19-25 სექტემბრის სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

19-25 სექტემბრის სილამაზის კალენდარი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

მთვარე კლებადია და უნდა დავასრულოთ ყველა დაწყებული საქმე, რადგან მომდევნო ორშაბათს, 1:55-ზე, ახალმთვარეობას ველოდებით სასწორის ნიშანში. იყავით დაკვირვებული გადაადგილებისას, ფინანსური საკითხების მოგვარებისას, მიმოწერისას ნუ დაგვავიწყდება, რომ მერკური რეტროგრადულია. საინტერესო დღეა 23 სექტემბერი. ამ დღეს შემოდგომის ბუნიობა გველოდება და რაც ყველაზე მთავარია, მზე სასწორის ზოდიაქოში გადადის. გაისეირნეთ ბუნებაში, გააჩუქეთ ნივთები, რომლებიც აღარ გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ მოამზადებთ გემრიელობას და გაუმასპინძლდებით ოჯახის წევრებს.

19 სექტემბერი, მთვარე კირჩხიბშია. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. არ გადატვირთოთ კუჭი. კარგია აბაზანის მიღება, კარგ შედეგს მოგიტანთ დამატენიანებელი კრემების გამოყენება. ცუდია ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. მოერიდეთ ტყუილის თქმას.

21 სექტემბერი, მთვარე ლომშია. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, ფლირტის სურვილი. გაუფრთხილდით გულს. არ გადაიღალოთ. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები. კარგია ზურგის გავარჯიშება, თმის შეჭრა, თუ გსურთ, რომ ვარცხნილობა დიდი ხნით შეინარჩუნოთ.
ცუდია ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა, მარილიანი პროდუქტების ჭამა.

23 სექტემბერი, მთვარე 11:54-ზე ქალწულს ეწვევა. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ. კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება, ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება. ცუდია მუცლის ვარჯიშების შესრულება.

25 სექტემბერი, მთვარე 20:43-დან სასწორში იქნება. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი. მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

წყარო: marao.ge
85 ნახვა
19-09-2022, 13:43
[xfgiven_online] [/xfgiven_online]