ახალი ეტაპი სიყვარულში და დაწინაურება სამსახურში - 2022 წლის შემოდგომის ნუმეროლოგიური პროგნოზი

ახალი ეტაპი სიყვარულში და დაწინაურება სამსახურში - 2022 წლის შემოდგომის ნუმეროლოგიური პროგნოზი

ნუმეროლოგები განმარტავენ, რა ცვლილებები ელის თითოეულ ჩვენგანს შემოდგომაზე:

სექტემბერი
სექტემბერს ადამიანების ცხოვრებაში ძალიან ბევრი და მნიშვნელოვანი ცვლილება მოაქვს. ნუმეროლოგების განმარტებით, ეს თვე პარტნიორული ურთიერთობების, სიყვარულისა და მეგობრობის თვალსაზრისით, გარდამტეხია. ზოგიერთი ადამიანი ურთიერთობების განმტკიცებასა და გაძლიერებას შეძლებს, ვიღაცები კი სამუდამოდ დაემშვიდობებიან ერთმანეთს. ასევე, სექტემბერში ბევრ ჩვენგანს დაწინაურება ან კიდევ კარიერულ საფეხურზე პოზიციების გამყარება ელის. ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა კი ოჯახში კარგი და კეთილი ურთიერთობების შენარჩუნებაა. ისწავლეთ სხვა ადამიანების მოსმენა და რჩევების გათვალისწინება, ეძებეთ კომპრომისები და ასე საერთო ენას მარტივად გამონახავთ.

ოქტომბერი
ოქტომბერი კომუნიკაციის თვეა. ნუმეროლოგების თქმით, ამ თვეში ადამიანებს ოჯახის შექმნა და მატერიალური კეთილდღეობის გაძლიერება ელით. ბევრი წყვილისთვის შესაძლოა წინა პლანზე უძრავი ქონების, სახლისა და ოჯახური ურთიერთობების საკითხი წამოვიდეს. ვიღაც ახალ სახლს შეიძენს, ვიღაც გაარემონტებს და ოჯახთან ერთად გადავა, ვიღაც კი საკუთარი სახლის ყიდვაზე იფიქრებს. ოქტომბერი ძალიან ბევრ საინტერესო ცვლილებას მოგიტანთ. ახლა ყველა შანსი გაქვთ, რომ კარიერაში დაწინაურდეთ, ახალი ცოდნა და გამოცდილება მიიღოთ. თუმცა, ეს არც ისე მარტივი იქნება. შესაძლოა, ამ თვეში სამსახურში პრობლემები და დაბრკოლებები შეგხვდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, შრომის სურვილი, სიზარმაცის დაძლევა, მოთმინება და გამძლეობა ყველა პრობლემის დაძლევაში დაგემარებათ. მზად იყავით, რომ ყველას დაუმტკიცოთ, რომ თქვენს საქმეში პროფესიონალი ხართ.

ნოემბერი
ნოემბერი გამძლეობის, სიმტკიცის, ფიზიკური ძალის გამოვლინებისა და სირთულეების დაძლევისა და წინააღმდეგობის გაწევის, დაპირისპირების თვეა. კონკრეტულად კი წელს, ნოემბერში სასიყვარულო ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდეს ადამიანი, რომელთანაც ურთიერთობას დაიწყებთ. ასევე, ეს თვე უფრო მეტ თავდაჯერებულობასა და გამბედაობას მოგანიჭებთ. შესაძლოა, სხვადასხვა სახის საჯარო ღონისძიებაში მიიღოთ მონაწილეობა, თავი გამოიჩინოთ და ლიდერული უნარებიც გამოავლინოთ. სამსახურში შესაძლოა თქვენს ძალიხმევას ხელი შეუშალონ და სხვაგვარად წარმოგაჩინონ, მაგრამ ნოემბერი, როგორც ნუმეროლოგები ამბობენ, წინააღმდეგობების დაძლევის თვეა და ნუ შეეგუებით უსამართლობას. ახლა უფრო მეტ ძალას იგრძნობთ და ზუსტად მიხვდებით, სადაა თქვენი ადგილი.

წყარო: beaumonde.ge
97 ნახვა
18-09-2022, 14:21
[xfgiven_online] [/xfgiven_online]