ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის "საუკეთესო თვე გელოდებათ ხელოვან ნიშნებს"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ტყუპისთვის "საუკეთესო თვე გელოდებათ ხელოვან ნიშნებს"

მო­ი­მა­ტებს ოპ­ტი­მის­ტუ­რი გან­წყო­ბა და ენერ­გია. მო­გინ­დე­ბათ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა, გარ­შე­მო მყო­ფე­ბის სიყ­ვა­რუ­ლის მო­პო­ვე­ბა. უმე­ტე­სო­ბას რო­მან­ტი­კუ­ლი თავ­გა­და­სა­ვა­ლი გე­ლო­დე­ბათ. და­წყვი­ლე­ბუ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­შიც კი მოხ­დე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბი, მეტ სიმ­სუ­ბუ­ქეს, ფლირტს შე­ი­ტანთ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. გახ­შირ­დე­ბა გა­სარ­თობ და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, ფული მო­ი­გოთ ლა­ტა­რი­ა­ში. მეტ ყუ­რა­დღე­ბა­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბას სა­ჭი­რო­ე­ბენ ბავ­შვე­ბი.

ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, რომ სახ­ლი­დან იმუ­შა­ოთ, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნე­ბა, მარ­ტო უფრო პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­არ­თმევთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს თავს. მო­გინ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­ნე­ბივ­რე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო წიგ­ნე­ბით, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გა­სარ­თო­ბით. და­გე­ბა­დე­ბათ უჩ­ვე­უ­ლო იდე­ე­ბი და მო­გინ­დე­ბათ მათი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. 10 ოქ­ტომ­ბრი­დან თქვენს ყუ­რა­დღე­ბას მი­იქ­ცევს ინო­ვა­ცი­ე­ბი, მო­გინ­დე­ბათ კარ­დი­ნა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, ბიზ­ნე­სის გა­ფარ­თო­ე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა. ამას­თან, არ გირ­ჩევთ გარ­შე­მო მყო­ფებ­თან სა­კუ­თარ მიზ­ნებ­ზე სა­უ­ბარს. ჯერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ და მერე იტ­რა­ბა­ხეთ. სა­უ­კე­თე­სო თვე გე­ლო­დე­ბათ ხე­ლო­ვან ნიშ­ნებს, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან, შე­მოქ­მე­დე­ბას­თან. მო­ი­მა­ტებს სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი, გა­გიჩ­ნდე­ბათ ახა­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი.

სიყ­ვა­რუ­ლი
ჯერ ბავ­შვებ­ზე იზ­რუ­ნეთ. პა­ტა­რებ­თან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბი. ჩა­ერ­თეთ სა­ხე­ლოვ­ნე­ბო (ხატ­ვა, ძერ­წვა) საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. თი­ნე­ი­ჯე­რებს კი უნდა და­უ­მე­გობ­რდეთ. ოქ­ტომ­ბე­რი სა­უ­კე­თე­სო თვეა საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. ხში­რად მო­უ­წყვეთ რო­მან­ტი­კუ­ლი პა­ე­მა­ნი, გა­ა­ნე­ბივ­რეთ სა­ჩუქ­რე­ბით. ოჯახ­თან ერ­თად გა­ემ­გზავ­რეთ პიკ­ნიკ­ზე, ქა­ლაქ­გა­რეთ. მარ­ტო­ხე­ლებს კი შე­სა­ნიშ­ნა­ვი შან­სი გეძ­ლე­ვათ, რომ და­წყვილ­დეთ. აი, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლებს არ გირ­ჩევთ მე­უღ­ლის ღა­ლატს.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
მხნე და ენერ­გი­უ­ლი ხართ. ად­ვი­ლად ჩა­ერ­თვე­ბით სი­ახ­ლე­ებ­ში. მო­გინ­დე­ბათ აქ­ტი­უ­რო­ბა. თუ დიდი ხა­ნია ოც­ნე­ბობთ მავ­ნე ჩვე­ვებ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბას, დი­ე­ტი­სა და ვარ­ჯი­შის და­წყე­ბას, ახლა დროა. უნდა მო­ი­ცი­ლოთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხელს გიშ­ლით უკეთ ცხოვ­რე­ბა­ში. თუ მარ­ტოს გი­ჭირთ, აი­ყო­ლი­ეთ მე­გო­ბა­რი, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი და ერ­თად იზ­რუ­ნეთ გა­მო­ჯან­სა­ღე­ბა­ზე. მო­ე­რი­დეთ გა­ცი­ვე­ბას. თვის ბო­ლოს, გა­ი­ნე­ბივ­რეთ სა­კუ­თა­რი თავი და შე­ი­ძი­ნეთ ოქ­როს სამ­კა­უ­ლი.

9 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ ნუ გა­არ­თუ­ლებთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას მე­გობ­რებ­თან. შე­იძ­ლე­ბა დას­რულ­დეს პრო­ექ­ტი, რო­მელ­ზეც თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად მუ­შა­ობ­დით. ან მე­გო­ბა­რი გა­ემ­გზავ­როს სხვა ქა­ლაქ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად და ამის გამო და­შორ­დეთ.

25 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ და­ნერ­გეთ ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წესი. 23 ოქ­ტომ­ბრამ­დე გარ­თო­ბი­სა და მხი­ა­რუ­ლე­ბის­თვის უნდა მო­ი­ცა­ლოთ. ბავ­შვე­ბის (შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი) და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი იდე­ე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის. 23-დან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ შე­იც­ვლით სა­მუ­შაო გრა­ფიკს, გა­რე­მოს.

წყარო: ambebi.ge/astrology/
68 ნახვა
22-09-2022, 15:16
[xfgiven_online] [/xfgiven_online]