სიძულვილიდან სიყვარულამდე - ზოდიაქოს წყვილები, ვისი ურთიერთობაც ხშირად კონფლიქტით იწყება

სიძულვილიდან სიყვარულამდე - ზოდიაქოს წყვილები, ვისი ურთიერთობაც ხშირად კონფლიქტით იწყება

სულ ერთი ნა­ბი­ჯი­აო". არის ამ გა­მო­ნათ­ქვამ­ში სი­მარ­თლე, თა­ნაც, - დიდი დო­ზით. ძალ­ზე ხში­რად ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის მი­მართ ინ­ტე­რე­სი გარ­კვე­უ­ლი კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შე­დე­გად უჩ­ნდე­ბათ ხოლ­მე. ზოგი ამას "სტოკ­ჰოლ­მის სინ­დრომ­საც" უწო­დებს (მსხვერ­პლის მიერ მო­ძა­ლა­დის მი­მართ გა­ჩე­ნი­ლი გრძნო­ბა). თუმ­ცა ღრმად ფსი­ქო­ლო­გი­ურ კვლე­ვებს ჩვენს სტა­ტი­ა­ში ნამ­დვი­ლად არ მოვ­ყვე­ბით და ვეც­დე­ბით ას­ტრო­ლო­გი­ურ ჭრილ­ში გა­გაც­ნოთ ის წყვი­ლე­ბი, ვის შო­რი­საც სიყ­ვა­რუ­ლის ნა­პერ­წკა­ლი ხში­რად კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შე­დე­გად ღვივ­დე­ბა.

ვერ­ძი - მო­რი­ე­ლი მათ შო­რის ან დიდი მტრო­ბაა ან უსა­ზღვროდ დიდი სიყ­ვა­რუ­ლი. ერ­თიც და მე­ო­რეც გა­მოკ­ვე­თი­ლი ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით, პრინ­ცი­პუ­ლო­ბი­თა და აგ­რე­სი­უ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ ვერ­ძი აგ­რე­სი­ას ღიად ავ­ლენს, მო­რი­ე­ლი კი ფა­რუ­ლად. მას შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოს­დის ვერ­ძის დაღ­ლა ემო­ცი­უ­რად, რის ხარ­ჯზეც გა­მარ­ჯვე­ბა მას რჩე­ბა ხოლ­მე. თუმ­ცა ზუს­ტად მო­რი­ე­ლი აც­ნო­ბი­ე­რებს იმას, რომ ვერ­ძი ალა­ლი და უბო­რო­ტოა, რა­საც იგი ძა­ლი­ან აფა­სებს ადა­მი­ა­ნებ­ში. მის­გან მო­რი­ე­ლი არ ელის დარ­ტყმას ზურგ სუ­კან. ვერძს კი თა­ვის მხრივ მო­რი­ე­ლის ძლი­ე­რი სული და ნე­ბის­ყო­ფა იზი­დავს. ამ წყვილს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა ხში­რად ვი­თარ­დე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბის მთე­ლი სე­რი­ის შემ­დეგ და დიდ, ხან­გრძლივ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­იზ­რდე­ბა.

ტყუ­პი - მშვილ­დო­სა­ნი ერ­თსაც და მე­ო­რე­საც ენა უჭ­რის თან საკ­მა­რის­ზე მე­ტად. ორი­ვეს ღრმად სწამს ასე­ვე იმის, რომ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე უკეთ იცის ყვე­ლა­ფე­რი. მოკ­ლედ, ორი "დიდი ტვი­ნი­კო­სის" შეხ­ვედ­რაა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად და­ი­წყე­ბა ხმა­უ­რი­ა­ნი პო­ლე­მი­კით სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე (მათ შო­რის შე­საძ­ლოა ეს იყოს პო­ლი­ტი­კაც). მშვილ­დო­სა­ნი მას­შტა­ბუ­რად აზ­როვ­ნებს და ლო­გი­კა­ში მო­ი­კოჭ­ლებს, მა­შინ როცა, ტყუ­პი მას აუ­ცი­ლებ­ლად "გა­მო­ი­ჭერს" უზუს­ტო­ბებ­ში და ინ­ფორ­მა­ცი­ულ ომს ზუს­ტად რომ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ კა­მათ­ში მო­უ­გებს... ასე ვთქვათ: "ფაქ­ტებს ცხვირ­ზე აა­ფა­რებს". თუმ­ცა, მშვილ­დო­სა­ნი რისი მშვილ­დო­სა­ნი იქ­ნე­ბა თავ­ხედს ჭკუა რომ არ ას­წავ­ლოს, თა­ნაც სა­ხალ­ხოდ აიგ­დებს მას­ხრად. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­იწ­ვევს ამ ორს შო­რის დიდი კონ­ფლიქ­ტი­დან დიდ მი­ზი­დუ­ლო­ბას. რომ­ლის შემ­დე­გაც მათი "ომი" უკვე სა­ძი­ნე­ბელ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

მერ­წყუ­ლი - ლომი მერ­წყუ­ლი, რო­მე­ლიც თა­ვის გუ­ნე­ბა­ზე მო­სე­ირ­ნე კა­ტას წა­ა­გავს, სა­შინ­ლად აღი­ზი­ა­ნებს ამაყ და თავ­მოყ­ვა­რე ლომს, რო­მე­ლიც მიჩ­ვე­უ­ლია ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი აიყ­ვა­ნოს კონ­ტროლ­ზე. თუმ­ცა რო­დის იყო, ჰა­ე­რი ჭი­ქა­ში მომ­წყვდე­ვას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და? მერ­წყუ­ლი კი თა­ვის მხრივ არ­ცთუ დიდი სიმ­პა­თი­ით გა­ნე­წყო­ბა ამ გა­ბღენ­ძი­ლი სნო­ბის მი­მართ. მას ხომ სა­შინ­ლად სძულს ხალ­ხი, ვინც სნო­ბუ­რი გა­მოხ­დო­მე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი არც ერ­თია სნო­ბი და არც მე­ო­რე თავ­ქა­რი­ა­ნი. მათ შო­რის ბევ­რი სა­ერ­თოა და როცა ისი­ნი ამას გა­აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ, ერ­თმა­ნე­თის­თვის სა­უ­კე­თე­სო მო­კავ­ში­რე­ე­ბი და მე­გობ­რე­ბი გახ­დე­ბი­ან. მე­გობ­რო­ბი­დან სიყ­ვა­რუ­ლამ­დე კი სულ რა­ღაც ნა­ბი­ჯია... ან სუ­ლაც ნა­ხე­ვა­რი ნა­ბი­ჯი.

წყარო: ambebi.ge/astrology/
115 ნახვა
14-09-2022, 03:59
[xfgiven_online] [/xfgiven_online]