ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის: "საუკეთესო დროა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ვერძებისთვის: "საუკეთესო დროა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, საქმიანი მოლაპარაკებებისთვის"

თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს და­ი­კა­ვე­ბენ საქ­მი­ა­ნი და სა­სიყ­ვა­რუ­ლო პარტნი­ო­რე­ბი. იო­ლად გა­მო­ნა­ხავთ სა­ერ­თო ენას გარ­შე­მო მყო­ფებ­თან. და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებ­თან გა­არ­კვევთ თქვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს და მათ­გან დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებთ. ნუ იქ­ნე­ბით ეგო­ის­ტუ­რი, ყუ­რა­დღე­ბით მო­ის­მი­ნეთ და გა­ი­ზი­ა­რებთ პარტნი­ო­რე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი. ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ი­გებთ, რო­გორ გექ­ცე­ვი­ან გარ­შე­მო მყო­ფე­ბი. სა­უ­კე­თე­სო დროა სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნი­ის­თვის, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად, საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის­თვის. მო­ი­მა­ტებს ენერ­გი­უ­ლო­ბა, დი­ნა­მი­კუ­რო­ბა, მი­მოს­ვლა ახლო მან­ძილ­ზე. ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე საქ­მე­სა და პრო­ექ­ტში ჩა­ერ­თვე­ბით. რთუ­ლი სა­კი­თხე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად და­იხ­მა­რეთ ახ­ლობ­ლე­ბი, მე­გობ­რე­ბი და ნა­თე­სა­ვე­ბი. გახ­შირ­დე­ბა კო­მუ­ნი­კა­ცია საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან. მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან ინ­ფორ­მა­ცი­ას. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ჩა­ე­წე­რე­ბით სას­წავ­ლო, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებ­ზე.

ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
უამ­რა­ვი საქ­მე და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გექ­ნე­ბათ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. თი­თო­ე­უ­ლი დღე ისე და­გეგ­მეთ, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვი­საც დაგ­რჩეთ დრო. თუ ხვდე­ბით, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლად საქ­მე­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა გი­ჭირთ, მი­მარ­თეთ დახ­მა­რე­ბის­თვის ერ­თგულ მე­გობ­რებს, პარტნი­ო­რებს. თუ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლა გსურთ, კო­ლე­გებ­თან შე­თან­ხმე­ბუ­ლად იმოქ­მე­დეთ. არა­ვის­თან იკა­მა­თოთ. საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის დროს იყა­ვით მაქ­სი­მა­ლუ­რად დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი. მშვი­დად მო­ის­მი­ნეთ ყვე­ლას აზრი. იყა­ვით დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბი­სას. ოქ­ტომ­ბერ­ში მო­ე­რი­დეთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ფუ­ლის და­ბან­დე­ბას.

სიყ­ვა­რუ­ლი
23 ოქ­ტომ­ბრამ­დე აქ­ტი­უ­რი იქ­ნე­ბა პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. გა­მო­ნა­ხავთ მშვიდ გზას უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. იყა­ვით თქვე­ნი მე­უღ­ლის დამ­ხმა­რე, მისი სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი, რო­მან­ტი­კუ­ლი. მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ ერ­თად, მო­უ­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი სა­ღა­მო­ე­ბი. მშვი­დო­ბი­ა­ნად მო­აგ­ვა­რეთ კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. იზ­რუ­ნეთ ქორ­წი­ნე­ბის გამ­ყა­რე­ბა­ზე. მარ­ტო­ხე­ლებს მო­გინ­დე­ბათ და­წყვი­ლე­ბა და გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, რო­მა­ნი გა­ა­ბათ კო­ლე­გას­თან, საქ­მი­ან პარტნი­ორ­თან. არც სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი რო­მა­ნია გა­მო­რი­ცხუ­ლი.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
ხში­რად და­ის­ვე­ნეთ, არ გა­და­ი­ღა­ლოთ, მო­ე­რი­დეთ ფი­ზი­კურ დატ­ვირ­თვას, ვარ­ჯი­ში­სას სა­ში­ში ილე­თე­ბის შეს­რუ­ლე­ბას. მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქად ივარ­ჯი­შეთ და ისიც, მე­გო­ბარ­თან ან საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად. აკონ­ტრო­ლეთ წნე­ვა, იზ­რუ­ნეთ გუ­ლის სი­ჯან­სა­ღე­ზე, გა­ე­სინ­ჯეთ კარ­დი­ო­ლოგს. თვის ბო­ლოს მო­გინ­დე­ბათ იმიჯ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში იგ­რძნობთ ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას, გახ­შირ­დე­ბა მო­ბი­ლუ­რო­ბა.

9 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე იზ­რუ­ნეთ. იყა­ვით მო­მარ­თუ­ლი სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ნურც გარ­შე­მო მყო­ფებს და­ი­ვი­წყებთ ან და­ჩაგ­რავთ თქვე­ნი ლი­დე­რო­ბით. და­ი­ცა­ვით ბა­ლან­სი, რომ ზოგ­ჯერ თა­ვი­სუ­ფა­ლი იყოთ და ზოგ­ჯერ სხვა­ზე და­მო­უ­კი­დე­ბუ­ლი.

25 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მე­ტად ენ­დეთ ინ­ტუ­ი­ცი­ას. თუ საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი გაქვთ, მშვი­დი სა­უბ­რის დროს მო­აგ­ვა­რეთ. ეცა­დეთ, რომ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად გა­და­წყვი­ტოთ. შე­იძ­ლე­ბა ისარ­გებ­ლოთ პარტნი­ო­რის ფი­ნან­სე­ბით.

წყარო: ambebi.ge/astrology/
65 ნახვა
16-09-2022, 15:15
[xfgiven_online] [/xfgiven_online]