ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "ნუ ეცდებით ყველასა და ყველაფრის გაკონტროლებას"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი მორიელებისთვის "ნუ ეცდებით ყველასა და ყველაფრის გაკონტროლებას"

ნუ შე­უ­შინ­დე­ბით ცვლი­ლე­ბებს. ზო­გი­ერ­თი თქვენ­თვის სა­სარ­გებ­ლოც კი იქ­ნე­ბა. იმოქ­მე­დეთ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლად. მო­ი­მა­ტებს გა­დაღ­ლი­ლო­ბის, სი­ცა­რი­ე­ლის შეგ­რძნე­ბა და ეცა­დეთ, მე­ტად და­ის­ვე­ნოთ, და­უთ­მეთ დრო თქვენ­თვის სა­სი­ა­მოვ­ნო საქ­მი­ა­ნო­ბას. ნუ გა­ჩერ­დე­ბით გვი­ა­ნო­ბამ­დე სამ­სა­ხურ­ში, მეტი დრო გა­ა­ტა­რეთ სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. კარ­გი იქ­ნე­ბა გან­მარ­ტო­ე­ბა, მშვიდ გა­რე­მო­ში დას­ვე­ნე­ბა, გა­მო­ძი­ნე­ბა. გა­გი­ტა­ცებთ ოკულ­ტუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ იზ­რუ­ნებთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, იმუ­ნი­ტე­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ნუ ეც­დე­ბით ყვე­ლა­სა და ყვე­ლაფ­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბას, უსა­ფუძ­ვლო ეჭ­ვებ­მა შე­იძ­ლე­ბა და­გა­ზი­ა­ნოთ.

ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
თვის პირ­ველ დე­კა­და­ში გახ­შირ­დე­ბა მე­გობ­რებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი, ახა­ლი იდე­ე­ბის გან­ხილ­ვა და გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა მო­გინ­დე­ბათ. გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს, შე­იძ­ლე­ბა ინ­ტერ­ნეტ­ნაც­ნო­ბებ­საც და­უ­მე­გობ­რდეთ ან ასა­კით უმ­ცრო­სებს. სო­ცი­ა­ლუ­რად გა­აქ­ტი­უ­რე­ბის სურ­ვი­ლი მო­გე­ძა­ლე­ბათ. შუა ოქ­ტომ­ბრი­დან მოხ­დე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­და­ფა­სე­ბა, გა­და­ხე­დეთ თქვენს წარ­სულს, გა­მო­ი­ტა­ნეთ ობი­ექ­ტუ­რი დას­კვნე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი. და­ფიქ­რდით და ჩა­მო­წე­რეთ თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მა. ეცა­დეთ, გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოთ. ისა­უბ­რეთ ყვე­ლას­თვის გა­სა­გე­ბად. ბიზ­ნეს­პარტნი­ო­რე­ბის წი­ნა­შე იყა­ვით პირ­ნა­თე­ლი. არ გირ­ჩევთ სა­ეჭ­ვო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თვას.

სიყ­ვა­რუ­ლი
და­წყვი­ლე­ბუ­ლებ­მა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა. ხან­და­ხან მო­გინ­დე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბა, და­ფიქ­რე­ბა თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, მის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ნუ ჩა­იხ­ვევთ უსი­ა­მოვ­ნო ფიქ­რებს. მო­ე­რი­დეთ უსა­ფუძ­ვლო ეჭ­ვი­ა­ნო­ბას, პარტნი­ო­რის კონ­ტროლს. უმ­ჯო­ბე­სია, მეტი დრო და­უთ­მოთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მან შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სა­ვა­ლიც კი მო­გი­ტა­ნოთ. თუ ხვდე­ბით, რომ მარ­ტოს უსი­ა­მოვ­ნე­ბებ­თან გამ­კლა­ვე­ბა გი­ჭირთ, და­ე­ლა­პა­რა­კეთ თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს, მე­გო­ბარს, ფსი­ქო­ლოგს. ამ თვე­ში ფუ­ლის ფლან­გვას არ გირ­ჩევთ. ზო­გი­ერ­თებს მო­გინ­დე­ბათ ფა­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის გაბ­მა. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფილ­თან გა­და­წყვი­ტოთ შე­რი­გე­ბა.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
და­ბა­დე­ბის დღემ­დე მე­ტად და­ის­ვე­ნეთ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სეთ გან­წყო­ბა. მო­ე­რი­დეთ ნე­გა­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას და ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უარ­ყო­ფი­თად მოქ­მე­დე­ბენ თქვენ­ზე. თუ ემო­ცი­ებ­თან გამ­კლა­ვე­ბა გი­ჭირთ, მი­ა­კი­თხეთ ფსი­ქო­ლოგს, ნევ­რო­ლოგს. არ გირ­ჩევთ ფი­ზი­კურ გა­დაღ­ლას, მსუ­ბუ­ქად ივარ­ჯი­შეთ, კარ­გია ცურ­ვა. იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ზე. მი­ი­ღეთ ბუ­ნებ­რი­ვი ვი­ტა­მი­ნე­ბი, ხილი და ბოსტნე­უ­ლი. მო­ე­რი­დეთ შე­ბო­ლილ და შემ­წვარ პრო­დუქ­ტებს. ასა­კო­ვან­მა მო­რი­ე­ლებ­მა ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცეთ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას.

9 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას კო­ლე­გებ­თან, და­ას­რუ­ლეთ და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი. მე­ტად იზ­რუ­ნეთ ჯამ­რთე­ლო­ბა­ზე, ჩა­ი­ტა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის კურ­სი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ტო­ვე­ბა ან ასა­კის გამო პენ­სი­ა­ზე გას­ვლა გა­და­წყვი­ტოთ.

25 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მზე თქვენს ნი­შან­ში იქ­ნე­ბა და უნდა გა­აქ­ტი­ურ­დეთ. მო­გინ­დე­ბათ სი­ახ­ლე­ე­ბი, ცვლი­ლე­ბე­ბი. და­ი­წყეთ მიზ­ნე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ზო­გი­ერთს იმი­ჯის შეც­ვლა მო­გინ­დე­ბათ.

წყარო: ambebi.ge/astrology/
94 ნახვა
16-09-2022, 15:17
[xfgiven_online] [/xfgiven_online]