რას მოგვიტანს სელენას გადასვლა თევზებში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

რას მოგვიტანს სელენას გადასვლა თევზებში, პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

სე­ლე­ნა, ჩვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი, თევ­ზე­ბის ნი­შან­ში გა­და­ვი­და, სა­დაც დარ­ჩე­ბა 2023 წლის 13 აპ­რი­ლამ­დე. სე­ლე­ნა არის ფიქ­ტი­უ­რი წერ­ტი­ლი და ის ყო­ველ 7 თვე­ში ერთხელ იც­ვლის ნი­შანს. პი­რად რუ­კა­ში კი 7 წე­ლი­წად­ში ერთხელ ბრუნ­დე­ბა თა­ვის ნი­შან­ში. ამი­ტომ, თუ ხართ 7, 14, 21, 28, 35, 42, 49, 56, 63 და ა.შ. წლის სე­ლე­ნა თქვენ ნი­შან­ში დაბ­რუნ­და და გაძ­ლევთ ცხოვ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის, გა­მოს­წო­რე­ბის, ყო­ვე­ლი­ვე ცუ­დის მო­შო­რე­ბის შანსს. თქვენ წი­ნა­ში იღე­ბა კარი, რომ და­ი­წყოთ ახა­ლი ცხოვ­რე­ბა. იყა­ვით მზად ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის. სე­ლე­ნას თევ­ზებ­ში ყოფ­ნის დროს მეტი დრო და­უთ­მეთ ქველ­მოქ­მე­დე­ბას, მი­უ­ტე­ვეთ, აპა­ტი­ეთ გარ­შე­მო მყო­ფებს. კარ­გი იქ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. თევ­ზე­ბის სახ­ლი მფარ­ვე­ლობს და­ხუ­რუ­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს. ესე­ნია: ციხე, შე­ზღუ­დულ შე­საძ­ლებ­ლო­ბა­თა, ბავ­შვთა და მო­ხუ­ცე­ბულ­თა სახ­ლი და შე­იძ­ლე­ბა მეტი ყუ­რა­დღე­ბა და­ეთ­მოს მათ­ზე ზრუნ­ვას, მათ­თვის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

სე­ლე­ნას ტრან­ზი­ტი თევ­ზებ­ში ზო­დი­ა­ქოს ყვე­ლა ნი­შან­ზე იმოქ­მე­დებს გავ­ლე­ნას, პროგ­ნოზს გა­ე­ცა­ნით თქვე­ნი მზი­სა და ას­ცენ­დენ­ტის ნიშ­ნე­ბის მი­ხედ­ვით:

ვერ­ძი
გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ო­დი გე­ლო­დე­ბათ. მო­ი­ცი­ლებთ ყვე­ლა­ფერს, რაც ხელს გიშ­ლით გან­ვი­თა­რე­ბა­ში, წინსვლა­ში. შეს­თხო­ვეთ მფარ­ველ ან­გე­ლოზს, რომ გა­გა­თა­ვი­სუფ­ლოთ მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან, ფო­ბი­ე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან; რომ გახ­დეთ სუ­ლი­ე­რად და ფი­ზი­კუ­რად მე­ტად ჯან­მრთე­ლი. მო­გინ­დე­ბათ გან­მარ­ტო­ე­ბა, სუ­ლი­ერ სამ­ყა­რო­ში გარ­კვე­ვა. მო­ი­ნა­ხუ­ლეთ წმინ­და ად­გი­ლე­ბი. გა­წყვი­ტავთ ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნო კავ­შირს. თუ გსურ­დათ, შორს გამ­გზავ­რე­ბა და და­ფუძ­ნე­ბა, გა­მო­გი­ვათ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბით ეზო­ტე­რი­კუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბით, და­კავ­დე­ბით სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბით.

კურო
გა­აქ­ტი­ურ­დით სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ აი­ყო­ლი­ებთ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­საც და და­ეხ­მა­რე­ბით ბავ­შვებს, მო­ხუ­ცებს, ჩა­ერ­თვე­ბით სო­ცი­ა­ლურ პრო­ექ­ტებ­ში. გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზე­ბი გახ­დე­ბი­ან თქვენ­თვის. იზ­რუ­ნეთ ნათ­ლუ­ლებ­ზე, გე­რებ­ზე. შექ­მე­ნით ინ­ტერ­ნეტჯ­გუ­ფი, ბლო­გი, სა­დაც და­ეხ­მა­რე­ბით ადა­მი­ა­ნებს რჩე­ვე­ბით, გა­უ­ზი­ა­რებთ მო­საზ­რე­ბებს. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა გე­ლო­დე­ბათ ინ­ტერ­ნე­ტით, წვე­უ­ლე­ბა­ზე, მე­გობ­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში.

ტყუ­პი
და­წი­ნა­უ­რე­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის ამაღ­ლე­ბის­თვის მო­ემ­ზა­დეთ. თუ გსურ­დათ კა­რი­ე­რა­ში წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვა, სე­ლე­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ. ზოგი და­ი­წყებთ ან გა­ნა­ვი­თა­რებთ უკვე არ­სე­ბულ ბიზ­ნესს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი გა­და­წყვეტთ და­ქორ­წი­ნე­ბას და ეს ბედ­ნი­ე­რი, მყა­რი კავ­ში­რი იქ­ნე­ბა. ზო­გი­ერ­თი გახ­დე­ბით ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი, ელი­ტუ­რი ბი­ნის მფლო­ბე­ლი. მე­ტად იზ­რუ­ნეთ ასა­კით უფ­როს ნა­თე­სა­ვებ­ზე. არ გირ­ჩევთ მათ­თან კა­მათს. მო­ე­რი­დეთ და­პი­რის­პი­რე­ბას ზემ­დგო­მებ­თან, კა­ნონ­დამ­ცვე­ლებ­თან.

კირჩხი­ბი
სე­ლე­ნა მო­გი­ტანთ ახალ პერ­სპექ­ტი­ვებს. თუ სურ­ვი­ლი გქონ­დათ უცხო­ეთ­ში გე­მოგ­ზა­უ­რათ ან გამ­გზვა­რე­ბუ­ლი­ყა­ვით სას­წავ­ლებ­ლად აგის­რულ­დე­ბათ. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ემიგ­რა­ცი­ა­ში გა­ემ­გზავ­როთ, და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა უცხო­ეთ­ში. და­უ­მე­გობ­რეთ უცხო­ე­ლებს. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ და­ი­წყებთ ლექ­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბას ან თა­ვად გა­და­წყვეტთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას. კარ­გი პე­რი­ო­დი გე­ლით იუ­რისტ ნიშ­ნებს. გირ­ჩევთ არ და­არ­ღვი­ოთ წე­სე­ბი. ზო­გი­ერთს შე­იძ­ლე­ბა შე­გე­ძი­ნოთ შვი­ლიშ­ვი­ლი.

ლომი
კრი­ზი­სებს იო­ლად გა­და­ლა­ხა­ვათ. უფრო მე­ტიც, სირ­თუ­ლე­ე­ბის გა­და­ლახ­ვით უფრო გა­ი­უმ­ჯო­ბე­სებთ ცხოვ­რე­ბას. თუ უსი­ა­მოვ­ნე­ბა გქონ­დათ ფი­ნან­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იო­ლად მო­აგ­ვა­რებთ. არ გა­გი­ჭირ­დე­ბათ სეს­ხის აღე­ბა, თუ გა­და­წყვე­ტი­ლი გაქვთ. და­ა­ბან­დეთ ფული მხო­ლოდ სარ­ფი­ან ბიზ­ნეს­ში ან თუ უკვე გაქვთ და­ბან­დე­ბუ­ლი, მი­ი­ღებთ დი­ვი­დენ­დებს. ტრანსფორ­მა­ცია, ბევ­რი ცვლი­ლე­ბა გე­ლო­დე­ბათ, მაგ­რამ მიხ­ვდე­ბით, რომ გა­ი­ზარ­დეთ, უკე­თე­სი გახ­დით.

ქალ­წუ­ლი
პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში გე­ლო­დე­ბათ და­ცუ­ლო­ბა. თუ მარ­ტო­ხე­ლა ხართ, გა­იც­ნობთ ადა­მი­ანს, ვინც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის მეგ­ზუ­რი გახ­დე­ბა. ან გა­ი­ჩენთ ერ­თგულ მე­გო­ბარს, საქ­მი­ან პარტნი­ორს. მი­ი­ღებთ დახ­მა­რე­ბას, მზრუნ­ვე­ლო­ბას გარ­შე­მო მყო­ფე­ბის­გან და ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც კი. ისი­ნი უჩ­ვე­უ­ლო სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში მფარ­ველ ან­გე­ლო­ზე­ბად მო­გევ­ლი­ნე­ბი­ან. ამას­თან, თა­ვა­დაც მო­გე­თხო­ვე­ბათ ახ­ლობ­ლებ­ზე ზრუნ­ვა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­ზე ნუ იფიქ­რებთ, ახ­ლობ­ლე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ. იფიქ­რეთ რა უნდა გას­ცეთ და არა, რა უნდა მი­ი­ღოთ. სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი ელო­დე­ბათ მომ­სა­ხუ­რებს სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე­ებს, გა­ი­ჩენთ მად­ლი­ერ კლი­ენ­ტებს.

სას­წო­რი
თუ სამ­სა­ხუ­რის მა­ძი­ე­ბე­ლი ხართ, სა­უ­კე­თე­სო კომ­პა­ნი­ა­ში, პი­რო­ბებ­ში და­ი­წყებთ მუ­შა­ო­ბას. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კო­ლე­გებ­თან, დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლებ­თან. სამ­სა­ხურ­ში არ გირ­ჩევთ ჭო­რებ­სა და შეთ­ქმუ­ლე­ბებ­ში ჩარ­თვას, იყა­ვით ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი. დახ­მა­რე­ბა­ზე არა­ვის უთხრათ უარი, შე­იძ­ლე­ბა ავად მყო­ფი ახ­ლობ­ლის მოვ­ლამ მო­გი­წი­ოთ. ზო­გა­დად იზ­რუ­ნეთ ახ­ლობ­ლებ­ზე, გა­ა­ნე­ბივ­რეთ გემ­რი­ე­ლო­ბე­ბით, კომ­ფორ­ტით. გა­თა­ვი­სუფ­ლდით მავ­ნე ჩვე­ვე­ბის­გან, მა­წყი­ნა­რი საკ­ვე­ბი, ალ­კო­ჰი­ლი, მო­წე­ვა. სა­უ­კე­თე­სო დროა მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, მი­აგ­ნებთ მცოდ­ნე სპე­ცი­ა­ლისტს, მკურ­ნა­ლო­ბის კურსს და გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბით. გა­გი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბათ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი.

მო­რი­ე­ლი
სე­ლე­ნა ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო ცვლი­ლე­ბებს გპირ­დე­ბათ. წარ­მა­ტე­ბას მო­გი­ტანთ თქვე­ნი შე­მოქ­მე­დე­ბა, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ ახა­ლი იდე­ე­ბი. ჰობი შე­იძ­ლე­ბა შე­მო­სავ­ლის წყა­როდ გა­და­გექ­ცეთ. აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თეთ სპორ­ტულ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბებ­ში, გა­მარ­ჯვე­ბე­ბი გე­ლით. მეტი დრო და­უთ­მეთ შვი­ლებ­თან ყოფ­ნას. ისი­ნი თა­ვი­ან­თი გა­მარ­ჯვე­ბე­ბით გა­გა­ხა­რე­ბენ. ხოლო თუ აპი­რებთ შვი­ლის გა­ჩე­ნას, ეს ბავ­შვი თქვე­ნი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზი გახ­დე­ბა. გახ­შირ­დე­ბა წვე­უ­ლე­ბებ­სა და დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე დას­წრე­ბა, ზო­გა­დად, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა მე­ტად მხი­ა­რუ­ლი და ბედ­ნი­ე­რი გახ­დე­ბა. მარ­ტო­ხე­ლებს სა­ინ­ტე­რე­სო ნაც­ნო­ბო­ბა და ფლირ­ტი გე­ლო­დე­ბათ. არ­სე­ბუ­ლი კავ­ში­რი კი მე­ტად რო­მან­ტი­კუ­ლი გახ­დე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი
მი­მარ­თეთ თქვე­ნი ყუ­რა­დღე­ბა სა­ო­ჯა­ხო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბის­კენ. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი მშობ­ლე­ბის, ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. ხში­რად მო­ა­წყვეთ ოჯა­ხუ­რი შეკ­რე­ბე­ბი. გა­ნა­ახ­ლეთ ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბი. შე­ა­რი­გეთ ერ­თმა­ნეთ­ზე გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი. ზო­გი­ერ­თი გახ­დე­ბით უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის - ბი­ნის ან აგა­რა­კის მფლო­ბე­ლი. ან და­ი­წყებთ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას, ბი­ნის გა­რე­მონ­ტე­ბას. თუ გა­და­წყვე­ტი­ლი გაქვთ, და­ფუძნ­დე­ბით უცხო­ეთ­ში.

თხის რქა
ახა­ლი იდე­ე­ბი საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში, პროგ­რეს­ში და­გეხ­მა­რე­ბათ; გა­ი­ჩენთ ახალ მე­გობ­რებ­საც. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ და­ი­წყებთ სწავ­ლას, ჩა­ე­წე­რე­ბით თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კურ­სებ­ზე. ყუ­რა­დღე­ბით იყა­ვით მი­ი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­სად­მი; ზოგი ბევრ სი­კე­თეს მო­გი­ტანთ. არ გირჩვებთ ჭო­რა­ო­ბას, ენე­ბის მი­ტან-მო­ტა­ნას. გახ­შირ­დე­ბა მი­მოს­ვლა ახლო მან­ძილ­ზე - მივ­ლი­ნე­ბა, პიკ­ნი­კი.

მერ­წყუ­ლი
სე­ლე­ნა და­გეხ­მა­რე­ბათ, გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი სამ­სა­ხუ­რი ან შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. ირ­წმუ­ნებთ სა­კუ­თარ ძა­ლებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს და მე­ტად და­ა­ფა­სებთ სა­კუ­თარ თავს. ზო­გი­ერ­თი შე­იძ­ლე­ბა ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თებს მფლო­ბე­ლი გახ­დეთ, ფული და­ა­ბან­დოთ ხე­ლოვ­ნე­ბის ნივ­თებ­ში, ძვი­რად ღი­რე­ბულ სამ­კა­უ­ლებ­ში ან სარ­ფი­ან ბიზ­ნეს­ში.

თევ­ზე­ბი
სე­ლე­ნა თქვენს ნი­შან­ში გად­მო­ვი­და და და­გეხ­მა­რე­ბათ, მი­აღ­წი­ოთ იმ მწვერ­ვა­ლებს, რა­ზეც ადრე მხო­ლოდ ოც­ნე­ბობ­დით. თქვენ­თვის გა­ი­ღე­ბა ყვე­ლა კარი, მთა­ვა­რია, მო­ინ­დო­მოთ გან­ვი­თა­რე­ბა, წინსვლა და არ გა­ჩერ­დეთ ერთ ად­გილ­ზე. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ თქვე­ნი სა­უ­კე­თე­სო თვი­სე­ბე­ბი, ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა. სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­დამ­რჩე­ნე­ლიც უნდა იყოთ და სხვე­ბის­თვი­საც სარ­გებ­ლის მომ­ტა­ნი. მე­ტად გა­მო­ავ­ლი­ნეთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ. იყა­ვით მიმ­ტე­ვე­ბე­ლი. მარ­ტო­ხე­ლებს მო­გე­ცე­მათ შან­სი, გა­იც­ნოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თქვე­ნი სა­ბე­დო გახ­დე­ბა.

წყარო: ambebi.ge/astrology/
88 ნახვა
20-09-2022, 01:44
[xfgiven_online] [/xfgiven_online]