წყალს".

ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­დარ­ჩე­ნის და სწრა­ფი ადაპ­ტა­ცი­ის უნა­რი, რაც არ უნდა გა­გიკ­ვირ­დეთ ძალ­ზე და­ბა­ლია მი­წის სტი­ქი­ის ნიშ­ნებ­ში . ამ ადა­მი­ა­ნებს უჭირთ შეჩ­ვე­უ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან, შე­უჩ­ვე­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე მყი­სი­ე­რად გა­და­წყო­ბა. ბევ­რი მათ­გა­ნი, სე­რი­ო­ზულ ფსი­ქო­ლო­გი­ურ სტრეს­საც გა­ნიც­დის ამ დროს.

კუ­როს ყვე­ლა­ზე მე­ტად უჭირს მო­უ­ლოდ­ნელ პრობ­ლე­მებ­თან შე­გუ­ე­ბა და ადაპ­ტი­რე­ბა. მას ხში­რად არ შე­უძ­ლია მოკ­ლე დრო­ში მი­ი­ღოს სწო­რი და ეფექ­ტუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. რის გა­მოც, ხში­რად ზა­რალ­დე­ბა ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში.

ქალ­წუ­ლიც ძნე­ლად ახერ­ხებს უსი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზებს გა­არ­თვას თავი. თუმ­ცა, მას შეს­წევს ძალა სწო­რად და დე­ტა­ლუ­რად გა­ი­აზ­როს სი­ტუ­ა­ცია, რაც და­ეხ­მა­რე­ბა სა­ბო­ლოო ჯამ­ში გა­მო­სავ­ლის პოვ­ნა­ში.

თხის რქა ყვე­ლა­ზე ამ­ტა­ნი და გამ­ძლეა მი­წის ნიშ­ნებს შო­რის. მარ­თა­ლია, კუ­რო­სა და ქალ­წუ­ლის მსგავ­სად ისიც რთუ­ლად ეგუ­ე­ბა ფორს-მა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ებს, მაგ­რამ თხის რქას გა­აჩ­ნია დიდი სუ­ლი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი რე­ზერ­ვი, რის ხარ­ჯზეც ად­ვი­ლად იტანს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის გან­საც­დელ­სა და სირ­თუ­ლეს.

და­ბო­ლოს, წყლის სტი­ქი­ის ნიშ­ნებ­ში, ყვე­ლა­ზე მე­ტა­დაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ი­სა და ემო­ცი­უ­რი თავ­დაც­ვის ნიჭი . ამ მხრივ უნდა გა­მოვ­ყოთ კირჩხი­ბი, რო­მელ­საც რო­გორც წესი, ერთი შე­ხედ­ვით ერ­თობ სუს­ტი და და­უც­ვე­ლი ინ­დი­ვი­დის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია სხვებ­ზე, სა­ნამ რე­ა­ლუ­რი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე არ აღ­მოჩ­ნდე­ბა. აი, აქ ვლინ­დე­ბა კი­ბოს უნი­კა­ლუ­რო­ბა, ას­ტრო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს შო­რის კირჩხიბ­ზე ძლი­ე­რად თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი, რაც არც ერთ სხვა ნი­შან­ში არაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი. მით უმე­ტეს, თუკი საქ­მე ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვას ეხე­ბა.

არა­ნაკ­ლებ ძლი­ე­რია ფორს-მა­ჟო­რულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მო­რი­ე­ლი. თუმ­ცა, უნდა ით­ქვას, რომ ექ­სტრი­მი ეს ის თე­მაა, რო­მე­ლიც მო­რი­ე­ლის­თვის არა მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბა, არა­მედ ნორ­მა და ცხოვ­რე­ბის წე­სიც კია . ამი­ტომ ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ეს ხალ­ხი თავს ისე გრძნობს, რო­გორც თევ­ზი წყალ­ში.

და­ბო­ლოს, რაკი თევ­ზე­ბი ვახ­სე­ნეთ, თა­ვად ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზეც უნდა ით­ქვას რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა. .. თევ­ზის ზო­დი­ა­ქო, ყვე­ლა­ზე სუს­ტად გა­მოვ­ლე­ნი­ლი თავ­დაც­ვის ინ­სტინ­ქტით და თვით­გა­დარ­ჩე­ნის უნა­რით ხა­სი­ათ­დე­ბა. თუმ­ცა, თევზს აქვს ერთი "სა­ფირ­მო ფან­დი", მას შე­უძ­ლია თავი "ოს­ტა­ტუ­რად მო­იმ­კვდა­რუ­ნოს", როცა ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ისე არ ხდე­ბა, რო­გორც მას უნდა... მა­გა­ლი­თად, მო­ი­გო­ნოს ავად­მყო­ფო­ბა და ასე შე­ნიღ­ბუ­ლად და­ე­ლო­დოს პე­რი­ოდს, როცა სირ­თუ­ლე­ე­ბი თა­ვის­თა­ვად და­ი­წყებს მოგ­ვა­რე­ბას. ცუ­დია თუ კარ­გი მათი ეს ნიჭი, ეს სხვა სა­უბ­რის თე­მაა, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ თევ­ზებს ხში­რად ღია ბრძო­ლას გა­დარ­ჩე­ნის­თვის, ზუს­ტად ეს პა­სი­უ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ურ­ჩევ­ნი­ათ.

წყარო: ambebi.ge/astrology/
108 ნახვა
5-08-2022, 14:06