ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის "გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო"

ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის "გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო"

ოქ­ტომ­ბე­რი ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხე­ბით და­გა­მახ­სოვ­რდე­ბათ. ფული რო­გორც ად­ვი­ლად მოვა თქვენ­თან, ისე­ვე ად­ვი­ლად გაფ­ლან­გავთ. უამ­რა­ვი რამე გექ­ნე­ბათ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი, რა­შიც ფული და­გე­ხარ­ჯე­ბათ. მო­გინ­დე­ბათ ლა­მა­ზი და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­ძე­ნა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, სახ­ლის­თვის. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ობს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას შრო­მით შეძ­ლებთ. აგ­რეთ­ვე გა­მო­გიჩ­ნდე­ბათ შე­მო­სავ­ლის და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო. გა­ა­ფორ­მებთ სარ­ფი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას, რაც ისევ ფი­ნან­სურ კე­თილ­დღე­ო­ბას მო­გიტ­ნათ. თუ ოჯახ­ში ძი­რი­თა­დი შე­მომ­ტა­ნი თქვენ ხართ, გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, უსი­ა­მოვ­ნე­ბე­ბი შე­გექ­მნათ წევ­რებ­თან.

ბიზ­ნე­სი, სამ­სა­ხუ­რი
სა­უ­კე­თე­სო დროა ჩა­ნა­ფიქ­რე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად. უნდა მი­ი­ღოთ ის, რა­ზეც ოც­ნე­ბობ­დით - კა­რი­ე­რა, და­წი­ნა­უ­რე­ბა. ისევ და ისევ მო­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბით მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე. ენერ­გია ულე­ვი გექ­ნე­ბათ და უამ­რა­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბით გან­ვი­თა­რე­ბას, საქ­მის მოგ­ვა­რე­ბას შეძ­ლებთ. ამას­თან, გირ­ჩევთ ცოტა მეტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა გა­მო­ავ­ლი­ნოთ. გარ­შე­მო მყო­ფე­ბის შე­ქე­ბაც და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს თქვენ­ზე. მხო­ლოდ ისეთ საქ­მე­ებს მო­კი­დეთ ხელი და ისე­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ა­ფორ­მეთ, რაც ფულს მო­გი­ტანთ. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ფულს და­ა­ბან­დებთ სარ­ფი­ან ბიზ­ნეს­ში, ძვი­რად ღი­რე­ბულ ნივ­თებ­ში. თუ ხვდე­ბით, რომ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის ცოდ­ნა გაკ­ლი­ათ, და­ა­ბან­დეთ ფული სა­კუ­თარ გა­ნათ­ლე­ბა­ში.

სიყ­ვა­რუ­ლი
სახ­ლის მო­წეს­რი­გე­ბის, მო­ლა­მა­ზე­ბის დროა. შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ ლა­მა­ზი ნივ­თე­ბი, 4 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ - კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი და სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ტექ­ნი­კა. მო­გინ­დე­ბათ, რომ მე­უღ­ლემ მე­ტად უზ­რუნ­ველგყოთ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად. არ გირ­ჩევთ მას­თან კა­მათს ფუ­ლის გამო, არც მისი უმოქ­მე­დო­ბის გამო. ნუ დას­დებთ ბრალს სი­ზარ­მა­ცე­ში. უმ­ჯო­ბე­სია, ოჯა­ხის მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი სა­კუ­თარ ხელ­ში აი­ღოთ. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა ქმრის­გან ფული მი­ი­ღოთ ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ნივ­თის შე­სა­ძე­ნად ან საქ­მე­ში და­სა­ბან­დებ­ლად. მარ­ტო­ხე­ლებს რო­მან­ტი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბა მო­გინ­დე­ბათ მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც ფულს და­გა­ხარ­ჯავთ. ზო­გი­ერ­თმა და­ქორ­წი­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის ქო­ნე­ბის გამო გა­და­წყვი­ტოთ.

ჯან­მრთე­ლო­ბა და აქ­ტი­უ­რო­ბა
ენერ­გი­ის მო­მა­ტე­ბას იგ­რძნობთ, რაც მო­გ­ქო­ქავთ მეტი აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ. მაგ­რამ ამას­თან, ნუ და­ი­ვი­წყებთ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას. გა­მო­ყა­ვით დას­ვე­ნე­ბის, სუფ­თა ჰა­ერ­ზე სე­ირ­ნო­ბის დრო. წე­სად აქ­ცი­ეთ, უქ­მე­ებ­ზე შუ­ა­დღის ძილი. იზ­რუ­ნეთ იმუ­ნი­ტე­ტის ამაღ­ლე­ბა­ზე. კარ­გი იქ­ნე­ბა ზო­მი­ე­რი ვარ­ჯი­ში - სპორტდარ­ბაზ­ში ან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ცურ­ვა. მი­ირ­თვით ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი.

9 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ უნდა გა­და­ი­ხა­დოთ გა­და­სა­ხა­დე­ბი, გა­ა­ფორ­მოთ კრე­დი­ტი. თუ თქვენ­თვის აქ­ტუ­ა­ლუ­რია, იზ­რუ­ნოთ მემ­კვიდ­რე­ო­ბის მი­ღე­ბა­ზე. ზო­გი­ერ­თმა შე­იძ­ლე­ბა გან­ქორ­წი­ნე­ბა და მე­უღ­ლეს­თან ქო­ნე­ბის გა­ყო­ფა მო­ინ­დო­მონ.

25 ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ მე­ტად უნდა ჩა­ერ­თოთ და-ძმე­ბის საქ­მე­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში. გახ­შირ­დე­ბა მივ­ლი­ნე­ბა, პიკ­ნი­კე­ბი ქა­ლაქ­გა­რეთ. აგ­რეთ­ვე, მი­მო­წე­რე­ბა, ზა­რე­ბი საქ­მი­ან პარტნი­ო­რებ­თან და მე­გობ­რებ­თან. ზო­გი­ერ­თი გა­და­წყვეტთ, სას­წავ­ლო კურ­სებ­ზე ჩა­წე­რას.

წყარო: ambebi.ge/astrology/
154 ნახვა
25-09-2022, 14:11