რა სახის პრობლემები გექმნებათ და რატომ ყველაზე ხშირად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რა სახის პრობლემები გექმნებათ და რატომ ყველაზე ხშირად ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ადა­მი­ა­ნე­ბი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სხვა­დას­ხვა წვრილ­მა­ნი თუ მსხვილ­მა­ნი პრობ­ლე­მე­ბის­კენ არი­ან მიდ­რე­კილ­ნი. რომ­ლი­და­ნაც სხვამ შე­საძ­ლოა მარ­ტი­ვად და­იძ­ვრი­ნოს თავი ან სა­ერ­თოდ არ გა­ე­ბას მსგავს ავან­ტუ­რა­ში. ჰოდა, დღეს ზუს­ტად იმა­ზე გე­სა­უბ­რე­ბით, რა სა­ხის "უპ­რობ­ლე­მო პრობ­ლე­მე­ბით" ირ­თუ­ლე­ბენ ცხოვ­რე­ბას ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბი:

ვერ­ძი ყვე­ლა­ზე ხში­რად ცხოვ­რე­ბას სხვებ­თან უაზ­რო შე­ჯიბ­რით ირ­თუ­ლებს. ის გა­მუდ­მე­ბით ცდი­ლობს და­ამ­ტკი­ცოს, რომ "ყვე­ლა­ზე, ყვე­ლა­ზეა"... თუმ­ცა, თავ­მდაბ­ლო­ბი­თა და სი­ჩუ­მით, უდა­ვოდ მეტს მო­ი­გებ­და.

კურო ყვე­ლა­ზე ხში­რად ცხოვ­რე­ბას სი­ჯი­უ­ტი­თა და სი­ახ­ლე­ე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბით ირ­თუ­ლებს. ასე იგი ხში­რად კარ­გავს მომ­გე­ბი­ან შან­სებს წინსვლის­თვის.

ტყუ­პი ცხოვ­რე­ბას ყვე­ლა­ზე ხში­რად და­უ­დევ­რო­ბით და არას­ტა­ბი­ლუ­რო­ბით ირ­თუ­ლებს. ასე იგი ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მხრი­დან კარ­გავს ნდო­ბას.

კირჩხი­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად ცხოვ­რე­ბას უსა­ფუძ­ვლო ში­შე­ბი­თა და წუ­წუ­ნით ირ­თუ­ლებს. თა­ნაც რომ არა და არ დგე­ბა ის ავადსახ­სე­ნე­ბე­ლი "შავი დღე", რომ­ლი­საც მას ასე ეში­ნია?

ლომი ყვე­ლა­ზე ხში­რად ცხოვ­რე­ბას სა­კუ­თარ იმიჯ­სა და ამ­ბი­ცი­ებ­ზე ზედ­მე­ტი ზრუნ­ვით ირ­თუ­ლებს. ასე უფრო სა­სა­ცი­ლოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სხვე­ბის თვალ­ში, უბ­რა­ლოდ ზურგს უკან დას­ცი­ნის ბევ­რი.

ქალ­წუ­ლი ყვე­ლა­ზე ხში­რად ცხოვ­რე­ბას ირ­თუ­ლებს (და სხვა­საც ურ­თუ­ლებს) გა­და­მე­ტე­ბუ­ლი პე­დან­ტიზ­მით და წეს­რი­გის მო­თხოვ­ნი­ლე­ბით. იდე­ა­ლუ­რი ამ ქვეყ­ნად არა­ვინ და არა­ფე­რია ქალ­წუ­ლე­ბო!!!

სას­წო­რი ყვე­ლა­ზე ხში­რად ირ­თუ­ლებს ცხოვ­რე­ბას ყოყ­მა­ნი­თა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­უ­ღებ­ლო­ბით. ასე იგი არა­ერ­თგზის უშ­ვებს ხე­ლი­დან ერ­თობ პერ­სპექ­ტი­ულ შან­სებს.

მო­რი­ე­ლი ცხოვ­რე­ბას ყვე­ლა­ზე ხში­რად შუ­რის­მა­ძი­ებ­ლო­ბი­თა და ბოღ­მის გუ­ლით ტა­რე­ბით ირ­თუ­ლებს. ძვირ­ფა­სო მო­რი­ე­ლე­ბო, წყე­ნის დიდი ხნით და­მახ­სოვ­რე­ბა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის სა­წინ­და­რია, ეს არ და­გა­ვი­წყდეთ!

მშვილ­დო­სა­ნი ცხოვ­რე­ბას არარ­სე­ბუ­ლი იდე­ა­ლე­ბის დევ­ნით ირ­თუ­ლებს. მათ­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმის გა­აზ­რე­ბა, რომ იდე­ა­ლუ­რო­ბა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს სა­უ­კე­თე­სოს.

თხის რქა ცხოვ­რე­ბას მუდ­მი­ვად ირ­თუ­ლებს მო­მავ­ლის ში­ში­თა და პე­სი­მიზ­მით. ცხოვ­რე­ბა მხო­ლოდ შავ-თეთ­რი რო­დია, თხის რქე­ბო!

მერ­წყუ­ლი ცხოვ­რე­ბას ხში­რად ბრძო­ლის უუ­ნა­რო­ბით და პა­სი­უ­რო­ბით ირ­თუ­ლებს. სა­ყო­ველ­თაო მშვი­დო­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ მო­ძა­ლა­დეს პა­სუ­ხი არ უნდა მოს­თხო­ვოთ თუკი ვინ­მემ და­გამ­ცი­რათ!

თევ­ზე­ბი , ცხოვ­რე­ბას ილუ­ზი­ე­ბით ირ­თუ­ლებს. იმა­ზე ფიქ­რი, რომ ცხოვ­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­თან ჭი­დილს თა­ვის არი­დე­ბა და ალ­კოჰო­ლის ან ოც­ნე­ბის კოშ­კებ­ში თა­ვის შე­ფა­რე­ბა ჯო­ბია, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში დაგ­რო­ვილ პრობ­ლე­მებს ნამ­დვი­ლად ვერ მო­აგ­ვა­რებს, ძვირ­ფა­სო თევ­ზე­ბო.

წყარო: ambebi.ge/astrology/
103 ნახვა
28-09-2022, 04:21