ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის "შეიძლება საიდუმლო პროექტზე დაიწყოთ მუშაობა"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თევზებისთვის "შეიძლება საიდუმლო პროექტზე დაიწყოთ მუშაობა"

აკონ­ტრო­ლეთ ემო­ცი­ე­ბი, მო­ი­მა­ტებს სტრე­სუ­ლი და ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი. ოქ­ტომ­ბერ­ში ბევ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­და­ლახ­ვა მო­გი­წევთ. უნდა იბ­რძო­ლოთ, რომ და­იმ­კვიდ­როთ კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლი მზის ქვეშ. დაკ­ვირ­ვე­ბით მო­აგ­ვა­რეთ ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. თუ გო­ნივ­რუ­ლად იმოქ­მე­დებთ, სარ­ფი­ა­ნად და­ა­ბან­დებთ ფულს ან მი­ი­ღებთ სარ­გე­ბელს. გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ ინ­ტე­რე­სი ფსი­ქო­ლო­გი­ის, ეზო­ტე­რი­კუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი­სად­მი. ზო­გა­დად სა­უ­კე­თე­სო თვეა პრო­ფე­სი­უ­ლი დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად, თვით­გა­ნათ­ლე­ბის­თვის. არ გირ­ჩევთ ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მშობ­ლებ­თან კა­მათს, ურ­თი­ერ­თო­ბის და­ძაბ­ვას. იყა­ვით მზრუნ­ვე­ლი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მართ. ნუ მი­ა­ტო­ვეთ მშობ­ლი­ურ სახ­ლს.

ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას ითხოვს ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბი. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ დიდი თან­ხა. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტოთ სამ­სა­ხუ­რის, საქ­მი­ა­ნო­ბის შეც­ვლა. არ გირ­ჩევთ კა­მათს კო­ლე­გებ­თან. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ვერ გა­ა­მარ­თლოს თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი. არ გირ­ჩევთ კონ­ფლიქ­ტებ­ში ჩარ­თვას; სარ­კაზ­მის გა­მოვ­ლე­ნას. უბ­რა­ლოდ, გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ შეც­დო­მე­ბი, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის რე­აქ­ცი­ე­ბი და გა­აგ­რძე­ლეთ მუ­შა­ო­ბა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ სა­ი­მე­დო ადა­მი­ა­ნებ­თან იმუ­შა­ვებთ წყვილ­ში. ერ­თად უკე­თეს შე­დე­გებს მა­იღ­წევთ. შუა ოქ­ტომ­ბრი­დან ინ­ტუ­ი­ცია გა­გიმ­ძაფ­რდე­ბათ და კარ­გად გა­მო­იც­ნობთ ადა­მი­ა­ნე­ბის ში­ნა­გან სამ­ყა­როს, გა­ი­გებთ მათ სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს. თუმ­ცა, მო­ე­რი­დეთ ხმა­მაღ­ლა მათ გაჟ­ღე­რე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი თქვენ­თვის შე­ი­ნა­ხეთ. ზო­გი­ერ­თმა კი შე­იძ­ლე­ბა სა­ი­დუმ­ლო პრო­ექ­ტზე და­ი­წყოთ მუ­შა­ო­ბა. ამა­ზეც ნუ­რა­ვის­თან ისა­უბ­რებთ.

სიყ­ვა­რუ­ლი
მო­ი­მა­ტებს თქვე­ნი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა გარ­შე­მო მყო­ფე­ბის თვალ­ში. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბი მო­ე­რი­დეთ სა­ეჭ­ვო კავ­ში­რე­ბის გაბ­მას, მე­უღ­ლის ღა­ლატს. უმ­ჯო­ბე­სია, ერ­თად და­ი­წყოთ საქ­მე­ე­ბი, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბა. იყა­ვით მე­ტად მზრუნ­ვე­ლი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის მი­მართ. ერ­თად გა­ემ­გზავ­რეთ რამ­დე­ნი­მე დღით ქა­ლაქ­გა­რეთ, მო­ი­წყვეთ "თაფ­ლო­ბის თვე". ერ­თად და­გეგ­მეთ და მო­აგ­ვა­რეთ ოჯახ­თან, უძ­რავ ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი. შე­თან­ხმდით შვი­ლე­ბის აღ­ზრდის სა­ერ­თო მე­თოდ­ზე. მარ­ტო­ხე­ლებს ოქ­ტომ­ბრის მე­სა­მე დე­კა­და­ში რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა და და­წყვი­ლე­ბა გე­ლო­დე­ბათ. მოვ­ლე­ნე­ბი უს­წრა­ფე­სად გან­ვი­თარ­დე­ბა და ფლირ­ტი სწრა­ფად გა­და­იზ­რდე­ბა და­უ­ვი­წყარ რო­მან­ში. ეს იქ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის გვერ­დი­თაც თავს ბედ­ნი­ე­რად, მშვი­დად და მყუ­დოდ იგ­რძნობთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
მო­ე­რი­დეთ სა­რის­კო საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში ჩარ­თვას. არ გირ­ჩევთ სპორ­ტის ექ­სტრე­მა­ლურ სა­ხე­ო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. კარ­გია ფიტ­ნე­სი, აე­რო­ბი­კა, ცეკ­ვა. მე­ტად იზ­რუ­ნეთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მი­ი­ღებთ ვი­ტა­მი­ნე­ბის კურსს.

9 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მე­ტად იზ­რუ­ნეთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. და­იბ­რუ­ნებთ ვალს, რო­მე­ლიც და­ვი­წყე­ბუ­ლი გქონ­დათ. სა­ო­ჯა­ხო ბი­უ­ჯე­ტი გონვრუ­ლად უნდა გა­ა­ნა­წი­ლოთ.

25 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ შე­გეც­ვლე­ბათ წარ­მოდ­გე­ნა გარ­შე­მო მყო­ფებ­ზე, მოვ­ლე­ნებ­ზე. მო­გინ­დე­ბათ ფი­ლო­სო­ფი­ურ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ გა­და­წყვი­ტოთ სა­ცხოვ­რებ­ლად გამ­გზავ­რე­ბა. დაკ­ვირ­ვე­ბა გმარ­თებთ უცხო­ეთ­ში გა­სამ­გზავ­რე­ბე­ლი სა­ბუ­თე­ბის მოგ­ვა­რებ­სას.

წყარო: ambebi.ge/astrology/
95 ნახვა
21-09-2022, 02:55
[xfgiven_online] [/xfgiven_online]