14-20 ნოემბრის სილამაზის კალენდარი ყველა ნიშნისთვის

14-20 ნოემბრის სილამაზის კალენდარი ყველა ნიშნისთვის

14 ნოემბერი, 16:47-დან არტისტული მთვარე ლომში იქნება. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების, ფლირტის სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.

კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები.
ცუდია ყურების გახვრეტა, ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა, მარილიანი პროდუქტების ჭამა.

17 ნოემბერი, პედანტური მთვარე 05:04-ზე ქალწულს ესტუმრება. მოიმატებს შრომისუნარიანობა. მეტად გამოიჩენთ ყურადღებას ჯანმრთელობის მიმართ. მოსაფრთხილებელია ნაწლავები. ეცადეთ, სწორად იკვებოთ.

კარგია სახლის, პირადი ნივთების დალაგება; ჯანსაღი საკვების მიღება, დღის რეჟიმის დაცვა, გამწმენდი პროცედურების ჩატარება, პილინგი, ფიტოთერაპია.
ცუდია მუცლის პლასტიკა, მუცლის ღრუში ქირურგიული ჩარევა, მუცლის ვარჯიშების შესრულება, წვრილმანებზე ყურადღების გამახვილება.

20 ნოემბერი, ესთეტიკური მთვარე 04:05-დან სასწორშია. ქალს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდება. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები.

მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.
მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

წყარო: marao.ge
54 ნახვა
14-11-2022, 14:25