15-21 აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

15-21 აგვისტოს ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერ­ძი
იო­ლად გა­უმკლავ­დე­ბით დაგ­რო­ვილ საქ­მე­ებს. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. მო­გინ­დე­ბათ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა, იმუ­ნი­ტე­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ჩა­ერ­თოთ სპორ­ტულ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში. ნუ ეც­დე­ბით საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას. პი­რი­ქით, იყა­ვით რო­მან­ტი­კუ­ლი და მო­მარ­თუ­ლი კავ­ში­რის გამ­ყა­რე­ბა­ზე.

კურო
სა­ო­ჯა­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით იქ­ნე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი. სამ­სა­ხურ­ში მო­გი­წევთ საქ­მე­ე­ბის დას­რუ­ლე­ბა. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ნა­თე­სა­ვებ­თან. მო­ი­ნა­ხუ­ლეთ მშობ­ლი­უ­რი ად­გი­ლე­ბი. და­ას­რუ­ლეთ რე­მონ­ტი, ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბა. კვი­რის ბო­ლოს­კენ თქვენ­თვის მხი­ა­რუ­ლე­ბის, გარ­თო­ბის და რო­მან­ტი­კის დრო დგე­ბა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნი გა­ა­ბათ.

ტყუ­პი
გახ­შირ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და მივ­ლი­ნე­ბა. კარ­გი კვი­რაა და­წყე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. ყუ­რა­დღე­ბით გა­ა­ფორ­მეთ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. ეცა­დეთ, სამ­სა­ხურ­ში ყვე­ლა სა­ბუ­თი წეს­რიგ­ში გქონ­დეთ. თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო გა­ა­ტა­რეთ ბავ­შვებ­თან ერ­თად. მათ­თან ერ­თად და­გეგ­მეთ სა­ინ­ტე­რე­სო და მხი­ა­რუ­ლი უქ­მე­ე­ბი.

კირჩხი­ბი
მო­გინ­დე­ბათ ბი­ნის კე­თილ­მო­წყო­ბა, კომ­ფორ­ტის შექ­მნა. სიმ­შვი­დე­ში გან­მარ­ტო­ე­ბა და ხან­და­ხან მუ­შა­ო­ბაც კი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სახ­ლი­დან მუ­შა­ო­ბა გა­და­წყვი­ტოთ ან სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნეს­ში ჩარ­თვა. იზ­რუ­ნეთ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე ნა­თე­სა­ვებ­თან. სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია აგა­რა­კის მო­სა­წყო­ბად და ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბე­ბის­თვის.

ლომი
იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე, კა­რი­ე­რულ წინსვლა­ზე, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. კარ­გი პე­რი­ო­დია და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად. იყა­ვით სა­უ­კე­თე­სო, რად­გან აღ­მოჩ­ნდე­ბით ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. მი­ი­ღებთ ფულს ადრე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს­თვის, სა­ჩუქ­რად ან მა­ტე­რი­ა­ლურ ჯილ­დოს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემთ, აის­რუ­ლოთ სურ­ვი­ლე­ბი, შე­ი­ძი­ნოთ ის ნივ­თე­ბი, რა­ზეც დიდი ხა­ნია ოც­ნე­ბობთ.

ქალ­წუ­ლი
მეტი დრო უნდა და­უთ­მოთ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, თვით­გან­ვი­თა­რე­ბას. მო­გინ­დე­ბათ მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბა. ეს კვი­რა გა­მო­ი­ყე­ნეთ ყვე­ლა საქ­მის, პრო­ექ­ტის, თუ სა­ჭი­როა, ურ­თი­ერ­თო­ბის და­სას­რუ­ლებ­ლად, რათა მო­მა­ვა­ლი კვი­რი­დან, როცა მზე თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვა ან ახალმთვა­რე­ო­ბი­დან ახა­ლი ენერ­გი­ით და­ი­წყოთ ახა­ლი საქ­მე­ე­ბი.

სას­წო­რი
სპე­ცი­ა­ლუ­რად არა­ფე­რი და­გეგ­მოთ, მიჰ­ყვე­ბით მოვ­ლე­ნებს. მშვი­დი, ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ებ­ში შე­ას­რუ­ლეთ და მეტი დრო და­უთ­მეთ დას­ვე­ნე­ბას, ენერ­გი­ის აღ­დგე­ნას. და­აკ­ვირ­დით სიზ­მრებს, შე­იძ­ლე­ბა თქვენს კი­თხვებ­ზე პა­სუხს მი­ნიშ­ნე­ბებ­ში მი­აგ­ნოთ. ად­ვი­ლად ამო­იც­ნოთ გარ­შე­მო მყოფ­თა გან­ზრახ­ვებ­საც.

მო­რი­ე­ლი
სა­უ­კე­თე­სო კვი­რაა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად მე­გობ­რებ­თან, თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან. თუ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი ხართ, იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი, რო­მან­ტი­კუ­ლი მე­უღ­ლის მი­მართ. და­ას­რუ­ლეთ საქ­მე­ე­ბი, რაც მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში, და­წი­ნა­უ­რე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ.

მშვილ­დო­სა­ნი
საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­ნი­ხი­ლეთ მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხე­ბი, იზ­რუ­ნეთ მათ სა­უ­კე­თე­სოდ დას­რუ­ლე­ბა­ზე. იყა­ვით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და თან­მიმ­დევ­რუ­ლი. ხში­რად და­უს­ვით სა­კუ­თარ თავს შე­კი­თხვა: რა არის მთა­ვა­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი. უქ­მე­ე­ბი საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად და­გეგ­მეთ და გა­ა­ტა­რეთ.

თხის რქა
შე­ად­გი­ნეთ ყო­ვე­ლი დღის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი საქ­მე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, დას­რუ­ლე­ბა­ზე. აგ­რეთ­ვე სა­უ­კე­თე­სო კვი­რაა მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის, სა­ზღვარ­გა­რეთ გა­სამ­გზავ­რებ­ლად ან უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი ცხოვ­რე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, დღე­სას­წა­უ­ლე­ბის მო­სა­წყო­ბად. კვი­რის ბო­ლოს ამა­ყი იქ­ნე­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვით, მი­ღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბით.

მერ­წყუ­ლი
სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დია დას­ვე­ნე­ბი­სა და რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. იყა­ვით ცნო­ბის­მოყ­ვა­რე, დას­ვით თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი­თხვე­ბი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ფი­ზი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა გა­და­წყვი­ტოთ, მაგ­რამ მო­ე­რი­დეთ რისკს, ექ­სტრიმს. უქ­მე­ებ­ზე შეხ­ვდით ნა­თე­სა­ვებს და დე­ლი­კა­ტი­რად მო­აგ­ვა­რეთ სა­ო­ჯა­ხო, სა­მემ­კვიდ­რეო თე­მე­ბი.

თევ­ზე­ბი
სამ­სა­ხუ­რის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი და­წყე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის, პრო­ექ­ტე­ბის დას­რუ­ლე­ბა­ზე. გა­ა­უმ­ჯო­ბე­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან. გა­ა­ხა­ლი­სეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან. მო­უ­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი უქ­მე­ე­ბი. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ შვე­ბუ­ლე­ბის, ქა­ლაქ­გა­რეთ ყოფ­ნის დროს.

წყარო: ambebi.ge/astrology/
125 ნახვა
15-08-2022, 01:32
[xfgiven_online] [/xfgiven_online]