ფინანსური ჰოროსკოპი 2022 წლის შემოდგომისთვის - ზოდიაქოს რომელ ნიშანს ექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ვისთვის იქნება ეს პერიოდი არახელსაყრელი

ფინანსური ჰოროსკოპი 2022 წლის შემოდგომისთვის - ზოდიაქოს რომელ ნიშანს ექნება მნიშვნელოვანი ცვლილებები და ვისთვის იქნება ეს პერიოდი არახელსაყრელი

ასტროლოგები ასახელებენ, როგორი შემოდგომა ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ფინანსური თვალსაზრისით:

ვერძი
ვერძს ხშირად ფულის არამიზნობრივად დახარჯვა უყვარს. ისინი სპონტანურად ისეთ ნივთებს ყიდულობენ, რაც ბედნიერებას ანიჭებთ, თუმცა რამდენიმე დღეში შეიძლება ყურადღება აღარც მიაქციონ. ამიტომ, ძალიან კარგი იქნება, თუ ფულის გადანახვასაც მოახერხებთ. ასტროლოგების თქმით, სექტემბრის პირველ ნახევარში შესაძლოა მოულოდნელი ფულადი საჩუქრები და ბონუსები მიიღოთ. ფინანსური სტაბილურობა შემოდგომის მეორე ნახევარშიც გაგრძელდება და ყველა შანსი გექნებათ, რომ შემოსავალი მნიშვნელოვნად გაზარდოთ.

კურო
შემოდგომა კუროსთვის ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი პერიოდი იქნება და პრობლემები არ შეექმნებათ. თუმცა, ასტროლოგების თქმით, ეს დიდი ინვესტიციებისთვის საუკეთესო დრო არ არის, ამიტომ უმჯობესია, კუროებმა თანხა დაზოგოთ, შეაგროვოთ და განხორციელება შემდეგ თვეებში დაგეგმოთ. სექტემბერში შესაძლოა ახლობელ ადამიანს თქვენი ფინანსური დახმარება დასჭირდეს და ესეც გაუთვალისწინებელი ხარჯი იქნება.

ტყუპი
შემოდგომაზე ტყუპის მთავარი სიტყვა სტაბილურობაა. პლანეტები თქვენზე გავლენას ორი მხრიდან ახდენენ, აბალანსებენ შემოსავალსა და ხარჯებს. ძალიან დიდი და არამიზნობრივი შესყიდვებით განზრახ ნუ დაარღვევთ ამ ბალანსს და კარგად დაფიქრდით, რა გჭირდებათ რეალურად.

კირჩხიბი
შემოდგომა კირჩხიბებისთვის ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ მშვიდი აღმოჩნდება. თქვენ ამ სტაბილურობის მისაღწევად ბევრი იმუშავეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ახლა შეგიძლიათ, დაისვენოთ. განაგრძეთ განვითარება, დაგეგმეთ შემდგომი ნაბიჯები ბიუჯეტის გასაზრდელად. ენდეთ თქვენს ინტუიციას, ის სწორ გადაწყვეტილებებამდე მიგიყვანთ.

ლომი
შემოდგომა ლომებისთვის ცვლილებების დრო იქნება. თუ ბოლო დროს ფინანსების ნაკლებობა განიცადეთ, ახლა სიტუაცია დასტაბილურდება და იგრძნობთ, რომ თანხის დაგროვებას ახერხებთ. თუმცა, ფრთხილად იყავით, სპონტანური და არამიზნობრივი ხარჯების რისკიცაა და თქვენი შემოსავალი აკონტროლეთ.

ქალწული
შემოდგომაზე თქვენი შრომა და ძალისხმევა დაფასდება და ფინანსური თვალსაზრისით, საკმაოდ სტაბილური თვეები გექნებათ. იგრძნობთ ძალიან დიდ ენერგიას და ნელ-ნელა მიხვდებით, რომ პრობლემები, რომლებზეც დარდობდით, გვარდება. ნოემბერში კი მშვიდად დასვენებას შეძლებთ.

სასწორი
შემოდგომა, ფინანსური თვალსაზრისით, არც ისე ხელსაყრელია თქვენთვის. შესაძლოა, მოულოდნელად პარტნიორმა თქვენი დაფინანსება შეწყვიტოს ან კიდევ სამსახურში შეგხვდეთ სირთულეები. ფრთხილად იყავით და წინასწარ გარკვეული თანხა გადაინახეთ. ნოემბერში თქვენი ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება და საკუთარი მიზნების განხორციელებასაც შეძლებთ.

მორიელი
ფინანსური თვალსაზრისით, მორიელებისთვის შემოდგომა ნამდვილად მშვიდი და სტაბილური იქნება, მაგრამ იმისათვის, რომ ეს სტაბილურობა შეინარჩუნოთ, განვითარება კვლავ უნდა განაგრძოთ. თანმიმდევრულად და ზუსტად გაწერეთ, რისი გაკეთება გსურთ. ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, რომ შემოდგომაზე წითელი, ნარინჯისფერი და მარჯნისფერი ნივთები შეიტანოთ გარდერობში. ეს ხელსაყრელ ენერგიას მოგიტანთ და წარმატების მოზიდვას შეძლებთ.

მშვილდოსანი
ამ შემოდგომაზე შეგიძლიათ სასიამოვნო შოპინგი და გართობა მოაწყოთ. ფულის დახარჯვა იმაზე, რაც გიყვართ, საშუალებას მოგცემთ, თქვენი პოზიტიური ენერგია შეავსოთ და ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოთ. ოქტომბერი ახალი პროექტების განსახორციელებლად შესანიშნავი დროა და ესეც დადებითად აისახება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.

თხის რქა
ფინანსური თვალსაზრისით, შემოდგომა თქვენთვის მშვიდი და სტაბილური იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, სასიამოვნო შოპინგი კი თქვენს საფულეს დიდად არ დააზიანებს, პირიქით, ეს აუცილებელიცაა, რომ დადებითი ენერგიით დაიმუხტოთ. ნოემბერში კი კარგი იქნება, თუ დროს გამონახავთ და ოჯახთან ერთად დაისვენებთ.

მერწყული
შემოდგომაზე შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ფინანსური წარუმატებლობა გაწუხებთ. ეს არის შემთხვევა, რომ გადახედოთ სამოქმედო გეგმას და მასში საჭირო კორექტირება შეიტანოთ. ახლობლები ინიციატივას გამოიჩენენ და ფინანსური სირთულეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ოქტომბერში რეკომენდებულია, განსაკუთრებული ყურადღება ვალუტის ცვლილებას მიაქციოთ, რომ ამით სარგებელი ნახოთ.

თევზები
შემოდგომაზე სამსახურში ძალიან ბევრს იშრომებთ და კარიერაზე იქნებით ორიენტირებული. ახლა ცვლილებებისა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მისაღებად საუკეთესო დრო არ არის. ჰკითხეთ რჩევა ვინმეს, ვისაც ენდობით, აწონ-დაწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება. ეს მიდგომა საშუალებას მოგცემთ, არ დაკარგოთ დანაზოგი და პირიქით, გაზარდოთ კიდეც შემოსავალი.

წყარო: beaumonde.ge
114 ნახვა
18-09-2022, 14:24
[xfgiven_online] [/xfgiven_online]