სიყვარულში დამთმობი და პრინციპული ზოდიაქოს ნიშნები

სიყვარულში დამთმობი და პრინციპული ზოდიაქოს ნიშნები

სა­კუ­თა­რი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სი­ა­მა­ყი­სა და პრინ­ცი­პუ­ლო­ბის გამო? თუმ­ცა არ­სე­ბო­ბენ ისე­თე­ბიც, ვინც გა­და­მე­ტე­ბულ ლო­ი­ა­ლუ­რო­ბას იჩენს პარტნი­ო­რის მი­მართ, რაც კი­დევ ერთი უკი­დუ­რე­სო­ბაა და რო­გორც ერთ ისე, მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში ამ­გვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ურ­თი­ერ­თო­ბის დაშ­ლამ­დე და გა­ფუ­ჭე­ბამ­დე მივ­ყა­ვართ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, "ოქ­როს შუ­ა­ლე­დის" პოვ­ნა, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ამა­ში კი თა­ვად თქვე­ნი პარტნი­ო­რის ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის ცოდ­ნა და უმ­თავ­რე­სი სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბის სწო­რად გა­აზ­რე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ.

ასე მა­გა­ლი­თად, მარ­ტი­ვია დათ­მო­ბა აი­ძუ­ლოთ ვერძს, მშვილ­დო­სანს და ტყუპს . ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ფი­ცხი, მაგ­რამ მიმ­ტე­ვე­ბე­ლი ხა­სი­ა­თი აქვთ. ამი­ტომ მათ­თან ჩხუ­ბი არა­სო­დეს ნიშ­ნავს ხოლ­მე სა­ბო­ლოო და­სას­რულს. უბ­რა­ლოდ, ცოტა ხნით უნდა აცა­ლოთ "ემო­ცი­ე­ბის გა­და­ხარ­შვა" და მხო­ლოდ შემ­დეგ სცა­დოთ მათ­თან ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა.

შე­და­რე­ბით რთუ­ლია კომ­პრო­მის­ზე და­ი­თან­ხმოთ ლომი, სას­წო­რი და კურო . ამ ადა­მი­ა­ნებ­ში ძა­ლი­ან ამა­ყი, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და სტა­ბი­ლუ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ტი­პე­ბი გვხვდე­ბი­ან. მათ­თვის რთუ­ლია მარ­ტი­ვად დათ­მონ სი­ა­მა­ყე და პარტნი­ორს ჩა­დე­ნი­ლი შეც­დო­მე­ბი მოკ­ლე ვა­და­ში აპა­ტი­ონ. ამას­თან ერ­თად, თუკი რე­ა­ლუ­რი გა­რან­ტია არ გა­აჩ­ნი­ათ სა­ი­მი­სოდ, რომ მო­მა­ვალ­შიც იგი­ვე პრობ­ლე­მა არ შე­ექ­მნე­ბათ, სა­ეჭ­ვოა მათ­გან მე­ო­რე შან­სი მი­ი­ღოთ.

ძა­ლი­ან რთუ­ლად გა­მო­გი­ვათ ან სა­ერ­თოდ არ გა­მო­გი­ვათ შე­რი­გე­ბა მო­რი­ელ­თან, კირჩხიბ­თან, თევ­ზებ­თან და თხის რქას­თან . ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი ვერ იტა­ნენ კომ­პრო­მი­სებს, უჭირთ პა­ტი­ე­ბა და მარ­ტი­ვად ვერ ახერ­ხე­ბენ წყე­ნის ან გუ­ლის­ტკი­ვი­ლის და­ვი­წყე­ბას, რო­მელ­საც მათ საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი აყე­ნებს. გარ­და ამი­სა, ეს ის ხალ­ხია, ვი­საც ხში­რად ახა­სი­ა­თებს შუ­რის­ძი­ე­ბაც.

და­ბო­ლოს, სპე­ცი­ფი­კუ­რი მიდ­გო­მაა სა­ჭი­რო მერ­წყულ­თან და ქალ­წულ­თან. ორი­ვე ნი­შა­ნი ემო­ცი­ე­ბის კარ­გად ფლო­ბის უნა­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან კონ­ფლიქ­ტის წა­მო­წყე­ბა ხში­რად რთუ­ლიც კია. სა­მა­გი­ე­როდ, თუკი მა­ინც შე­ძე­ლით ეს მო­მა­ვალ­ში ისევ, იმა­ვე ტი­პის სი­ახ­ლო­ვის იმე­დი ნუ­ღარ გექ­ნე­ბათ. მერ­წყულ­მა შე­საძ­ლოა სა­მო­მავ­ლოდ მე­გობ­რო­ბაც შე­მოგ­თა­ვა­ზოთ (და სხვა არა­ფე­რი!), ხოლო ქალ­წუ­ლი თქვენ­თან მარ­ტო­ო­დენ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­სალ­მე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.

წყარო: ambebi.ge/astrology/
82 ნახვა
13-09-2022, 09:36
[xfgiven_online] [/xfgiven_online]